უილიამ ლიფსკომი (ინგლ.William Lipscomb; დ. 9 დეკემბერი, 1919 — გ. 14 აპრილი, 2011)[17] — ამერიკელი ქიმიკოსი. 1976 წელს ბორანების (ბორწყალბადები) სტრუქტურის გამოკვლევისათვის (მნიშვნელოვანია ბმის პრობლემის ახსნისათვის) მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. იგი მუშაობდა რამდენიმე სამეცნიერო თემაზე, მათ შორისაა: ბირთვული მაგნიტური რეზონანსი, თეორიული ქიმია, ბორის ქიმია და ბიოქიმია.
ლიფსკომი 1944 წლიდან 1983 წლამდე დაქორწინებული იყო მერი ადელ სარჯენტზე.[19] მათ სამი შვილი ეყოლათ, აქედან ერთ-ერთმა მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლა. ლიფსკომი მეორედ, 1983 წელს დაქორწინდა ჯინ ევანზზე,[20] წყვილს ჰყავდა ერთი აყვანილი შვილი.
„ჩემი ბავშვობის გარემო... დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პირად პასუხიმგებლობასა და დამოუკიდებლობას. დამოუკიდებელი განსაკუთრებით მაშინ გავხდი, როდესაც დედაჩემი მუსიკას ასწავლიდა, ხოლო მამაჩემი სამედიცინო პრაქტიკას დიდ დროს უთმობდა.“
მას შემდეგ რაც პატარა ლიფსკომი ასტროლოგიით დაინტერესდა, იგი ხშირად დადიოდა კენტუკის უნივერსიტეტის ობსერვატორიაში, სადაც პროფესორმა ჰ. დაუნინგმა მას ერთხელ ბეიკერის ასტრონომიის ასლი აჩუქა.
ლიფსკომმა ამ წიგნიდან მრავალი რამ ისწავლა, იგი პროფესორ დაუნინგთან ერთად ხშირად საუბრობდა ამ წიგნში განხილულ თემებზე, მოგვიანებით დაუნინგი ლიფსკომის კარგი მეგობარი გახდა.
პატარა ლიფსკომი ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებში, მაგალითად ერთი პროექტი ეხებოდა „Morse“-ს კოდირებულ მესიჯებს, ამ პროექტში მონაწილეობა მან ხუთ ახლო მეგობართან ერთად მიიღო, რომლებიც მოგვიანებით ფიზიკოსები, ექიმები და ინჟინრები გახდნენ.
12 წლის ასაკში მას ქიმიის საგანმანათლებლო სათამაშო აჩუქეს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს რომ რამდენიმე მარტივი ექსპერიმენტი ჩაატაროს. ლიფსკომმა ერთხელ თავისით შექმნა ფეირვერკი, რომელსაც შემდგომ სტუმრებს ათვალიერებინებდა. იგი სახლში ხშირად ატარებდა სხვადასხვა ქიმიურ ცდებს, ეს ჰობი დედამისმა მხოლოდ ერთხელ აუკრძალა, მაშინ როდესაც ლიფსკომმა შარდისგან დიდი რაოდენობით შარდოვანას იზოლირება სცადა.
ლიფსკომი დიდ სამეცნიერო წიგნებს ექიმი მამის ბიბლიოთეკიდან თხოულობდა. წლების შემდეგ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკელმა ქიმიკოსმა და მშვიდობის აქტივისტმა ლაინუს პოლინგმა, რომელსაც 1954 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ქიმიაში, ხოლო 1962 წელს მშვიდობის განმტკიცების დარგში. რომ არა ლაინუსი, ლიფსკომი მამის მსგავსად ექიმი გახდებოდა.
განათლება
ლიფსკომის დამამთავრებელი კლასის ქიმიის მასწავლებელმა მას კოლეჯის ბიბლიოთეკიდან ორგანული, ანალიზური და ზოგადი ქიმიის წიგნები მისცა გამოსაკვლევად. გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, ლიფსკომი კლასის უკანა მხარეს გამოკვლევას ატარებდა, იგი ფიქრობდა რომ ეს ორიგინალი იყო (თუმცა, შემდეგ აღმოაჩინა რომ არ იყო): მას წყალბადი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი ნატრიუმის ფორმიდან უნდა მოემზადებინა.[22] მან გაზის ანალიზიც ჩაატარა და შეეცადა გვერდითი მოვლენების გამოკვლევა.
მოგვიანებით ლიფსკომმა სკოლაში ფიზიკის კურსი გაიარა, და ამ საგნებში პირველად აიღო პრიზი. იგი ასევე დაინტერესებული იყო ფიზიკის ერთ-ერთი თეორიით: ფარდობითობის სპეციალური თეორიით, რომელიც 1905 წელს ალბერტ აინშტაინმა შემოიღო, და აღწერს მექანიკის კანონებს მაღალ სიჩქარეებზე.
კენტუკის უნივერსიტეტის კოლეჯში ყოფნისას ლიფსკომს სტიპენდია ჰქონდა. იგი აქ დამოუკიდებლად მეცადინეობდა: კითხულობდა დუშმანის კვანტური მექანიკის ელემენტების შესახებ, პოლინგის ქიმიური ბონდის ბუნების, მოლეკულების და კრისტალების სტრუქტურების შესახებ. ერთ-ერთმა პროფესორმა, რობერტ ბეიკერმა მას შესთავაზა რომ ალკოჰოლისა და წყლის განცალკევების გარეშე გამოეკვლია ალკოჰოლის წარმოებული მასალა.
ლიფსკომს დამამთავრებელი სკოლის დროს ორი სამსახურის შეთავაზება ჰქონდა, პირველი მათგანი თვეში 20$-ს სთავაზობდა, ხოლო მეორე ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში 150$-ს.