ანტისემიტიზმი — ებრაული ერის ან რელიგიის მიმართ მტრული, უარყოფითი ან არასანდომიანი დამოკიდებულება.
ისტორიულად, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა პერიოდში ებრაელები ხშირად იყვნენ მასიური დევნის და შევიწროების საგანი. გერმანიაშინაცისტური რეჟიმის (1933-1945) მკვეთრად გამოხატულ ანტისემიტურ პოლიტიკას შეეწირა ევროპაში მცხოვრები 9 600 000 ებრაელიდან დაახლოებით 6 000 000 ებრაელის სიცოცხლე.