ლავრენტი ბერია დაიბადა 1899 წლის 29 მარტს ქუთაისის გუბერნიაში, სოხუმის ოკრუგის სოფელ მერხეულში, მართა ჯაყელის და პავლე ბერიას ოჯახში.
მართა (1868–1955 წწ.), იყო ღრმად მორწმუნე და ეკლესიური ადამიანი, ცდილობდა შვილები ეკლესიურად აღეზარდა, თავად დიდ დროს ატარებდა ეკლესიაში და იქვე გარდაიცვალა. იგი იყო გურიის რეგიონიდან, კეთილშობილური ქართული ოჯახიდან და პავლე ბერიაზე (1872–1922) დაქორწინებამდე, ის იმყოფებოდა ქორწინებაში. მისი პირველი ქმარი იყო სოფელ ჯგალში (ამჟამინდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) მცხოვრები დიმიტრი კვარაცხელია, სოფლის მღვდლის, ამ არემარეში საკმაოდ ცნობილი ადამიანის, პეტრე კვარაცხელიას ძმა. დიმიტრი ადრე გარდაიცვალა და მართას მისგან დარჩა ორი შვილი - თამარი და კაპიტონი.[1][2]
დაქვრივებული ჯაყელის ქალი გათხოვდა პავლე ბერიაზე, რომელიც ჯგალში ჩადიოდა ხოლმე სამუშაოდ. პავლემ მართა, თავის შვილებთან ერთად, სოფელ მერხეულში წაიყვანა, სადაც საბოლოოდ დასახლდნენ კიდეც. მართას აქ შეეძინა ლავრენტი და ანეტა.
განათლება ლავრენტი ბერიამ მიიღო ჯერ სოხუმის ტექნიკუმში, შემდეგ სწავლა განაგრძო ბაქოს საშუალო მექანიკურ-სამშენებლო სასწავლებელში, რომელიც 1919 წელს დაამთავრა და ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, რომელიც არ დაუსრულებია.
1917 წლის მარტში ლავრენტი ბერია რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბოლშევიკების) რიგებში შევიდა, 1917 წლის ივნისიდან დეკემბრამდე რუსეთის კავკასიის არმიაში ტექნიკოს-პრაქტიკანტად მსახურობდა.
კარიერის დასაწყისი
1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებულმა რუსეთის არმიამ საქართველოს ოკუპაციის წარუმატებელი ცდის შემდეგ ბაქოსკენ დაიხია. დემორალიზებული არმია საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიზნით გამოიყენეს. 1918 წლის აპრილში შეიქმნა ე. წ. ბაქოს კომუნა. 1918-1920 წლებში ლავრენტი ბერია ბაქოში ჯერ დეპუტატთა საბჭოს სამდივნოში, ბაქოს კომუნის განადგურების შემდეგ (1918 წლის სექტემბერი) ერთ-ერთ ქარხანაში — კანტორის მოხელედ, ხოლო შემდეგ ბაქოს საბაჟოზე მუშაობდა. 1920 წლის აპრილში საბჭოთა რუსეთის XI წითელმა არმიამ აზერბაიჯანი დაიპყრო. 1920 წლის აპრილ-მაისში ლავრენტი ბერია საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის სამხედრო-რევოლუციურ საბჭოსთან არსებული კავკასიის ფრონტის სარეგისტრაციო განყოფილების რწმუნებული იყო. XI წითელი არმიის სამხედრო-რევოლუციურმა საბჭომ ლავრენტი ბერია საგანგებო დავალებით არალეგალურად გაგზავნა საქართველოში. 1920 წლის ივნისში იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ დააპატიმრა. საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების შესაბამისი მუხლის საფუძველზე საქართველოში საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა სერგეი კიროვმა ლავრენტი ბერიას განთავისუფლება მოითხოვა. ლავრენტი ბერია პატიმრობიდან გაათავისუფლეს და აზერბაიჯანში გაასახლეს.
აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, 1920 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე ლავრენტი ბერია აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველად მუშაობდა. 1920 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერია აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნა. მის მოვალეობას წარმოადგენდა ბაქოში ბურჟუაზიის ექსპროპრიაციის განხორციელება და ქალაქის მუშათა საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესება. 1921 წლის მაისიდან 1922 წლის ნოემბრამდე ლავრენტი ბერია აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის საიდუმლო-პოლიტიკური ნაწილის უფროსის მოადგილე იყო, შემდეგ — უფროსი, ბოლოს კი აზერბაიჯანის სსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
ლავრენტი ბერიას სამსახურებრივი კარიერა საქართველოშიც წარმატებული გამოდგა. 1922-1926 წლებში იგი ჯერ საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსი, ხოლო შემდეგ საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა საქმის გამოძიება. მალე ლავრენტი ბერია დააწინაურეს. 1926 წლის 2 დეკემბრიდან 1931 წლის 3 დეკემბრამდე ლავრენტი ბერია საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე, ამიერკავკასიის სფსრ-ში საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილე და ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. 1926 წლის დეკემბრიდან 1931 წლის 17 აპრილამდე ის ამიერკავკასიის სფსრ-ში საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლობის საიდუმლო-ოპერატიული სამმართველოს უფროსადაც მუშაობდა. 1927 წლის 4 აპრილიდან 1930 წლის 30 დეკემბრამდე ლ. ბერია იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. 1931 წლის 17 აპრილიდან 3 დეკემბრამდე ლავრენტი ბერია იყო ამიერკავკასიის სფსრ-ის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე და ამიერკავკასიის ფედერაციაში საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი. იოსებ სტალინის ნების თანახმად, ლავრენტი ბერიას სამსახურებრივი კარიერა პარტიულ ორგანოებში გაგრძელდა.
საქართველოს ლიდერის პოზიცია
1931 წლის 14 ნოემბერს ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან 1938 წლის 31 აგვისტომდე დაჰყო (ამ პერიოდში, 1937 წლის მაისიდან 1938 წლის 31 აგვისტომდე ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანიც იყო). 1932 წლის 17 ოქტომბერს ლავრენტი ბერია საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ის 1937 წლის 23 აპრილამდე მუშაობდა.
ბერიამ მოახდინა თბილისში საბჭოთა დამსჯელი ორგანოების ცენტრალიზება. მანამდე ორი დამსჯელი ორგანო მოქმედებდა, საქართველოსა და ამიერკავკაიის რესპუბლიკების ჩეკები. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხალხის დაჭერას, დახვრეტასა და გადასახლებაში. ბერიამ, რომელიც ამ დროს საქართველოს სსრ-ს ცეკას პირველი მდივანი იყო. ამ ორგანოების ცენტრალიზაცია მოახდინა და ერთგვარი სისტემა შეიტანა მათ მუშაობაში. შექმნა სამეული (ე.წ. ტროიკა) სერგო გოგლიძის, ვლადიმერ დეკანოზოვის და ამაიაკ ქობულოვის შემადგენლობით. გაამარტივა გამოძიებისა და სიკვდილის მისჯის პროცესი. უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქართველი ინტელექტუალების, მიხეილ ჯავახიშვილის, დიმიტრი შევარდნაძის, ევგენი მიქელაძის, ტიციან ტაბიძის, ნიკოლო მიწიშვილის და სხვათა წინააღმდეგ რეპრესიებს.
კარიერა მოსკოვში
1938 წელს პოლიტიკურ ოპოზიციასთან ბრძოლაში ჩაბმულმა იოსებ სტალინმა თავისი ფავორიტი მოსკოვში გადაიყვანა. 1938 წლის 22 აგვისტოს ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის — ნიკოლოზ ეჟოვის პირველ მოადგილედ დაინიშნა, იმავდროულად, 1938 წლის 29 სექტემბერს გახდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსი. 1938 წლის 25 ნოემბერს ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დაინიშნა, ამასთან, სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაც შეინარჩუნა. 1938 წლის 17 დეკემბერს ლავრენტი ბერიამ სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსად თბილისიდან გადაყვანილი თავისი ფავორიტი ვსევოლოდ მერკულოვი დანიშნა.
1938 წლის მარტში ლავრენტი ბერია საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს (1952 წლიდან პრეზიდიუმის) წევრობის კანდიდატად აირჩიეს (პოლიტბიუროს წევრი 1946 წლის მარტში გახდა). იოსებ სტალინი ლავრენტი ბერიას ხელში დიდ ძალაუფლებას უყრიდა თავს. 1941 წლის 3 თებერვალს, ისე, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობა არ დაუტოვებია, ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოს) თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ამავე დროს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შემადგენლობიდან გამოყოფილ იქნა სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველო და იგი დამოუკიდებელ კომისარიატად — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატად გარდაიქმნა. 1941 წლის 20 ივლისს, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატები კვლავ გაერთიანდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატად, სახალხო კომისრის თანამდებობა ლავრენტი ბერიამ შეინარჩუნა. 1943 წლის 14 აპრილს კი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს კვლავ გამოეყო სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი.
გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დაწყების შემდეგ, 1941 წლის 30 ივნისს, შეიქმნა საგანგებო ორგანო — თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი (თავმჯდომარე იოსებ სტალინი), რომლის წევრი ლავრენტი ბერიაც იყო. 1944 წლის მაისიდან ლავრენტი ბერია დაინიშნა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. ამ თანამდებობაზე მან 1944 წლის სექტემბრამდე დაჰყო. როგორც თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, ლავრენტი ბერია აკონტროლებდა სამხედრო მრეწველობის (არტილერიის, ნაღმმტყორცნების, საავიაციო ძრავების, თვითმფრინავებისა და სხვ.) წარმოებას.
1944 წლის 3 დეკემბერს ლავრენტი ბერიას ურანის გამდიდრების მიზნით მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელობა დაევალა. 1945 წლის 25 აგვისტოდან 1953 წლის მარტამდე იგი სათავეში ედგა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოსთან) არსებულ ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილ სპეციალურ კომიტეტს (ატომური ბომბი გამოსცადეს 1949 წლის 29 აგვისტოს).
სამამულო ომის შემდგომი პერიოდი
1945 წლის 29 დეკემბერს ლავრენტი ბერიამ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობა დატოვა და მთელ დროს სახალხო კომისართა საბჭოში (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოში) მოღვაწეობასა და ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილ სპეციალური კომიტეტის ხელმძღვანელობას უთმობდა.
როდესაც სტალინი 70-ს მიუახლოვდა, მის გარემოცვას შორის გამძაფრდა ფარული ბრძოლა მემკვიდრეობისთვის. ომის დასასრულს ერთ-ერთ გამოკვეთილ კანდიდატად ითვლებოდა ანდრეი ჟდანოვი, რომელიც ომის დროს მსახურობდა კომუნისტური პარტიის ლიდერად ლენინგრადში, 1946 წლიდან კი კულტურულ საკითხებს კურირებდა. 1946 წლის შემდეგ ბერიამ დაამყარა ალიანსი მალენკოვთან და შეეწინააღმდეგა ჟდანოვის აღზევებას.
ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი სერგეი კრუგლოვი არ იყო ბერიას მომხრე. ასევე, 1946 წლის ზაფხულისთვის, ბერიას კაცი, ვსევოლოდ მერკულოვი, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელად შეცვალა ვიქტორ აბაკუმოვმა. აბაკუმოვი ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვას (სმერშ-ს) 1943 წლიდან 1946 წლამდე, მას აკავშირებდა მჭიდრო თანამშრომლობა ბერიასთან, თუმცა მეტწილად განიხილავდა მას როგორც კონკურენტს. კრუგლოვმა და აბაკუმოვმა სასწრაფოდ დაიწყეს უსაფრთხოების აპარატის ხელმძღვანელობაში ბერიას ხალხის ახალი ხალხით ჩანაცვლება. მალე, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე სტეპან მამულოვი იყო ბერიას ერთადერთი ახლო მოკავშირე, რომელიც დარჩა საგარეო დაზვერვის გარეთ, რომელსაც ბერია აკონტროლებდა.
