1937 წელს ბოენრის მამა დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ და გასამართლებული სტალინისდიდი წმენდის ფარგლებში; დედამისი დაკავებულ იქნა რამდენიმე დღის შემდეგ და 8 წლის განმავლობაში მსახურობდა ყაზახეთში, ყარაღანდის ახლოს მდებარე გულაგში, რასაც შემდეგი 9 წლის განმავლობაში მოჰყვა მისი შიდასახელმწიფოებრივი დევნა. ბონერის 41 წლის ბიძა დედის მხრიდან, მატვეი ბონერი, ასევე გასამართლებულ იქნა წმენდისას და მისი ცოლი იძულებით გადაასახლეს. ოთხივე მათგანის რეაბილიტაცია მოხდა სტალინის სიკვდილის შემდეგ 1953 წელს. მეორე მსოფლიო ომში ექთნად მსახურობისას ბონერი ორჯერ დაჭრეს და 1946 წელს ღისრეულად იქნა დათხოვილი, როგორც ვეტერანი. ომის შემდეგ მან მოიპოვა ხარისხი პედიატრიაში ლენინგრადის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში, ახლა სანქტ-პეტერბურგის პავლოვის სახელობის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
ქორწინება და შვილები
სამედიცინო სკოლაში ელენა შეხვდა პირველ ქმარს, ივან სემიონოვს. მათ ეყოლათ ქალიშვილი — ტატიანა, 1950 წელს და ვაჟი — ალექსეი, 1956 წელს. ორივე შვილი მიგრაციაში წავიდა აშშ-ში 1977-სა და 1978 წლებში, შესაბამისად.
ბონერი და სემიონოვი დაშორდნენ 1965 წელს და მაშინვე განქორწინდნენ. 1970 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა დამცველთა, რევოლტ (ივანეს ძე) პრიმენოვისა და ბორის ვაილის სასამართლოს დასწრებისასა კალუგაში ბონერი შეხვდა ანდრეი ალიხანოვს, ატომურ ფიზიკოსს და ადამიანის უფლებათა აქტივისტს. ისინი დაქორწინდნენ 1972 წელს[3]. მათ შეხვედრამდე ერთი წლით ადრე, 1969 წელს სახაროვი დაქვრივდა მისი ცოლის, კლავდია ალექსის ასული ვიხირევას გარდაცვალების გამო, რომელთანაც მას ჰყავდა ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი[10].
აქტივიზმი
1940-იანი წლების დასაწყისში ბონერი ეხმარეობდა პოლიტიკურ სასჯელმისჯილებსა და მათ ოჯახებს. ამასთანავე, ბონერი იყო საბჭოთა კომუნისტური პარტიის წევრი 1964 წლიდან, როდესაც ის მუშაობდა როგორც ფიზიკოსი[3][11] და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ის აქტიური საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების მოძრაობაში. მისი შეხედულებები დისიდენტობასთან დაკავშირებით გამყარდა 1968 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ტანკები შევიდნენ ჩეხოსლოვაკიაში იმისათვის, რომ დაემარცხებინათ პრაღის გაზაფხულის მოძრაობა. ამან გააძლიერა მისი შეხედულება, რომ სისტემა ვერ რეფორმირდებოდა ამასთან ერთად[11].
კალუგას სასამართლოს დროს 1970 წელს, ბოენრი და სახაროვი შეხვდნენ ნათან შარანსკის და დაიწყეს ერთად მუშაობა, რათა დაემარცხებინათ ებრაელთა სასიკვდილო განაჩენი იმისთვის რომ მათ სცადეს სსრკ-დან გაქცევა თვითმფრინავის გატაცების გზით[4]. სახაროვის ზეწოლის გამო საბჭოთა რეჟიმმა ელენა ბონერს მისცა უფლება დასავლეთში მოგზაურობისა 1975, 1977 და 1979 წლებში ომში დაზიანებული თვალის სამკურნალოდ. როდესაც სახაროვი დააჯლოდოეს ნობელის მშვიდობის პრემიით, მას არ დართო ნება საბჭოთა ხელისუფლებამ დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ ბონერი ამ დროს იმყოფებოდა იტალიაში სამკურნალოდ და სწორედ მან წარადგინა ანდრეი ცერემონიაზე ოსლოში[3].
