მიუმხრობლობის მოძრაობა (ინგლ.Non-Aligned Movement) — საერთაშორისო მოძრაობა, აერთიანებს მსოფლიოს 120 ქვეყანას, რომელთა მიზანია არ მიიღონ მონაწილეობა სამხედრო ბლოკებში. მოძრაობა ოფიციალურად დააარსა ოცდახუთმა სახელმწიფომ ბელგრადის პირველ კონფერენციაზე 1961 წლის სექტემბერში. მოძრაობის შექმნას წინ უძღოდა ბანდუნგის კონფერენცია1955 წელს და იოსიპ ბროზ ტიტოს, გამალ აბდელ ნასერისა და ჯავაჰარლალ ნერუს სამხრივი მოლაპარაკებები 1956 წელს.
შემადგენლობა
2009 წლის მონაცემებით მის შემადგენლობაში შედის 119 ქვეყანა, მათ შორის 1 ევროპული (ბელარუსი), 38 აზიური (მათ შორის პალესტინა, თურქმენეთი, უზბეკეთი), 53 აფრიკული, 26 სამხრეთამერიკული და კარიბის ქვეყანა.
მე-14 ჰავანის კონფერენციაზე მოძრაობის წევრებად მიიღეს ჰაიტი და სენტ-კიტსი და ნევისი, წევრთა რიცხვი გაიზარდა 119-მდე.
2011 წელს ინდონეზიაში გაიმართა მიუმხრობელი ქვეყნების მორიგი კონფერენცია, რომელიც ორგანიზაციის 50 წლისთავს ეძღვნება და რომელზედაც წევრებად მიიღეს აზერბაიჯანი და ფიჯი.[2]
ისტორია
მიუმხრობლობის მოძრაობა წარმოადგენს ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას იღებს 120 განვითარებადი ქვეყანა. ფორუმის მონაწილე ქვეყნები ფორმალურად არ მიეკუთვნებიან და არ ეწინააღმდეგებიან მსოფლიოს რომელიმე გავლენიან სამხედრო-პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ბლოკს. „მიუმხრობლობის მოძრაობა“ არის სახელმწიფოების ყველაზე დიდი გაერთიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემდეგ. პირველად ტერმინი მიუმხრობლობის მოძრაობა 1976 წელს გამოჩნდა, სადაც მონაწილეები მოხსენიებულნი არიან, როგორც „მოძრაობის წევრები“.
ორგანიზაციის მიზანი ფიდელ კასტრომ1979 წლის დეკლარაციაში დააფიქსირა: „ეროვნული დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წევრი ქვეყნების უსაფრთხოება მათ ბრძოლაში იმპერიალიზმის, კოლონიალიზმის, ნეო-კოლონიალიზმის, რასიზმის, ყველა ფორმის აგრესიის, ოკუპაციის, ბატონობის, ჩარევის, ჰეგემონიისა და ძლიერი ბლოკების წინააღმდეგ.“ მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ გაეროს ქვეყნების 2/3-ს, რაც ჯამში მსოფლიო მოსახლეობის 55%-ია. წევრები ძირითადად განვითარებადი ან მესამე სამყაროს ქვეყნებია, თუმცა მიუმხრობლობის მოძრაობაში რამდენიმე განვითარებული სახელმწიფოცაა.
მიუხედავად იმისა, რომ მიუმხრობლობის მოძრაობის წევრები საკმაოდ მჭიდრო კავშირში იყვნენ რომელიმე ზესახელმწიფოსთან და მიუხედავად წევრებს შორის რამდენიმე კონფლიქტისა, მოძრაობამ მაინც შეინარჩუნა ერთობა ცივი ომის პერიოდში. ცივი ომის დასრულების შემდეგ, მოძრაობა ძირითადად კონცენტრირდა განვითარებადი ქვეყნების ურთიერთობების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის შიგნით. მისი წევრების უმრავლესობა დემოკრატიის მაღალი ინდექსით არ გამოირჩევა.
წარმოშობა და ცივი ომი
მიუმხრობლობის მოძრაობა, როგორც ორგანიზაცია იუგოსლავიაში, ბრიონის კუნძულზე, 1956 წელს დაარსდა, ფორმალურად კი გაფორმდა 1956 წლის 19 ივლისს, ბრიონის დეკლარაციის ხელმოწერით. დეკლარაცია გააფორმეს იუგოსლავიის პრეზიდენტმა იოსიპ ბროზ ტიტომ, ინდოეთის პირველმა პრემიერ-მინისტრმა ჯავაჰარლალ ნერუმ და ეგვიპტის მეორე პრეზიდენტმა გამალ აბდერ ნასერმა. დეკლარაციის ერთ-ერთი ციტატაა: „მშვიდობა ვერ მიიღწევა განცალკევებით, მშვიდობა იქმნება კოლექტიური უსაფრთხოებისკენ სწრაფვითა და თავისუფლების გავრცელებით, ასევე ერთი ქვეყნის მეორეზე ბატონობის შეწყვეტით“.
ცივი ომის დროს მოძრაობა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბლოკებს შორის განვითარების შუალედურ კურსს უჭერდა მხარს. ეს პრინციპი პირველად გამოყენებულ იქნა გაეროში1953 წელს ინდოელი დიპლომატის კრიშნა მენონის დოქტრინის წარმოსადგენად.[3]
მაგრამ მალევე ეს სახელი გახდა აღმნიშვნელი იმ ქვეყნებისა, რომლებიც კონფერენციაში იღებდნენ მონაწილეობას. ტერმინი „მიუმხრობლობა“ 1953 წელს გაეროში დაფუძნდა. ნერუმ გამოიყენა ეს ფრაზა თავის გამოსვლისას შრი-ლანკაში 1954 წელს. მის სიტყვაში აღწერილი იყო 5 სვეტი, რომლებიც წარმოადგენდა სახელმძღვანელოს ჩინურ-ინდური ურთიერთობებისა; ამ პრინციპებს შემდგომ დაეფუძნა მიუმხრობლობის მოძრაობა. ეს პრინციპებია: • სახელმწიფოთა ურთიერთპატივისცემა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი • თავდაუსხმელობა • შიდა საქმეებში ჩაურევლობა • თანასწორობა და ურთიერთსარგებლობა • მშვიდობიანი თანაცხოვრება
მიუმხრობლობის მოძრაობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 1955 წლის ბანდუნგის კონფერენცია, რომლის მასპინძელმა, ინდონეზიის პრეზიდენტმა სუკარნომ, დიდი წვლილი შეიტანა მოძრაობის განვითარებაში. კონფერენციამ მიიღო „დეკლარაცია მსოფლიო მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარების შესახებ“ სადაც შედიოდა ზემოაღნიშნული 5 პრინციპი და კოლექტიური დაპირება „ცივ ომში“ ნეიტრალიტეტის შესახებ. ბანდუნგიდან 6 წლის შემდეგ, იუგოსლავიის პრეზიდენტის ტიტოს მეთაურობით, 1961 წელს, ბელგრადში, გაიმართა პირველი კონფერენცია წევრი ქვეყნების მეთაურებისა და მთავრობებისთვის.[4] თავად ტერმინი „მიუმხრობლობის მოძრაობა“ კი პირველად მეხუთე კონფერენციაზე, 1976 წელს გამოჩნდა.[5]
1970 წლის სექტემბერში, ლუსაკის კონფერენციაზე, წევრმა სახელმწიფოებმა მოძრაობის მიზნებს დაამატეს დავების მშვიდობიანი მოგვარება და დიდი სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებისგან თავის არიდება. კიდევ ერთი ასეთი მიზანი იყო წინააღმდეგობა სხვა ქვეყნებში სამხედრო ბაზების განთავსებაზე.
კუბის როლი
1970-იან წლებში კუბას ჰქონდა მცდელობა წარმოჩენილიყო, როგორც მიუმხრობლობის მოძრაობის ლიდერი სახელმწიფო, რომელიც ჯამში 90-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებდა. ანგოლაში კუბის საბრძოლო ჯარებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მოძრაობის სხვა წევრ ქვეყნებზე.
კუბამ ასევე ჩამოაყალიბა სამხედრო საკონსულტაციო მისიები და ეკონომიკური და სოციალური რეფორმების პროგრამები. 1972 წლის მიუმხრობლობის მოძრაობის კონფერენცია მიესალმა კუბის ინტერნაციონალიზმს, რომელმაც „მხარი დაუჭირა ანგოლელ ხალხს სამხრეთ აფრიკის რასისტული და ექსპანსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ“. შემდეგი კონფერენცია დაიგეგმა 1979 წლისთვის, ჰავანაში, რომელიც კუბას ფაქტობრივად ხდიდა მოძრაობის დე-ფაქტო ლიდერად. 1979 წლის სექტემბერში გამართული კონფერენცია შეფასდა, როგორც კუბის პრესტიჟის ზენიტი. დამსწრეთა უმრავლესობას სჯეროდა, რომ კუბა არ იყო საბჭოთა კავშირის პარტნიორი ცივი ომის პერიოდში.[6] თუმცა, 1979 წლის დეკემბერში, სსრკ ავღანეთის სამოქალაქო ომში ჩაერია. იმ დროს კი ავღანეთი მიუმხრობლობის მოძრაობის აქტიური წევრი იყო. გაეროს სხდომაზე კი მოძრაობის 56 წევრმა ხმა მისცა სსრკ-ს დასჯას, 9 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მა კი თავი შეიკავა. კუბამ, რომელიც იმდროს ვალში იყო მოსკოვთან, როგორც ფინანსურად ასევე პოლიტიკურად, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, რამაც რეპუტაცია შეულახა მას. კასტრო, რომელსაც შეეძლო გამხდარიყო მოძრაობის მაღალი დონის წარმომადგენელი, მშვიდად და უმოქმედოდ დარჩა, შედეგად 1983 წელს კუბა ინდოეთმა ჩაანაცვლა, რომელმაც თავის დროზე რეზოლუციის კენჭისყრის დროს თავი შეიკავა. კუბამ დაკარგა შესაძლებლობა გამხდარიყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და მისი გლობალური მიზნებიც ჩამოიშალა.[7] უფრო მეტიც, მოძრაობის პოზიციები ავღანეთის ომთან დაკავშირებით გაიყო. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საბჭოთა ინტერვენციას, მოძრაობის სხვა წევრებმა აღნიშნული ქმედება დაგმეს.[8]
ცივი ომის შემდგომი პერიოდი
მიუმხრობლობის მოძრაობა ცივი ომის მიმდინარეობისას ჩამოყალიბდა,[9] შესაბამისად, მისი დასრულების შემდეგ კავშირის მიზნები და ფუნქცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მას შემდეგ რაც იუგოსლავია დაიშალა, 1992 წელს მოძრაობის მინისტერიალზე მას წევრის სტატუსი შეუწყდა.[10] იუგოსლავიის სოციალისტური ფედერალური რესპუბლიკის მემკვიდრე წევრ სახელმწიფოებს არ გამოუხატავთ ინტერესი წევრობისთვის, თუმცა სერბეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას აქვთ დამკვირვებლის სტატუსი. 2004 წელს მალტამ და კვიპროსმა დატოვეს მოძრაობა და ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ყველაზე ბოლოს ორგანიზაციას აზერბაიჯანი და ფიჯი შეუერთდნენ, 2011 წელს. ბოსნიისა და კოსტა-რიკის განცხადებები კი უარყოფილ იქნა 1995 და 1998 წლებში.[11]
ცივი ომის დასრულების შემდეგ, მიუმხრობლობის მოძრაობა იძულებული გახდა ხელახლა განესაზღვრა საკუთარი როლი და მიზანი საერთაშორისო სისტემაში. მთავარი კითხვა კი მდგომარეობდა შემდეგში, შეძლებდა თუ არა მისი იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებული იყო ეროვნულ დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მორგებას თანამედროვე თემებზე. იმისათვის, რომ გამხდარიყო ხმა გლობალური სამხრეთისა, მოძრაობამ ხაზი გაუსვა მულტილატერალიზმს, თანასწორობას და ურთიერთთავდაუსხმელობის პრინციპებს. გარდა ამისა მიზანი იყო განვითარებულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებისას, გაზრდილიყო წვერი ქვეყნების პოლიტიკური ბერკეტები და მათი პრობლემები უკეთ წარმოჩინებულიყო საერთაშორისო დონეზე. სამხრეთ ინტერესების წინსვლის მცდელობებში მოძრაობამ ხაზი გაუსვა წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და ერთიანობის მნიშვნელობას,[12] მაგრამ, როგორც წარსულში, გაერთიანებისთვის კვლავ პრობლემად რჩება - ორგანიზაციის ზომა, დღის წესრიგების ბუნდოვანება და მსოფლიო ალიანსებს შორის ნაკლებად მკაფიო საზღვრების წარმოქმნა.[13]
მოძრაობის აზრით, მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნები კვლავ ექსპლუატაციაში არიან და მარგინალიზებულ გარემოში რჩებიან, ბიპოლარული სისტემა მულტიპოლარულით შეიცვალა,[14] მაგრამ კვლავ საჭიროა ჰეგემონიისა და ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ გაერთიანება. მოძრაობა ეწინააღმდეგება ოკუპაციასა და ჩარევას შიდა საქმეებში, მაგრამ ის ასევე აქცენტს სვამს წვერი სახელმწიფოების წინაშე მდგარ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლებიც განპირობებულნი არიან გლობალიზაციითა და ნეოლიბერალური პოლიტიკით. მიუმხრობლობის მოძრაობა ეკონომიკურ ჩამორჩენას, სიღარიბესა და სოციალურ უსამართლობას განიხილავს მშვიდობისა და უსაფრთხოების მზარდ საფრთხედ.[15]
ორგანიზაციული სტრუქტურა და წევრობა
მოძრაობის მთავარი პრინციპია რომელიმე გეოპოლიტიკურ ან სამხედრო ორგანიზაციასთან კოალიციაში გაერთიანებაზე უარის თქმა. კავშირს არ გააჩნია ძალიან მკაცრი ორგანიზაციული სტრუქტურა.[16] ორგანიზაციული წესდების საფუძვლები განისაზღვრა 1996 წლის კარტაგენას კონფერენციაზე,[17] რომლის მიხედვითაც მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების მეთაურების სამიტი არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. მოძრაობის თავმჯდომარეობა იცვლება ყველა სამიტზე, იმისდა მიხედვით თუ რომელი ქვეყანა და მთავრობაა ორგანიზატორი.
მიუმხრობლობის მოძრაობის წევრობის მოთხოვნები ემთხვევა გაეროს მთავარ შეხედულებებს. ამჟამინდელი მოთხოვნებია, რომ კანდიდატი ქვეყანა ეთანხმებოდეს 1955 წლის ბანდუნგის პრინციპებს:
ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებისა და პრინციპების პატივისცემა.
ყველა ერის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.
ეროვნული დამოუკიდებლობის აღიარება
ყველა რასისა და ყველა ქვეყნის თანასწორუფლებიანობის აღიარება
სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება
თითოეული ერის უფლების პატივისცემა ცალკეულ და კოლექტიურად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.
თავის შეკავება აგრესიისგან ან რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან
ყველა საერთაშორისო დავის მშვიდობიანი გზით მოგვარება, გაეროს წესდების შესაბამისად.
ერთმანეთის ინტერესების და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
სამართლიანობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემა.
პოლიტიკა და იდეოლოგია
მიუმხრობლობის მოძრაობის თავმჯდომარეები[18] იყვნენ ისეთი განსხვავებული ფიგურები როგორებიცაა, ანტი-კომუნისტი, მილიტარისტი ზუჰარტო[19] და სოციალ-დემოკრატი, აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი ნელსონ მანდელა. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა საკმაოდ ჭრელია იდეოლოგიურად, მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორი მსოფლიო მშვიდობა და უსაფრთხოებაა. 1983 წლის მარტში გამართულ სამიტზე, ის შეფასებულ იქნა, როგორც ისტორიაში ყველაზე დიდი სამშვიდობო მოძრაობა.[20] მოძრაობა ხაზს უსვამს განიარაღების აუცილებლობას. ბრიონში გამართულ მინისტერიალზე, 1956 წელს, იუგოსლავიის, ინდოეთისა და ეგვიპტის ლიდერებმა, დაადგინეს, რომ არსებობს კავშირი მშვიდობისთვის ბრძოლასა და განიარაღებისკენ სწრაფვას შორის.