მომდევნო თვეებში აბაკუმოვმა დაიწყო მნიშვნელოვანი ოპერაციების განხორციელება ბერიას კონსულტაციის გარეშე, ხშირად მუშაობდა ჟდანოვთან და მოქმედებდა სტალინის უშუალო ბრძანებით. ერთ-ერთი პირველი ასეთი ნაბიჯი იყო ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის საქმე, რომელიც დაიწყო 1946 წლის ოქტომბერში და საბოლოოდ გამოიწვია სოლომონ მიხოელსის მკვლელობა და მრავალი სხვა წევრის დაპატიმრება. მას შემდეგ, რაც ჟდანოვი მოულოდნელად გარდაიცვალა 1948 წლის აგვისტოში, ბერიამ და მალენკოვმა გააძლიერეს თავიანთი ძალაუფლება ჟდანოვის თანამოაზრეების გაწმენდის გზით ე.წ. "ლენინგრადის საქმეში". სიკვდილით დასჯილთა შორის იყო ჟდანოვის მოადგილე ალექსეი კუზნეცოვი; ეკონომიკური ხელმძღვანელი ნიკოლაი ვოზნესენსკი; პარტიის ხელმძღვანელი ლენინგრადში, პიოტრ პოპკოვი; და რუსეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მიხეილ როდიონოვი. თუმცა ბერიამ ვერ შეძლო მიხაილ სუსლოვის მოშორება, რომელიც ითვლებოდა იმ პერიოდში მზარდი პოლიტიკური კარიერის პიროვნებად და სტალინის ერთ-ერთ მემკვიდრედაც კი.
1949 წელს ლავრენტი ბერიას სტალინური პრემია მიენიჭა. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XIX ყრილობის (1952 წ.) შემდეგ იოსებ სტალინმა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმთან შექმნა „ხელმძღვანელი ხუთეული“, რომლის წევრი ლავრენტი ბერიაც იყო.
ომისშემდგომ წლებში ბერია მეთვალყურეობდა აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დამყარებას და ირჩევდა მათ საბჭოთა კავშირის მხარდაჭერილ ლიდერებს. 1948 წლიდან დაწყებული, აბაკუმოვმა წამოიწყო რამდენიმე გამოძიება ამ ლიდერების წინააღმდეგ, რაც დასრულდა 1952 წლის ნოემბერში რუდოლფ სლანსკის, ბედრიჩ გემინდერისა და სხვათა დაპატიმრებით ჩეხოსლოვაკიაში. ამ ადამიანებს ხშირად ადანაშაულებდნენ სიონიზმში და ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაში. ეს იყო არაპირდაპირი ბრალდებები ბერიას წინააღმდეგაც, რადგან ისრაელისთვის დიდი რაოდენობით ჩეხური იარაღის მიყიდვა მისი თანხმობით განხორციელდა. საერთო ჯამში, ჩეხოსლოვაკიის 14 კომუნისტი ლიდერი, მათგან 11 ებრაელი, გაასამართლეს და დახვრიტეს (სლანსკის სასამართლო პროცესი).
1951 წელს დაიწყო ე.წ. ექიმთა საქმე, როდესაც ქვეყნის გამოჩენილი ებრაული წარმოშობის ექიმები საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიდერების მოწამვლაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. პარალელურად, საბჭოთა პრესამ დაიწყო ანტისემიტური პროპაგანდისტული კამპანია, რომელსაც ევფემისტურად უწოდეს "ბრძოლა უძირო კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ". თავდაპირველად დააკავეს 37 კაცი, რომელთა რიცხვი მოგვიანებით გაიზარდა. ათობით საბჭოთა ებრაელი გაათავისუფლეს სამსახურიდან, დააპატიმრეს, გაგზავნეს გულაგში ან დახვრიტეს. სტალინის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 1953 წლის 5 მარტს, ბერიამ გაათავისუფლა ყველა დაკავებული ექიმი, გამოაცხადა, რომ მთელი საქმე შეთითხნილი იყო და დააკავა საქმის უშუალო მწარმოებლები.
სტალინის გარდაცვალება
1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა იოსებ სტალინი. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში მოვიდა სამეული — ლავრენტი ბერია, გიორგი მალენკოვი და ნიკიტა ხრუშჩოვი. მათ შორის პირველი დღიდანვე ფარული ბრძოლა დაიწყო. ლავრენტი ბერიამ დაიკავა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა და პარალელურად სათავეში ედგა შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების გაერთიანების შედეგად შექმნილ ახალ სამინისტროს — საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს. მისი ინიციატივით, 1953 წლის 9 მაისს გამოცხადდა ამნისტია, რომლის ძალითაც სასჯელაღსრულების ადგილებიდან განთავისუფლდა 1,2 მილიონი ადამიანი, შეწყდა რამდენიმე გახმაურებული საქმის (მაგალითად, „ექიმთა საქმის“, „მეგრელთა საქმის“) ძიება, სისხლის სამართლის დევნა შეწყდა დაახლოებით 400 ათასი ადამიანის მიმართ. ლავრენტი ბერია მოითხოვდა სამხედრო ხარჯების შემცირებასა და ზოგიერთი ძვირად ღირებული პროექტის (მაგალითად, თურქმენეთის მთავარი არხის, ვოლგა-ბალტიის არხის და სხვ.) დაფინანსების შეწყვეტას. მისი დაჟინებული მოთხოვნით საბჭოთა მხარე დათანხმდა კორეაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტასა და მოლაპარაკების დაწყებას. ბერია ცდილობდა იუგოსლავიასთან ურთიერთობის მოგვარებას, წინააღმდეგი იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და მოითხოვდა მის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას. ყოველივე ეს „ცივი ომის“ თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლეოდა.
