ეგვიპტესა და მონღოლთა იმპერიას შორის ურთიერთობები XIII-XIV საუკუნიდან იწყება.[2] თანამედროვე სახლემწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1964 წელს დამყარდა.[3]აფრიკის კონტინენტზე მონღოლეთის ერთადერთი საელჩო კაიროში მდებარეობს.[4] სახელმწიფოებს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მრავალი ხელშეკრულება აქვთ დადებული.[5]2001 წელს მონღოლეთმა ეგვიპტეში პოლიციელები გაგზავნა ანტიტერორიზმისა და ნარკოტრეფიკინგის აღკვეთასთან დაკავშირებულ საწვრთნელ სესიებში მონაწილეობის მისაღებად.[6]
აზია
კვიპროსი
მონღოლეთსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1973 წლის 19 დეკემბერს დაარსდა. კვიპროსი მონღოლეთში პეკინში მდებარე საელჩოთი, ხოლო მონღოლეთი კვიპროსში სოფიაში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.
სინგაპურსა და მონღოლეთს შორის ურთიერთობები 1950 წელს დაიწყო, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობები 1970 წელს დამყარდა. სინგაპურის საელჩო ულან-ბატორში მდებარეობს, ხოლო მონღოლეთის საელჩო ― სინგაპურში.
თურქეთსა და მონღოლეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1969 წლის 24 ივნისს დამყარდა.[7] მონღოლეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო თურქეთის ― ულან-ბატორში. ორივე სახელმწიფო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და აზიის თანამშრომლობის დიალოგის წევრია. 2019 წელს თურქეთსა და მონღოლეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 39.7 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. (თურქული ექსპორტი/იმპორტი: 39.2/0.5 მილიონი ამერიკული დოლარი).[8]
კამბოჯა
კამბოჯასა და მონღოლეთს შორის ურთიერთობები 1960 წლის 11 ნოემბერს დაიწყო.[9] მონღოლეთი კამბოჯაში ვიენტიანში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული, ხოლო კამბოჯა მონღოლეთში პეკინში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.
მონღოლეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1948 წლის 15 ოქტომბერს დამყარდა. მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა მეორე სახელმწიფო (საბჭოთა კავშირის შემდეგ) იყო, რომელმაც ჩრდილოეთ კორეა აღიარა.[10]კორეის ომის დროს მონღოლეთი ჩრდილოეთ კორეას ეხმარებოდა, თუმცა ომში პირდაპირ არ ჩართულა.[11]
სსრკ-ჩინეთის განხეთქილების შემდეგ მონღოლეთმა საბჭოთა კავშირის მხარე დაიკავა, ხოლო ჩრდილოეთ კორეა მეტწილად ჩინეთისკენ იხრებოდა, რამაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე დიდი გავლენა იქონია. 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შემდეგ, 1986 წელს მონღოლეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება დაიდო.[12][13]
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მონღოლეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები კვლავ დაიძაბა. 1995 წელს სახელმწიფოებმა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააუქმეს, ხოლო 1999 წელს ჩრდილოეთ კორეამ ულან-ბატორში მდებარე საელჩო დახურა მას შემდეგ, რაც მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეის პრეზიდენტიკიმ დე ჯუნი მიიღეს.[12]
აშშ-ის მთავრობამ მონღოლეთი 1987 წლის იანვარში აღიარა და პირველი საელჩო ულან-ბატორში მომდევნო წლის ივნისში დააარსა. იგი ფორმალურად 1988 წლის სექტემბერში გაიხსნა. აშშ-ის პირველი რეზიდენტი ელჩი მონღოლეთში რიჩარდ ლ. უილიამსი იყო. პირველი რეზიდენტი ელჩი იოზეფ ი. ლეიქი იყო, რომელიც მონღოლეთში 1990 წლის ივლისში ჩავიდა. 1990 წლის აგვისტოსა და 1991 წლის ივლისში მონღოლეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმზ ბეიკერი ეწვია. მონღოლეთის პირველი ელჩი აშშ-ში 1989 წლის მარტში დაინიშნა. 1998 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივარი მადლენ ოლბრაიტი მონღოლეთს ეწვია, ხოლო 2001 წლის ნოემბერში ვაშინგტონში მონღოლეტის პრემიერ-მინისტრი ნამბარინ ენხბაიარი იმყოფებოდა.
ავსტრალიასა და მონღოლეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1972 წელს დამყარდა,[14] რომელიც განათლების, სამთო მოპოვებისა[15] და განვითარების მხარდაჭერაზე აკეთებს აქცენტს.[16] მონღოლეთის საკონსულო კანბერაში1997 წელს გაიხსნა, ხოლო საელჩო 2008 წლის ოქტომბერში გაიხსნა.[17] ავსტრალიის საელჩო ულან-ბატორში2015 წლის დეკემბერში ამოქმედდა.[18]