1975 წელს ჩამოყალიბდა მიუმხრობლობის მოძრაობის ახალი ამბების სააგენტო, რომელიც 2005 წელს გადაკეთდა მიუმხრობლობის მოძრაობის ახალი ამბების კავშირად.
მიუმხრობლობის მოძრაობა მხარს უჭერს ისეთ თანამშრომლობის პოლიტიკას, რომელიც მრავალმხრივია და სარგებლის მომტანია ყველასთვის. მოძრაობის წევრთა უმეტესობა ამავდროს გაეროს წევრიცაა. ორივე ორგანიზაციას აქვს მშვიდობიანი თანამშრომლობის გამოხატული პოლიტიკა, მაგრამ მიუმხრობლობის მოძრაობის წარმატებები უგულვებელყოფილია გაეროს მიერ, რომელიც დასავლური დომინაციის ქვეშაა.[21] აფრიკული ქვეყნების წუხილი აპართეიდის საქმეზე ასევე გამოიხატა იქნა არაბული სამყაროს შეშფოთებაში პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, მრავალმხრივმა თანამშრომლობამ კი ამ რეგიონებში ზომიერი წარმატება მოიტანა. არსებობის მანძილზე მიუმხრობლობის მოძრაობას მნიშვნელოვანი როლი უთამაშია სხვადასხვა იდეოლოგიურ კონფლიქტებში.
ბოლოდროინდელი მდგომარეობა
აშშ-ის პოლიტიკის კრიტიკა
ბოლო წლებში ორგანიზაციამ გააკრიტიკა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის გარკვეული ასპექტები. მოძრაობის ნაწილმა დაგმო აშშ-ს ინტერვნეცია ერაყში, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამების საქმიანობაში ჩარევა. ზემოაღნიშნული აღქმულ იქნა, როგორც მცირე ერების სუვერენიტეტის მიმართ უხეში მოპყრობის მცდელობა.[22]
პუერტო-რიკოს თვითგამორკვევის უფლება
1961 წლიდან ორგანიზაცია მხარს უჭერდა გაეროშ პუერტო-რიკოს საქმეს თვითგამორკვევის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით. XV სამიტზე ამ თემასთან დაკავშირებით ჰოსტოსიანის ეროვნულმა დამოუკიდებელმა მოძრაობამ წარადგინა რეზოლუცია.[23]
დასავლეთ საჰარას თვითგამორკვევის უფლება
1973 წლიდან მოძრაობა მხარს უჭერდა დასავლეთ საჰარას თვითგამორკვევის უფლების საქმეს, რომელიც გაეროში იქნა წარდგენილი. მოძრაობამ ხელახლა დაადასტურა (2009 წელს შეხვედრაზე), რომ მხარს უჭერდა საჰრაის ხალხთა თვითგამორკვევას და მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის გამართვას. ასევე ხაზი გაუსვა გაეროს პასუხისმგებლობას საჰრავის ხალხთა პრობლემაზე.[24]
მდგრადი განვითარება
მოძრაობა აქტიურად საქმიანობს მდგრადი განვითარებისა და ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად, მაგრამ თვლის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ შექმნა განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები და დაარღვია თითოეული წევრი ქვეყნის სუვერენული განვითარების უფლება. ისეთი საკითხები, როგორიცაა გლობალიზაცია, საგარეო ვალები, უთანასწორო სავაჭრო პირობები, საგარეო დახმარების შემცირება და საერთაშორისო ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში დემოკრატიის არარსებობა, მიიჩნევა განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებად.[25]
გაეროს რეფორმები
მოძრაობა აკრიტიკებს გაეროს სტრუქტურას და ძალაუფლების დინამიკას და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ინსტიტუციებს ძლიერი სახელმწიფოები იყენებენ. მიუმხრობლობის მოძრაობამ წარმოადგინა რამდენიმე რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, წევრი ქვეყნების წარმომადგენლობა და უფლებამოსილება გაიზრდება. შემოთავაზებული რეფორმები ასევე მიზნად ისახავს გაეროს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობისა და დემოკრატიის გაუმჯობესებას. გაეროს უშიშროების საბჭო ის ელემენტია, რომელსაც მოძრაობა ყველაზე მეტად დამახინჯებულ, არადემოკრატიულ და რეფორმირების გადაუდებელი საჭიროების მქონედ მიიჩნევს.[26]
კულტურული მრავალფეროვნება და ადამიანის უფლებები
მოძრაობა ემხრობა ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის უნივერსალურობას, მაგრამ სასტიკად ეწინააღმდეგება კულტურულ ჰომოგენიზაციას. სუვერენიტეტის შესახებ თავისი შეხედულების შესაბამისად, მოძრაობას მიაჩნია, რომ კულტურული მრავალფეროვნება, რელიგიის თავისუფლება, სოციო-კულტურული და ისტორიული სპეციფიკა დაცული უნდა იქნეს, რაც განსაზღვრავს ადამიანის უფლებებს კონკრეტულ რეგიონებში.
