დამოუკიდებლობის დარბაზი (ინგლ. Independence Hall) — შენობა აშშ-ის ქალაქ ფილადელფიის დამოუკიდებლობის ეროვნულ ისტორიულ პარკში. ეს ადგილი უპირველესად იმითაა ცნობილი, რომ აქ იქნა განხილული და მიღებული როგორც აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ისე კონსტიტუცია.
შენობა 1753 წელს აშენდა და განკუთვნილი იყო პენსილვანიის პროვინციის საკანონმდებლო ორგანოსათვის. შემდეგში, 1775—1783 წლებში აქ მიმდინარეობდა მეორე კონტინენტური კონგრესი, 1787 წელს კი კონსტიტუციური ყრილობა. ნაგებობა განეკუთვნება დამოუკიდებლობის ეროვნულ ისტორიულ პარკს და 1979 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[1]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო