მოლინა არის მოსამართლის და ადვოკატის, რობერტო მოლინა-პაზქუელის და ლეონორ ენრიკეს ვაჟი. მამამისი ელჩის თანამდებობით გაემგზავრა ეთიოპიაში, ავსტრალიაში და 1923 წელს ფილიპინებში.[19] ბავშვობაში მოლინამ სახლის აბაზანა გადააქცია პატარა ლაბორატორიად, სადაც იგი იყენებდა სათამაშო მიკროსკოპებს და ქიმიურ ნაკრებს. მას ექსპერიმენტების ჩატარებაში ბიცოლა, ესთერ მოლინა ეხმარებოდა, რომელიც პროფესიით ქიმიკოსი იყო.[20]
1974 წელს, კალიფორნიის უნივერსიტეტში ყოფნის დროს, მოლინამ და ამერიკელმა ქიმიკოსმა, და ასევე ნობელის პრემიის ლაურეატმაფრენკ როულენდმა ჟურნალ „ბუნებაში“ (Nature) ერთ-ერთ გვერდზე, სტრატოსფეროს ოზონის შრის და ქლოროფუეროკარბონის საფრთხეზე ისაუბრეს.[25] ამ პერიოდში, ქლოროფუეროკარბონს დიდი გამოყენება ჰქონდა ქიმიური წამლების დამზადებაში. მოლინამ და როულენდმა იგივე ჟურნალში 150 გვერდიანი მოხსენება ამერიკის შეერთებული შტატების ატომური ენერგიის კომისიისთვის დაწერეს, რომელიც 1974 წელს ატლანტაში, „ამერიკული ქიმიური საზოგადოების“ შეხვედრაზე გახდა ხელმისაწვდომი. იგი იყო იმ 22 ნობელის პრემიის ლაურეატს შორის, რომლებმაც 2003 წელს ხელი მოაწერეს ჰუმანიტარულ მანიფესტს.[26]
2000 წლიდან 2005 წლამდე იყო სამეცნიერო სერვისის საბჭოს წევრი, ხოლო 2004 წლიდან 2014 წლამდე „ჯონ დ. და კატერინა ტ. მაკარტურის ფონდის“ საბჭოს წევრი. [28]
ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას დროს ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.[29]
მოლინა და მისი პირველი ცოლი ლუისა განქორწინებულნი არიან. ლუისა მოლინას ცენტრის, „სტრატეგიული კვლევები ენერგეტიკასა და გარემოში“-ს მთავარი მეცნიერია.[30] მათი ვაჟი, ფილიპე ჟოზე მოლინა დაიბადა 1977 წელს.[31] მან დაამთავრა ბრაუნის უნივერსიტეტი და ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, მუშაობს ბოსტონში, როგორც ინტერნაციონალი ექიმი. იგი მეორედ 2006 წლის თებერვალს გუადალუპ ალვარესზე დაქორწინდა.
მარიო მოლინას მრავალი ჯილდო და პრიზი აუღია, მათ შორისაა: ისაბელ კათოლიკეს ორდენის დიდი ჯვარი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, ნობელის პრემია ქიმიაში, უილარდ გიბსის ჯილდო, მაქს პლანკის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი პრემია, არის ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, მას ასევე აღებული აქვს ჰეინცის პრემია.
↑Notable Signers. Humanism and Its Aspirations. American Humanist Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 5, 2012. ციტირების თარიღი: October 4, 2012.