ლოზანა (ფრანგ. Lausanne) — ქალაქი დასავლეთ შვეიცარიაში, ფრანგულენოვანი კანტონის ვო და ლოზანის ადმინისტრაციული რაიონის დედაქალაქი. ქვეყნის სიდიდით მეხუთე და ჟენევის ტბაზე სიდიდით მეორე ქალაქი (ჟენევის შემდეგ). ლოზანაში მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა.