გრიგოლ ლორთქიფანიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრიგოლ ლორთქიფანიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლორთქიფანიძე.
გრიგოლ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1881(1881-09-30)
დაბადების ადგილი ისრითი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 სექტემბერი, 1937(1937-09-02) (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
განათლება ოდესის უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი დარეჯანი, თეიმურაზი, ნოდარი

გრიგოლ ლორთქიფანიძე (დ. 30 სექტემბერი, 1881, ისრითი — გ. 2 სექტემბერი, 1937) — პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. 1918–1921 წლებში, სხვადასხვა დროს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში ეკავა სამხედრო და განათლების მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს მოლაპარაკებას აწარმოებდა რევკომთან. 20-იან წლებში რუსეთში გადაასახლეს. გრიგოლ ლორთქიფანიძე 1937 ჩეკას ჯურღმულებში გარდაიცვალა.

გრიგოლ ლორთქიფანიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1881 წელს იმერეთში, ქუთაისის მაზრის სოფელ ისრითში. მამა, სპირიდონი და დედა, მართა თადეოზის ასული პაპავა აზნაურები იყვნენ. გრიგოლი ოჯახში მეექვსე შვილი იყო. ოთხწლიანი სკოლა დაამთავრა სოფელ ამაღლებაში. სწავლა გააგრძელა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. გიმნაზიიდან რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო გარიცხეს, მაგრამ იოსებ ოცხელმა აღადგინა.

1902 წელს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, გრიგოლმა სწავლის გასაგრძელებლად აირჩია ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, სადაც ტრადიციულად ქართველი ახალგაზდრობის დიდი ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. ამ დროისათვის ოდესა რუსეთის სამხრეთის რევოლუციური მოძრაობის ცენტრს წარმოადგენდა. სტუდენტთა მოძრაობაში ნოვოროსიისკის უნივერსიტეტსაც თვალსაჩინო ადგილი ეკავა. გრიგოლი ამ მოძრაობის შუაგულში აღმოჩნდა. მან მჭიდრო კონტაქტები დაამყარა ოდესის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციასთან და მესვეურობდა სტუდენტთა სამზადისს რევოლუციური გამოსვლებისათვის, ორგანიზატორი იყო პოლიტიკური გაფიცვებისა. პარტიის გაყოფის შემდეგ, ქართველთა უმრავლესობის მსგავსად, მიემხრო მენშევიკებს. 1904 წელს სხვა მეამბოხე სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტიდან გარიცხეს და ციხეში ჩასვეს.

რევოლუცია

ლორთქიფანიძემ 3 წელი გაატარა პატიმრობასა და გადასახლებაში. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტიც კი არ შეხებია მას. მხოლოდ შემდეგ, როცა რევოლუციური ვნებები დაცხრა და ცარიზმი გამარჯვებას ზეიმობდა, სასჯელმოხდილი ლორთქიფანიძე გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ამიერიდან ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აღარ ჩაებმებოდა. 1907 წელს კვლავ დაბრუნდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში, მაგრამ ამჯერად სპეციალობა შეიცვალა — აირჩა ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი ფილოსოფიის განხრით. ჟანდარმერია-პოლიციისათვის მიცემული დაპირება არ შეასრულა, ისევ ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. საფუძვლიანად სწავლობდა მარქსიზმს. ამ წლებში ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიის მენშევიკურ და ბოლშევიკურ მიმდინარეობათა დისკუსიებში, გამოდიოდა საჯარო ლექციებით გამათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიისა და თეორიის საკითხებზე, თანამშრომობდა პრესაში. ამ დროს მისი რედაქტორობით გამოიცა გაზეთი „ეკალი“, რომელიც რადიკალური მიმართულების გამო მალე აკრძალეს, შემდეგ ქუთაისში გაზეთ „სოციალ-დემოკრატიულ ფურცელს რედაქტორობდა.

გრიგოლ ლორთქიფანიძეს ამ დროს პროფესიონალი რევოლუციონერის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი და იგი პოლიციის გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ოდესის გუბერნიის პოლიციის უფროსის მოხსენებაში იმპერატორისადმი აღნიშნულია, რომ გრიგოლ ლორთქიფანიძე ყველაზე საშიში რევოლუციონერია ოდესის გუბერნიაში.