სამიტები
მიუმხრომლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების მეთაურების კონფერენცია, ხშირად მოხსენიებული როგორც სამიტი, არის ორგანიზაციის მთავარი შეხვედრა რომელიც ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტარდება:[27]
ბანდუნგის პრინციპების გადახედვა თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებზე ადეკვატური და შეთანხმებული რეაგირების მიზნებისთის
ლიტერატურა
Jürgen Dinkel, The Non-Aligned Movement. Genesis, Organization and Politics (1927-1992), New Perspectives on the Cold War 5, Brill: Leiden/Boston 2019. ISBN978-90-04-33613-1.
↑Najam, Adil (2003). „Chapter 9: The Collective South in Multinational Environmental Politics“, Policymaking and prosperity: a multinational anthology. Lanham, MD: Lexington Books, გვ. 197–240 [233]. ISBN0-7391-0460-8. „Turkmenistan, Belarus and Dominican Republic are the most recent entrants. The application of Bosnia and Herzegovina and Costa Rica were rejected in 1995 and 1998.“
↑NAM Summits. Non-Aligned Movement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2019. ციტატა: „Nicolás Maduro Moros, President of the Bolivarian Republic of Venezuela, who was elected by acclamation as Chair of the Non-Aligned Movement (NAM)“ ციტირების თარიღი: 6 April 2019.
↑Staff (16 September 2006). [htps://www.cbc.ca/news/world/non-aligned-nations-slam-u-s-1.599827 "Non-Aligned Nations Slam U.S."] CBC News. Retrieved 23 August 2012.
Type of external fuel tank for aircraft A McDonnell Douglas F-15E Strike Eagle fitted with conformal fuel tanks under the wing roots Ground crew handling the CFT of an F-15E Conformal fuel tanks (CFTs) are additional fuel tanks fitted closely to the profile of an aircraft that extend the endurance of the aircraft. Advantages CFTs have a reduced aerodynamic penalty compared to external drop tanks, and do not significantly increase an aircraft's radar cross-section. Another advantage CFTs provi...
Pertandingan Grup H Piala Dunia FIFA 2018 berlangsung pada tanggal 19 hingga 28 Juni 2018.[1] Grup ini terdiri dari Polandia, Senegal, Kolombia, dan Jepang. Dua tim peringkat teratas lolos ke babak 16 besar.[2] Tim peserta Posisi undian Tim Pot Konfederasi Metodekualifikasi Tanggallolos Penampilan diputaran final Penampilanterakhir Penampilanterbaik Peringkat FIFA Oktober 2017[cat. 1] Juni 2018 H1 Polandia 1 UEFA Juara Grup E Zona Eropa 8 Oktober 2017 Ke-8 2006 (...
