ევროპასა და აზიას შორის მდებარე თურქეთი სეკულარული სახელმწიფოა და დასავლური ორიენტაციის საგარეო პოლიტიკური კურსი აქვს.[1] თურქეთს 246 დიპლომატიური და საკონსულო მისია ჰყავს, რაც მე-4 ყველაზე ფართო დიპლომატიური ქსელია მსოფლიოში.[2][3]
ცივი ომიდან მოყოლებული თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე აშშ-ია, რომელსაც თურქეთის მსგავსად საბჭოთა ექსპანსიის შეკავება სურდა.[4][5] სანაცვლოდ თურქეთმა კორეის ომში თურქული ბრიგადა გაგზავნა, 1952 წელს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანდა, 1948 წელს ისრაელი აღიარა და აშშ-თან ახლო კავშირები ჰქონდა.[6]
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დროს ისრაელის მხარდაჭერა თურქეთსა და არაბულ სამყაროსა[7] და ირანს[1] შორის ურთიერთობების დაძაბვა, შემდეგ კი სირიის მხრიდან პალესტინელთა მხარდაჭერა და საზღვარგარეთ თურქი დიპლომატების წინააღმდეგ სომეხი ტერორისტების ოპერაციები მოჰყვა.[8][9]
ჩინეთსა და თურქეთს შორის ოფიციალური ურთიერთობები 1934 წელს დაიწყო. თურქეთმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1971 წლის 5 აგვისტოს აღიარა.
თურქეთი ადასტურებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აღიარებს ჩინეთის ერთადერთ ლეგალურ წარმომადგენლად. ჩინეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულოები სამბოლსა და იზმირშია განთავსებული. თურქეთის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულოები ჰონგ-კონგში, გუანჯოუსა და შანხაიშია. ჩინეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანზიაციის დამფუძნებელი და წამყვანი წევრია, ხოლო თურქეთის დიალოგის პარტნიორი სახელმწიფოა.[10]
1991 წლის 27 ოქტომბერს თურქეთი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც თურქმენეთი აღიარა.[11][12] თურქმენეთს საელჩო ანკარაში აქვს, ხოლო თურქეთის საელჩო აშხაბადში მდებარეობს. ორივე სახელმწიფო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. 2019 წელს თურქეთსა და თურქმმენეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 1.35 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. თურქმენეთიდან ექსპორტის მაჩვენებელი 601 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 745 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრიდა.[13] 2013 წელს 600-ზე მეტი თურქული კომპანია თურქმენეთში 1270 საინვესტიციო პროექტს ახორცილებდა, რომელთაგან 1200 პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიარდ აშშ დოლარს უდრიდა.[14] ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის შედეგად განხორციელებული პროექტების მიხედვით თურქმენეთის თურქეთის უპირველესი პარტნიორია ცენტრალურ აზიაში.
1991 წლის 16 დეკემბერს თურქეთმა პირველმა აღიარა უზბეკეთის დამოუკიდებლობა და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ტაშკენტში საელჩო გახსნა.[15] 2021 წლის 7 მარტს სამარყანდში თურქეთის გენერალური საკონსულო გაიხსნა. უზბეკეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო სტამბოლში. ორივე სახელმწიფო აზიის თანამშრომლობის დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, თურქული სახელმწიფოების საპარლამენტო ასამბლეის და თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრია. 2019 წელს ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობა 2.3 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (უზბეკეთისთვის 1.14 მილიარდი ამერიკული დოლარი ექსპორტზე, ხოლო 1.23 მილიარდი ამერიკული დოლარი იმპორტზე მოდიოდა).[16]
სუნიტური რელიგიისა და საერთო ისტორიული კავშირების გამო თურქეთსა და იორდანიას ახლო ურთიერთობები აქვთ.