რევოლუციის აღმავლობა, რაც იმპერიაში 1911-1912 წლებში დაიწყო ახალ პერსპექტივებს უშლიდა გრიგოლსაც. 1911 წელს ერთ-ერთი რევოლუციური მარქსისტული ჯგუფის დარბევისას, ჟანდარმებმა იგი დააპატიმრეს. 1911-1912 წლები მეტეხის ციხეში გაატარა. გასამართლების შემდეგ სასჯელად ერგო გადასახლება რუსეთის ჩრდილოეთში. 1916 წელს მისცეს ვორონეჟის გუბერნიაში დასახლების უფლება. აქ იგი პედაგოგობას ეწეოდა და დაოჯახდა კიდეც. მეუღლე, დაბა ურუს კომერციული სასწავლებლის პედაგოგი ლუბოვ ტიმოთეს ასული ავრამენკო.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს გრიგოლი ისევ რუსეთშია და პედაგოგიურ საქმიანობას უთავსებს საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იგი, ისევე როგორც ზოგადად ქართული სოციალ-დემოკრატია, მტრულად შეხვდა 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკურ გადატრიალებას და მიიჩნია ჭეშმარიტი მარქსიზმის უხეშ დამახინჯებად. გრიგოლი სწორედ ამ პერიოდში რედაქტორობდა ბელგოროდის ოლქის ერობის სახალხო გაზეთს, რომელშიც ათავსებდა სტატიებს სხვადასხვა ფსევდონიმით. გრიგოლს სწამდა, რომ რუსეთის დემოკრატიის ინტერესებს დაიცავდა რუსეთის დამფუძნებელი კრება, რომლის დათხოვნა ბოლშევიკების მიერ მიიჩნია ბოლშევიკური დიქტატურის უხეშ გამოვლინებად. ამ გაზეთის 34-ე ნომერი პვლადიმერ ზავადიეს ფსევდონიმით დაბეჭდილია მისი სტატია „ცდები რუსეთზე", სადაც დაგმობილია ის მტკივნეული ექსპერიმენტები, რომელთაც რუსი ხალხის მიმართ ახორციელებდნენ ბოლშევიკები. ეს გაზეთი ბოლშევიკებმა მალე დახურეს. რეპრესიების მოლოდინში გრიგოლ ლორთქიფანიძე ბოლშევიკურ რუსეთს მალე გაეცალა და 1918 წლის დამდეგს ოჯახითურთ დაბრუნდა საქართველოში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ლორთქიფანიძე ამ დროს ხშირად მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ლექციებით გამოდიოდა მიმდინარე მომენტისა და პერსპექტივების შესახებ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას იგი მიიჩნევს კოლონიური უღლისაგან თავდახსნისათვის ქართველი ხალხის ასწლოვანი ბრძოლის დაგვირგვინებად, ამხელს რუსული ბოლშევიზმის ავანტიურიზმს, მისი იდეების შეუთავსებლობას ხალხთა ინტერესებთან. დავით კლდიაშვილი, რომელიც თელავში, კოტე მაყაშვილთან და დუტუ მეგრელთან ერთად დასწრებია გრიგოლის ლექციას, იგონებს:[1]

ვიკიციტატა
„კლუბის მოზრდილი დარბაზი ხალხით გაიტენა საღამოს. არ წაგვიგია ჩვენი დარჩენით, რადგან ლექცია მეტად საინტერესო იყო, შნოიანად გადმოცემული სრულიად. არ წააგავდა იმ მრავალ ლექციებს, რომლების მოსმენა ხშირად გვიხდება ხოლმე. ამ ლექტორის (გრიგოლ ლორთქიფანიძეს) მიმოსვლა რაც შეიძლება მეტს ადგილებში, ჩემი აზრით, უაღრეს საჭიროებას წარმოადგენს, რადგან სურათებით ნათლადაა გამოხატული, თუ რა არის დღეს რუსეთი და რამდენად უნიადაგოა ის წარმოდგენა, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად გაისმის განსაკუთრებით სოფლად, ვითომც თუ რუსეთი მოვიდა, ჩვენი მდგომარეობა გამოკეთდებაო. ამ ილუზიას მშვენიერად, სადად, სურათებით შლის, აქარწყლებს ლექტორის გადმონაცემი და ამიტომ, ვიმეორებ, საჭიროა მისი გავრცელება რაც შეიძლება მეტ მიყრუებულ ადგილებში. ჟრუანტელში დაგივლით ნახატი სურათების აღწერის შემდეგ და უნებლივათ წამოიძახებთ: არა, არა... რუსეთი, მშვიდობით, მას არ შეუძლია არავითარი წესიერება სადმე დაამყაროს, ისევ ჩვენი მეცადინეობით უნდა ვუშველოთ თავს“

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში გრიგოლს იმთავითვე საპასუხისმგებლო თანამდებობა ეჭირა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა დამოუკიდებელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, აქტიურად მონაწილეობდა სახალხო გვარდიის ორგანიზაციასა და განმტკიცებაში, საჯარისო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაში. ამ მხრივ მისი მოღვაწეობა იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ 1920 წელს საქართველოს სამხერდო მინისტრად დანიშნეს. დამფუძნებელმა კრებამ მას, ამასთან ერთად, დააკისრა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეობა. სხვადასხვა დროს, საქართველოს სამხედრო და განათლების მინისტრის თანამდებობები ეკავა.

გრიგოლ ლორთქიფანიძე საქართველოს დე-იურე აღიარების ზეიმზე 1921 წლის 6 თებერვალს

1921 წლის მარტის შუაში, მას შემდეგ რაც, წითელი არმიამ საქართველო დაიკავა და მენშევიკური მთავრობა ბათუმიდან საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდა, გრიგოლ ლორთქიფანიძე ბოლშევიკებთან მოსალაპარაკებლად თბილისში დარჩა, გენერალ შალვა მაღლაკელიძესთან და სამხედრო მინისტრ პარმენ ჭიჭინაძესთან ერთად. რევკომი ჟორდანიასგან კაპიტულციას მოითხოვდა, დამფუძნებელი კრება უარს აცხადებდა. მოლაპარაკებებში ლორთქიფანიძემ ძირითადი აქცენტი გააკეთა მიმდინარე ოსმალეთის მცოცავ ანექსიაზე, რომელიც თანდათან ზემოთ მოიწევდა და ბათუმის ოლქს იპყრობდა.

1921 წლის 18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან გრიგოლ ლორთქიფანიძემ და რევკომის წარმომადგენელმა მამია ორახელაშვილმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმად ერთადერთ კანონიერ მთავრობად კვლავ, ვიდრე მას ქართველი ხალხი არ გადააყენებდა, რჩებოდა დემოკრატიული მთავრობა. საქართველომ არ ცნო ბოლშევიკური მთავრობა და არ მიიღო კაპიტულაცია.

საბჭოთა წყობა

ლორთქიფანიძე მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყვა, ბათუმში დარჩა და გენერალ მაზნიაშვილთან ერთად ბათუმი და აჭარა სამშობლოს შეუნარჩუნა, ხოლო შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად საკუთარ სოფელ ისრითს მიაშურა და გლეხურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. მალევე გრიგოლ ლორთქიფანიძე ადგილობრივმა რევკომმა საეჭვო პიროვნებად მიიჩნია და დააპატიმრა. ქუთაისიდან მეტეხის ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ სუზდალის საპატიმროში. სუზდალში პატიმრობისას მან დაწერა ესსე „ფიქრები საქართველოზე", რომელიც მეტად მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შესახებ. 1925 წელს გრიგოლ ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ საქართველოში ცხოვრება აკრძალული ჰქონდა, ამიტომ კურსკში დასახლდა და პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი.

1928 წელს ინდუსტრიალიზაციის წარმატებებით აღფრთოვანებულმა საქართველოს პარტიის ცეკამ, კონკრეტულად გრიგოლის რევოლუციამდელმა მეგობრებმა, მიხა კახიანმა და ლევან ღოღობერიძემ, ჩამოიყვანეს გრიგოლ ლორთქიფანიძე, იმ დაპირებით, რომ თუ გაიზიარებდა ბოლშევიკების პოლიტიკურ კურსს და ექნებოდა სურვილი, გაუკეთებდნენ რეაბილიტირებას და მოაწყობდნენ უნივერსიტეტში ლექტორად. გრიგოლს მოატარეს თითქმის მთელი საქართველო და სთხოვეს, გამოეთქვა თავისი შეხედულებანი სოციალიზმის მშენებლობის თაობაზე. გრიგოლ ლორთქიფანიძემ პირუთვნელად კარგიც აღნიშნა და მიუღებელზეც მიუთითა ცეკას. განსაკუთრებით მოითხოვა ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმება, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გზა. ბოლშევიკებმა და ყოფილმა მენშევიკმა საერთო ენა ვერ გამონახეს და გრიგოლი კვლავ დააბრუნეს გადასახლებაში.

1929 წელს, გრიგოლ ლორთქიფანიძემ კურსკიდან მისწერა წერილი იოსებ სტალინს ორმოცდაათი წლის იუბილეზე:

ვიკიციტატა
„დღეს თქვენ ტრიუმფატორი ხართ. რომის ტრიუმფებში მონაწილეობდა საგანგებო მონა,რომელიც დიდ გამარჯვებულს შეახსენებდა მის ცალკეულ შეცდომებსა და ბედის ცვალებადობას. შუა საუკუნეების რუს მეფეებს კრიტიკოსებად სალოსები ჰყავდათ.

არ ვდგავარ რა ტრიუმფატორის უავგუსტესი ეტლის ძარის უკან სატერფულზე და არც კარის სალოსი გახლავართ, მაგრამ მაინც მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ შევიტანო ერთგვარი დისონანსი (სულერთია, მას მაინც არავინ გაიგონებს) იმ ხოტბა-დიდების ქოროში,რომელიც გარს გახვევიათ თქვენი ნახევარი საუკუნის დღეს. რაც შეეხება ჯანმრთელობას,დღეგრძელობას და ასე შემდეგ, ბევრი ჩვენგანი მათ გულწრფელად გისურვებთ, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენს იუბილეს დაემთხვა ორი უმნიშვნელოვანესი, აღმაშფოთებელი წინააღმდეგობრიობა და თქვენ მიერვე შექმნილი ისტორიული ფაქტი ეროვნული პოლიტიკის სფეროდან: ტაჯიკებისათვის მოკავშირე რესპუბლიკის უფლებების მიცემა და იმავდროულად,საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ავტონომიის ნიშანთა საბოლოო ლიკვიდაცია და მათი გადაქცევა რუსულ საბჭოთა საადგილმამულოდ, კრინიცკის მეთაურობით.

საუკეთესო საიუბილეო მისალმებებთან ერთად ვისურვებდი,რომ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები საბოლოოდ არ დაგატყვევოთ რუსული კრემლის ისტორიულმა აჩრდილებმა და რომ მოსკოვის დიდმპყრობელობამ მეტად ვერ შეძლოს ინტერნაციონალიზმის დიადი იდეის მეწამულ ტოგაში გახვევა.“

ამ წერილის შემდეგ ლორთქიფანიძე ექვსი თვით ჩასვეს ციხეში შემდეგ კი, უკვე საცხოვრებლად ქცეულ კურსკიდან სამი წლით გადაასახლეს ვორონეჟში.

1935 წელს სსრკ საბჭოების მეექვსე ყრილობაზე გადაწყდა „გამარჯვებული სოციალიზმის” კონსტიტუციის შემუშავება. იმავე წლის 24 მარტს გრიგოლ ლორთქიფანიძე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, სტალინს და წევრებს: მოლოტოვს, ლიტვინოვსა და რადეკს უგზავნის 36 გვერდის მოცულობის წერილს კონსტიტუციაში ეროვნულ საკითხებზე თავისი მოსაზრებებით. გრიგოლთან ერთად წერილს ხელს აწერენ იმხანად ვორონეჟში გადასახლებული ალექსანდრე დგებუაძე და კონსტანტინე კანდელაკი. კომისიამ გრიგოლის მოსაზრებები არ გაითვალისწინა.

1936 წლის 21 დეკემბერს გრიგოლ ლორთქიფანიძეს მიესაჯა დამატებით 5 წელი გამასწორებელ ბანაკებში და გაიგზავნა ციმბირის უმძიმეს ბანაკში, კემეროვოს ოლქის გორნაია შორიას რკინიგზის მშენებლობაზე. 1937 წელს ქობულოვმა მოახსენა საქართველოს სსრ ცკ პირველ მდივან ლავრენტი ბერიას, რომ ემიგრაციაში ნოე ჟორდანიას უთქვამს გრიგოლ ლორთქიფანიძეზე, საქართველოში ყველაზე საიმედო ძალად მიმაჩნიაო. შემდეგ ბერიას მიერ შეთითხნილი ბრალდებით იგი საქართველოში ჩამოიყვანეს და ჩეკას საპყრობილეში გამოკეტეს, სადაც 1937 წლის 2 სექტემბერს, საკუთარ 56-ე დაბადების დღეზე, ბერიასა და ქობულოვთან დაკითხვის დროს გარდაიცვალა.

ხსოვნა

1998 წლის 22 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოება. გრიგოლ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩებია თბილისსა და ბათუმში. თბილისში, პავლე ინგოროყვას N22-ში, სადაც ცხოვრობდა ლორთქიფანიძე, განთავსებულია შესაბამისი საინფორმაციო დაფა.

ლიტერატურა

  • აკა მორჩილაძე, გრიგოლ ლორთქიფანიძე 1881-1937 / რედ: ვაჭარაძე ა., ჭანტურიძე ს., თბილისი: IDFI, 2021, ISBN 978-9941-8-3251-5 Invalid ISBN.
  • ლორთქიფანიძე გ.;, ფიქრები საქართველოზე / რედ: სურგულაძე პ., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გმომცემლობა, 1995, ISBN 5-511-00536-3.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. დავით კლდიაშვილი. ოთხი დღე კახეთში, ვ. სიდამონიძის პუბლიკაცია, „განთიადი“, № 4, 1987, გვ. 184

Read other articles:

שמורת האירוסיםפרח אירוס הארגמן מידע כללי סוג שמורת טבע כניסה בתשלום חינם מיקום מדינה ישראל ישראל מיקום דרום נתניה קואורדינטות 32°17′16″N 34°50′33″E / 32.28773°N 34.84251°E / 32.28773; 34.84251 (למפת נתניה מוגדלת) שמורת האירוסים(למפת נתניה רגילה) שמורת האירוסים(למפת ישראל רגיל...

 

В Википедии есть статьи о других людях с фамилией Гершензон. Сергей Михайлович Гершензон Дата рождения 11 февраля 1906(1906-02-11) Место рождения Москва, Российская империя Дата смерти 7 апреля 1998(1998-04-07) (92 года) Место смерти Киев, Украина Страна  СССР →  Украина Научная сфера

 

この項目では、ヨーロッパの国について説明しています。その他の用法については「モナコ (曖昧さ回避)」をご覧ください。 モナコ公国 Principauté de Monaco (国旗) (国章) 国の標語:Deo Juvante(ラテン語:我、神のご加護と共にあらん) 国歌:Hymne Monégasque(フランス語)モナコ国歌 公用語 フランス語 首都 モナコ(都市国家)[注 1] 最大の都市 モナコ(都市国...

Bajo Netzahualcóyotl Localidad Bajo NetzahualcóyotlLocalización de Bajo Netzahualcóyotl en México Bajo NetzahualcóyotlLocalización de Bajo Netzahualcóyotl en TabascoCoordenadas 17°45′20″N 91°25′39″O / 17.75546, -91.427526111111Entidad Localidad • País  México • Estado Tabasco • Municipio BalancánAltitud   • Media 9 m s. n. m.Población (2020)   • Total 65 hab.[1]​Huso horario Tiempo del Cent...

 

Not to be confused with MG Midget.This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Daihatsu Midget – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2012) (Learn how and when to remove this template message) Motor vehicle Daihatsu MidgetOverviewManufacturerDaihatsuProduction1957–19721996–2001Assembl...

 

Historic house in Alabama, United States United States historic placePepperman HouseU.S. National Register of Historic Places The Pepperman House in 2009Show map of AlabamaShow map of the United StatesLocation17 Mildred St., Montgomery, AlabamaCoordinates32°22′14″N 86°18′33″W / 32.37056°N 86.30917°W / 32.37056; -86.30917Arealess than one acreBuilt1887 (1887)Architectural styleStick/eastlakeNRHP reference No.82002065[1]Added to NR...

Cet article est une ébauche concernant la politique française. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Fédération nationale des élus socialistes et républicains Situation Siège 12, Cité Malesherbes75009 Paris Organisation Membres env. 64 000 Présidente Hélène Geoffroy Site web www.maisondeselus.fr modifier  La Fédération nationale des élus socialistes et républicains (FNESR) est l'asso...

 

Legislative Assembly constituency in Himachal Pradesh State, India DalhousieConstituency for the Himachal Pradesh Legislative AssemblyConstituency detailsCountryIndiaRegionNorth IndiaStateHimachal PradeshDistrictChambaLS constituencyKangraTotal electors75,714[1]ReservationNoneMember of Legislative Assembly14th Himachal Pradesh Legislative AssemblyIncumbent Dhavinder Singh PartyBharatiya Janata PartyElected year2022 Dalhousie Assembly constituency is one of the 68 assembly constituenci...

 

Progestin medication Segesterone acetateClinical dataTrade namesNestorone, Elcometrine, AnnoveraOther namesSGA; SA; Nestorone; Nestoron; Elcometrine; ST-1435; AC-6844; CS-0411; 16-Methylene-17α-acetoxy-19-norprogesterone; 16-Methylene-17α-acetoxy-19-norpregn-4-ene-3,20-dioneRoutes ofadministrationSubcutaneous implant, vaginal ring, transdermal patch[1]Drug classProgestogen; Progestin; Progestogen esterATC codeNoneLegal statusLegal status In general: ℞ (Prescription only)...

Микола НеділкоНародження 23 листопада 1902(1902-11-23)Сумська областьСмерть 12 травня 1979(1979-05-12) (76 років)  Ґлен-Коув (Нью-Йорк), Нассау, Нью-Йорк, СШАДіяльність художник Микола Неділко (нар. 23 листопада 1902(19021123), с. Ющенівка, Сумська обл. — пом. 12 травня 1979, Глен Ков, шта...

 

UNICOS Разработчик Cray Research Inc. Тип ядра монолитное, микроядро Состояние Историческая Unicos (официально все буквы заглавные — UNICOS) — название нескольких вариантов операционной системы Unix, созданных компанией Cray для своих суперкомпьютеров. Unicos является следующей операци...

 

Hungary in youth classical music contest Hungary Participating broadcasterMTVParticipation summaryAppearances6 (5 finals)First appearance1992Last appearance2018Highest placement3rd: 2014 Hungary has participated in the biennial classical music competition Eurovision Young Musicians six times since its debut in 1992, coming third in the 2014 contest, the country's best result to date.[1] Participation overview Gergely Devich placed 3rd in Cologne (2014) Jakab Roland Attila Table key 3 ...

Former human settlement in Florida, USA Location of Port Leon Government docks at Port Leon Government docks at Port Leon Port Leon, Florida, was a river port town located in what is now Wakulla County, Florida (at the time, it was part of Leon County, Florida). The town existed for only about six years in the first half of the 19th century. Port Leon is classified as an extinct city by the State Library and Archives of Florida, and only remnants can be found today. Port Leon was established ...

 

American artist, educator and photographer Deana LawsonBorn1979 (age 43–44)Rochester, New York, U.S.NationalityAmericanAlma materRhode Island School of Design,Pennsylvania State UniversityKnown forPhotographyAwardsHugo Boss Prize 2020 Deutsche Börse Photography Foundation Prize 2022 Deana Lawson (1979) is an American artist, educator, and photographer based in Brooklyn, New York.[1] Her work is primarily concerned with intimacy, family, spirituality, sexuality, a...

 

1874 attempted coup d'etat against Louisiana state government This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Battle of Liberty Place – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2017) (Learn how and when to remove this template message) Battle of Liberty PlacePart of the Reconstruction EraThe Louisian...

Room in a residential house for relaxing and socializing Living Room redirects here. For other uses, see Living Room (disambiguation). This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Living room – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2012) (Learn how and when to remove this template message) A ...

 

Railway station in Engaru, Hokkaido, Japan This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Maruseppu Station – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2011) (Learn how and when to remove this template message) Maruseppu Station丸瀬布駅General informationLocationMonbetsu, HokkaidoJapanOperated byHokkaido Rail...

 

This article may rely excessively on sources too closely associated with the subject, potentially preventing the article from being verifiable and neutral. Please help improve it by replacing them with more appropriate citations to reliable, independent, third-party sources. (May 2018) (Learn how and when to remove this template message) The Association of Performing Arts Professionals (previously the Association of Performing Arts Presenters, also known as APAP), based in Washington, D.C.,&#...

Association football club in Réunion Football clubSS Jeanne d'ArcFull nameSociété Sportive La Jeanne d'ArcFounded1927GroundStade Georges Lambrakis Le Port, Réunion IslandCapacity1,956ChairmanSergio ErapaManagerThierry ZitteLeagueRéunion Premier League20146th Home colours Société Sportive La Jeanne d'Arc, is a football club from Le Port, Réunion Island. Stadium The club plays their home matches at Stade Georges Lambrakis, which has a maximum capacity of people. Achievements Réunion Pr...

 

Overview of toll roads in the United States See also: List of toll roads in the United States A high-speed toll booth on SR 417 near Orlando, Florida Map of states that use E-ZPass or a compatible electronic tolling system   State uses E-ZPass or has an electronic tolling system that is compatible with E-ZPass   State has an electronic tolling system that is not compatible with E-ZPass   State collects tolls but does not use electronic tolling   State o...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!