Metro Private LimitedNama asli美羅JenisAnak perusahaanIndustriRitelDidirikan1953 di Surabaya, Indonesia1991, dibuka kembali di Jakarta, IndonesiaPendiriOng Tjoe KimKantorpusatJakarta, IndonesiaWilayah operasiSingapuraIndonesiaTokohkunciWinston Choo Wee Leong (Ketua)Jopie Ong Hie Koan (Direktur)PemilikMetro Holdings LimitedSitus webwww.metro.com.sg Metro Department Store adalah jaringan toserba yang menjual kosmetik, pakaian dan aksesori mode yang berbasis Singapura dan Indonesia. Didirikan ...
Хагенский заочный университетFernuniversität in Hagen Год основания 1974 Ректор Гельмут Хойер Студенты 77 732 [1] Расположение Хаген, Северный Рейн — Вестфалия, Германия Сайт fernuni-hagen.de Медиафайлы на Викискладе Ха́генский заочный университет (нем. Fernuniversität in Hagen) — единстве...
Обґрунтування добропорядного використання не вказано назву статті [?] Опис Крабат (фільм, 2008) Постер фільму Крабат (фільм, 2008) Джерело http://en.wikipedia.org/wiki/File:Krabat-marco-kreuzpaintner.jpg Автор 20th Century Fox Мета використання Замінність Обсяг використаного матеріалу Низька роздільність? ...
Cristian Álvarez Informasi pribadiNama lengkap Cristian Darío ÁlvarezTanggal lahir 13 November 1985 (umur 38)Tempat lahir General Lagos, ArgentinaTinggi 1,86 m (6 ft 1 in)Posisi bermain Penjaga gawangInformasi klubKlub saat ini Rayo Vallecano (pinjaman dari San Lorenzo)Nomor 13Karier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2006–2008 Rosario Central 62 (0)2008–2013 Espanyol 56 (0)2013– San Lorenzo 10 (0)2014– → Rayo Vallecano (pinjaman) 15 (0) * Penampilan dan gol di klub...
2022 Pro Wrestling Noah event Noah The New Year 2022Promotional poster featuring Kaito Kiyomiya, Go Shiozaki, Katsuhiko Nakajima, Kenoh and HayataPromotionCyberFightBrand(s)Pro Wrestling NoahDateJanuary 1, 2022CityTokyo, JapanVenueNippon BudokanAttendance3,181[1]Pay-per-view chronology ← PreviousThe Best 2021 Next →Bumper Crop 2022 in Sendai Noah The New Year chronology ← Previous2021 Next →2023 Noah The New Year 2022 was a professional wrestling event prom...
Halaman ini berisi artikel tentang olahraga. Untuk alat, lihat Papan luncur. Seluncur papan di Museum Fatahillah, Jakarta. Luncur papan adalah tindakan menaiki dan melakukan gerakan dengan menggunakan papan luncur. Orang yang menaiki papan seluncur disebut sebagai pemain papan seluncur, skateboarder atau skater. Luncur papan dapat menjadi kegiatan main-main, seni, pekerjaan atau sebagai sarana angkut.[1] Lihat pula Seluncur salju Seluncur es Referensi ^ Ocean Howell, Topic Magazine. E...
هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (نوفمبر 2019) نيهونغو ZEN-NOH تاريخ التأسيس 1972 الدولة اليابان الصناعة زراعة موقع ويب الموقع الرسمي تعديل مصدري - تعديل نيهونغو (全国農業協同組合連合会، ...
Robert SerberSerber pada Februari 1948Lahir(1909-03-14)14 Maret 1909Philadelphia, ASMeninggal1 Juni 1997(1997-06-01) (umur 88)Kota New York, ASAlmamaterUniversitas LehighUniversitas Wisconsin–MadisonSuami/istriCharlotte Leof (m. 1933; meninggal 1967) Fiona St. Clair (m. 1979)Karier ilmiahBidangFisika nuklirInstitusiUniversitas ColumbiaPembimbing doktoralJohn Hasbrouck Van VleckMahasiswa doktoralKeith Bru...