ბონერი გახდა დამცუძნებელი წევრი მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფისა 1976 წელს. 1980 წლის იანვარში, როდესაც სახაროვი გადასახლებულ იქნა გორკიში, უცხოელებისთვის დაკეტილ ქალაქში. დევნისა და საჯარო განხილვისას ბონერი იყო მისი სამაშველო ტროსი, რომელიც გორკისა და მოსკოვს შორის იყო გაჭიმული, რათა გამოექვეყნებინა მისი ნაწერები. ელენას დაკავება 1984 წლის აპრილში „ანტი-საბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის გამო“ და მისი დასჯა 5 წლიანი გორკიში გამოკეტვით იყო გამანადგურებელი ორივეს ცხოვრებისთვის. სახაროვის რამდენიმე დიდმა და მტკივნეულმა შიმშილობამ აიძულა საბჭოთა ახალი ლიდერი - მიხეილ გორბაჩოვი, რომ ბონერს ემოგზაურა აშშ-ში 1985 წელს გულის კორონალური შულტირებისთვის. ასევე 1981 წელს ბონერისა და სახაროვის საშიშმა, მაგრამ ძალიან წარმატებულმა შიმშილობამ აიძულა საბჭოთა ხელისუფლება ნება დაერთოთ მათი რძლისთვის - ელიზავეტა კონსტანეს ასული („ლიზა“) ალეხეივასათვის დაეტოვებინა ქვეყანა აშშ-სთვის, რათა დაბრუნებოდა მის ქმარს[3].
1986 წლის დეკემბერში გორბაჩოვმა დართო ნება სახაროვსა და ბონერს დაბრუნებულიყვნენ მოსკოვში. 1989 წლის 14 დეკემბერს სახაროვის გარდაცვალების შემდეგ ელენამ დააარსა ანდრეი სახაროვის ფონდი და სახაროვის არქივები მოსკოვში. 1993 წელს მან სახაროვის ნაშრომები გადასცა ბრანდეის უნივერსიტეტს აშშ-ში. 2004 წელს ეს დოკუმენტები კი გადაეცა ჰარვარდის უნივერსიტეტს. ბონერი რჩებოდა ღია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ რუსეთსა და მსოფლიოში. ის შეუერთდა რუსეთის პარლამენტის დამცველებს აგვისტოს პუტჩის განმავლობაში და მხარს უჭერდა ბორის ელცინს კონსტიტუციური კრიზისის დროს 1993 წლის დასაწყისში[12].
2006 წლიდან ბონერი საკუთარ დროს ჰყოფდა მოსკოვსა და აშშ-ს შორის, სადაც იყვნენ მისი ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი, ორი შვილთაშვილი[3]. ის გარდაიცვალა 2011 წლის 18 ივნისს გულის უკმარისობით ბოსტონში, მასაჩუსეტსში, 88 წლის ასაკში მისი შვილის თანახმად[2][3]. ის იყო ჰოსპიტალიზირებული 21 თებერვლიდან[3].
შრომები და ჯილდოები
ბონერი იყო ავტორი წიგნებისა: მარტო ერთად (1987) და დედები და ქალიშვილები (1992). ის წერდა რუსეთსა და ადამიანის უფლებებზე. ის იყო რესიპიენტი ბევრი საერთაშორისო ჯილდოსი ადამიანის უფლებების განხრით.
2005 წელს ბონერი მონაწილეობდა „მათ აირჩიეს თავისუფლება“, ოთხნაწილიანი სატელევიზიო დოკუმენტურიგადაცემა საბჭოთა დისიდენტების მოძრაობის ისტორიის შესახებ. ბონერი იყო წევრი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ადამიანის უფლებათა განვითარება“
Sajarov, Andrei; Bonner, Elena (1989). „Al simposio de Madrid sobre las relaciones comerciales y económicas Este-Oeste“ [Madrid symposium on East-West trade relations and economics]. Política Exterior (Spanish). 3 (12): 45–47. JSTOR20642878.
Bonner, Elena; Goldin, Alexander (Summer 1994). „Indian summer of communism: observations of an amateur“. World Policy Journal. 11 (2): 19–25. JSTOR40468607.
(1982) „Bonner, Elena Georgievna“, Biographical dictionary of dissidents in the Soviet Union: 1956–1975. The Hague: Martinus Nijhoff Publishers, გვ. 62. ISBN9024725380.
↑ 4.04.1Beckerman, Gal (22 June 2011). დაარქივებული 25 June 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები . The Jewish Daily Forward (issue of 1 July 2011). Archived from the original on 24 June 2011. Retrieved 24 June 2011. [...] Bonner suggested that, in addition to Sakharov’s assessment of the Soviet Union and the state of the dissident movement, they provide the new president with a list of political prisoners. By memory, she then wrote out the names of the 16 most difficult cases.