თურქეთის საელჩო ამანში მდებარეობს,[17] ხოლო იორდანიის საელჩო ანკარაშია განლაგებული.[18] თურქეთის დამოუკიდებლობის ომის შემდეგ იორდანიის მეფე აბდულა I-სა და თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელ მუსტაფა ქემალ ათათურქს ახლო პირადი ურთიერთობები ჰქონდათ და 1937 წელს სტამბოლშიც შეხვდნენ ერთმანეთს.[19] 1956 წელს, როდესაც იორდანია ბრიტანეთის ჩარევისგან განთავისუფლდა, ორ სახელმწიფოს შორის სრული ურთიერთობები დამყარდა. ცივი ომის დროს იორდანიასა და თურქეთს პროდასავლური, ანტიკომუნისტური და ირანის ახალი ისლამური რეჟიმის მიმართ ძალიან კრიტიკული შეხედულებები ჰქონდათ, რისი გამოხატულებაც იყო ირან-ერაყის ომის დროს ერაყის მხარდაჭერა.[20]
თურქეთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ყაზახეთის დამოუკიდებლობა აღიარ 1991 წლის 16 დეკემბერს.[21] ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 2 მარტს დამყარდა.[21] თურქეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე დადებითად განვითარდა, ისევე, როგორც კომერციული და სტრატეგიული კავშირები.[22] ყაზახეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო სტამბოლში. თურქეთის საელჩო ასტანაშია გახსნილი და გენერალური საკონსულო ალმათიში აქვს. ორივე სახელმწიფო აზიის თანამშრომლობის დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, თურქული საბჭოს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. 2019 წელს ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობამ 3.9 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა (აქედან 3 მილიარდი ამერიკული დოლარი თურქეთიდან ყაზახეთში ექსპორტზე, ხოლო 0.9 მილიარდი ამერიკული დოლარი ყაზახეთიდან თურქეთში ექსპორტზე მოდიოდა.[23]
თურქეთისა და ლიბანის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რამდენადაც ლიბანმა ოსმალეთის იმპერიისაგან მოიპოვა დამოუკიდებლობა. ლიბანის საელჩო ანკარაში, ხოლო გენერალური საკონსულო სტამბოლში მდებარეობს. თურქეთის საელჩო ბეირუთშია განლაგებული.
თურქეთსა და ლაოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დელეგაციის დონეზე 1947 წელს დაიწყო, რომელიც საელჩოს დონემდე 1958 წელს ამაღლდა. 1980-იან წლებში ლაოსსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა,[24] როდესაც აშშ-მა ლაოსს ჰმოგების სოფლებში ქიმიური იარაღის (ყვითელი წვიმა[24]) გამოყენებაში დასდო ბრალი. ურთიერთობები დათბა, როდესაც აშშ-ის სამეცნიერო პერსონალმა ბანგკოკში[24] ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ შეაგროვა. 2015 წელს ლაოსსა და თურქეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 2.88 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[25]
ლაოსი თურქეთში ვენაში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო თურქეთის საელჩო ვიენტიანში მდებარეობს.
შრი-ლანკასა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1958 წლის სექტემბერში დამყარდა. 2012 წელს ანკარაში შრი-ლანკის საელჩო გაიხსნა,[26] ხოლო 2013 წელს თურქეთის საელჩო კოლომბოში ამოქმედდა.[26] 2019 წელს თურქეთსა და შრი-ლანკას შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 185.7 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია.[27]
თურქეთსა და მალდივის კუნძულებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1979 წელს დამყარდა.[28] თურქეთის მალდივის რესპუბლიკაში ნიუ-დელიში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი,[28] ხოლო მალდივის კუნძულები თურქეთში გაერთიანებული ერების ოფისში წარგზავნილი მუდმივი მისიითაა წარმოდგენილი.[28] სახელმწიფოებს მეგობრული ურთიერთობები აქვთ ტურიზმისა და თავდაცვის სფეროში და საერთაშორისო პლატფორმებზეც თანამშრომლობენ, როგორებიცაა: გაერთიანებული ერები და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია.[29] 2019 წელს თურქეთსა და მალდივის კუნძულებს შორის ვაჭრობის მოცულობა 46.5 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (თურქეთიდან ექსპორტი/იმპორტი: 28.2/18.3 მილიონი ამერიკული დოლარი).[30] 2012 წლის 24 ნოემბრიდან სტამბოლსა და მალეს შორის პირდაპირი ფრენებია.