ProfesorSylvia TamaleLahirSylvia Tamale1967 (umur 55–56)UgandaKebangsaanUgandaAlmamaterUniversitas Makerere (Bachelor of Laws)Law Development Centre (Diploma in Legal Practice)Universitas Harvard(Master of Laws)Universitas Minnesota (Doctor of Philosophy in Sociology)PekerjaanPengacara, akademisi, dan aktivisTahun aktif1987 - sekarangKota asalKampala Sylvia Rosila Tamale adalah seorang akademisi dan aktivis hak asasi manusia asal Uganda. Ia merupakan dekan perempuan perta...
Diagram showing the thermodynamic states of a material ThermodynamicsThe classical Carnot heat engine Branches Classical Statistical Chemical Quantum thermodynamics Equilibrium / Non-equilibrium Laws Zeroth First Second Third Systems Closed system Open system Isolated system State Equation of state Ideal gas Real gas State of matter Phase (matter) Equilibrium Control volume Instruments Processes Isobaric Isochoric Isothermal Adiabatic Isentropic Isenthalpic Quasistatic Polytropic Fre...
Anime TV series and net animation The Dragon DentistThe title card for the original short anime.龍の歯医者(Ryū no Haisha)Created byŌtarō Maijō Original net animationDirected byŌtarō MaijōProduced byTomoyuki OgataWritten byŌtarō MaijōMusic byYoshitaka KoyamaStudioKharaLicensed byUK: Anime LimitedReleasedOctober 2014 (TIFF)7 November 2014 (online)26 August 2016 (re-release)Runtime9 minutes Anime television seriesDirected byKazuya TsurumakiProduc...
1994 Italian-language novel by Eco The Island of the Day Before First edition (Italian)AuthorUmberto EcoOriginal titleL’isola del giorno primaTranslatorWilliam WeaverCountryItalyLanguageItalianPublisherBompiani (orig.)Secker & Warburg (UK)Harcourt (US)Publication date1994Published in English1995Media typePrint (Hardback & Paperback)Pages513ISBN0-436-20270-0 (UK)0151001510 (US)OCLC33328715 The Island of the Day Before (Italian: L'isola del giorno prima) is a 1994 histo...
Wagakki Band discographyStudio albums6Live albums1Compilation albums2Video albums8[fn 1]EPs2Singles17[fn 2] The discography of the Japanese band Wagakki Band consists of six studio albums, two compilation albums, and seventeen singles released since 2014. Albums Studio albums List of studio albums, with selected details, chart positions and certifications Title Album details Peak positions RIAJcertification[1] JPN[2] TWN Vocalo Zanmai Released: April 23, 2014 L...
Historic farm in Albemarle County, Virginia Tufton Farm, located in Albemarle County, Virginia, borders the Monticello plantation. The farm was passed down from Peter Jefferson to his son Thomas Jefferson, whose grandson Thomas Jefferson Randolph inherited the property. Thomas Jefferson experimented with plants and sustainable farming. It is now the site of the Thomas Jefferson Center for Historic Plants. History Note signed William P. Newby, Tufton, to Thomas Jefferson, Monticello, January 1...
1972 novel by Gabrielle Wittkop The Necrophiliac First edition coverAuthorGabrielle WittkopOriginal titleLe NécrophileTranslatorDon BapstCountryFranceLanguageFrenchGenreErotic fictiontransgressive fictionPublisherRégine DeforgesPublication date1972Published in English2011Media typePrintPages167OCLC463479889Dewey Decimal843/.914LC ClassPQ2683.I82 N4 The Necrophiliac (French: Le Nécrophile) is the debut novel by French writer, Gabrielle Wittkop (1920–2002), written in 1...
Calendar year Millennium: 2nd millennium Centuries: 18th century 19th century 20th century Decades: 1810s 1820s 1830s 1840s 1850s Years: 1832 1833 1834 1835 1836 1837 1838 1835 by topic Humanities Archaeology Architecture Art Literature Poetry Music By country Australia Belgium Brazil Canada Denmark France Germany Mexico New Zealand Norway Portugal South Africa Spain Sweden United Kingdom United States Other topics Rail transport Science Sports Lists of leaders Sovereign s...
RAF attack on the Dortmund-Ems Canal during World War II This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Operation Garlic – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2019) (Learn how and when to remove this template message) Operation GarlicPart of Second World WarThe Dortmund-Ems Canal in 2014Date14-...