თურქეთსა და მონღოლეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1969 წლის 24 ივნისს დამყარდა.[31] მონღოლეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო თურქეთის ― ულან-ბატორში. ორივე სახელმწიფო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და აზიის თანამშრომლობის დიალოგის წევრია. 2019 წელს თურქეთსა და მონღოლეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 39.7 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. (თურქული ექსპორტი/იმპორტი: 39.2/0.5 მილიონი ამერიკული დოლარი).[32]
2001 წლამდე ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკა თურქეთის მიმართ მეტწილად სამხრეთ კორეისა და თურქეთის ურთიერთობის შემცირებისკენ იყო მიმართული.[33] თურქეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2001 წლის 15 იანვარს დამყარდა.[34] ჩრდილოეთი კორეა თურქეთში სოფიაში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო ჩრდილოეთ კორეის საელჩო სეულში მდებარეობს. 2019 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა უმნიშვნელო იყო.[34]
ფილიპინებსა და თურქეთს შორის ურთიერთობები 1949 წლის 13 ივნისს დამყარდა.[35] ფილიპინების საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო თურქეთის ― მანილაში.[35] 2015 წელს ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობა 219.7 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (თურქული ექსპორტი/იმპორტი:104/115.7 მილიონი ამერიკული დოლარი).[36] 2019 წელს თურქეთს 139 126 ფილიპინელი ტურისტი ეწვია. 2015 წლის მარტიდან სტამბოლსა და მანილას შორის პირდაპირი ფრენებია.
თურქეთსა და სინგაპურს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1969 წლის 12 თებერვალს დამყარდა.[37] სინგაპურის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო თურქეთის ― სინგაპურში.[37] 2015 წელს სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის მოცულობა 808 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (თურქული ექსპორტი 443/365 მილიონი ამერიკული დოლარი).[38] 2019 წელს თურქეთს 34 930 სინგაპურელი ტურისტი ეწვია. სტამბოლსა და სინგაპურს შორის პირდაპირი ფრენებია.[37]
ალბანეთი · ანდორა · ავსტრია · აზერბაიჯანი4 · ბელარუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · ჩეხეთის რესპუბლიკა · გაერთიანებული სამეფო · გერმანია · დანია · ესპანეთი · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი1 · ისლანდია · ირლანდია · იტალია · კვიპროსი2 · ლატვია · ლიხტენშტაინი · ლიეტუვა · ლუქსემბურგი · მალტა · მოლდოვა · მონაკო · ნიდერლანდები · ნორვეგია · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი1 · სან-მარინო · საბერძნეთი · საქართველო4 · საფრანგეთი · სერბეთი · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი2 · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · ყაზახეთი1 · შვედეთი · შვეიცარია · მონტენეგრო · ჩრდილოეთი მაკედონია · ხორვატია ·
დამოკიდებული, ავტონომიური და სხვა ტერიტორიები აფხაზეთი4 · ალანდის კუნძულები · აზორის კუნძულები · აკროტირი და დეკელია · კანარის კუნძულები · ყირიმი · ფარერის კუნძულები · გიბრალტარი · გერნზი · კუნძული მენი · ჯერზი · კოსოვო · მადეირა · მთიანი ყარაბაღი2 · ნახიჩევანი2 · სერბიული (სრფსკას) რესპუბლიკა · დნესტრისპირეთი · ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა 2, 3 ·
1 აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორია აზიაში. 2 მთლიანად დასავლეთ აზიაშია, მაგრამ კულტურულად, პოლიტიკურად და ისტორიულად მოიაზრება ევროპულად. 3 აღიარებულია მხოლოდ თურქეთის მიერ. 4 ნაწილობრივ ან მთლიანად აზიაში, ევროპისა და აზიის საზღვრის განსაზღვრაზე დამოკიდებულებით.