ლავრენტი ბერიას პოლიტიკური კურსი ძალზე პოპულარული გახდებოდა, რაც ხელს არ აძლევდათ გეორგი მალენკოვსა და ნიკიტა ხრუშჩოვს, ასევე საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის სხვა წარმომადგენლებს (ვიაჩესლავ მოლოტოვს, ნიკოლაი ბულგანინს, ლაზარ კაგანოვიჩს, კლიმენტ ვოროშილოვს, გეორგი ჟუკოვს და სხვ.). საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტა ერთსულოვანი იყო იმაში, რომ კრემლში ქართველთა ბატონობა უნდა დასრულებულიყო. 54 წლის ლავრენტი ბერიას საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში მოსვლა მათთვის ტრაგედიის ტოლფასი იყო. „ვიდვიჟენცები“ კარგად გრძნობდნენ, რომ ლავრენტი ბერიას გაპირველკაცება მათი კარიერის დასასრულს ნიშნავდა.
ნიკიტა ხრუშჩოვმა შეძლო გეორგი მალენკოვის და პოლიტიკური ელიტის ცნობილი წარმომადგნენლების მიმხრობა და მათი ინიციატივით, 1953 წლის ივნისში ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება. შეთქმულებისა და ლავრენტი ბერიას მკვლელობის დეტალები დღემდე არ არის ცნობილი. არსებობს რამდენიმე ვერსია: პირველი — ლავრენტი ბერიას თვითმფრინავი ბერლინიდან მოსკოვისკენ ფრენისას ჰაერშივე გაანადგურეს; მეორე — ლავრენტი ბერია დააპატიმრეს მოსკოვში თვითმფრინავის დაშვებისთანავე და იქვე დახვრიტეს; მესამე — ლავრენტი ბერია მოკლეს მოსკოვში, საკუთარ ბინაში, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ; მეოთხე — ლავრენტი ბერია 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს მოსკოვში, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე, გაასამართლეს და 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს. საქართველოს ბიბლიოთეკებიდან ამოღებულ იქნა მრავალი წიგნი, გაზეთი და ჟურნალი, სადაც ბერია იყო ხოტბაშესხმული, ან უბრალოდ მოხსენიებული და ამოიშალა ბერიას გვარი.
ოჯახი
მეუღლე — ნინო თეიმურაზის ასული გეგეჭკორი (1905–1991), კ. ა. ტიმირიაზევის სახელობის სოფლის მეურნეობის აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი, 1953 წლის ივლისში დააპატიმრეს და 1954 წლის ნოემბერში გადაასახლეს.[3]
ვაჟი — სერგო ბერია (დაიბადა 1925 წელს) მოგვიანებით იძულებული გახდა დედის გვარზე გადასულიყო. 1948-1953 წლებში იგი მუშაობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მესამე მთავარი სამმართველოს №1 საკონსტრუქტორო ბიუროში. სერგო ბერია 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს და 1954 წლის ნოემბერში გადაასახლეს. იგი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იკვლევდა მამის მკვლელობის ისტორიას. 2000 წელს რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა თხოვნა ლავრენტი ბერიას რეაბილიტაციის თაობაზე.
სპეციალური წოდებები
სახელმწიფო უშიშროების I რანგის კომისარი (11.09.1938);
სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისარი (30.01.1941);
Albert Gleizes, circa 1912 This is a list of works by the French artist, theoretician, philosopher Albert Gleizes; one of the founders of Cubism and an influence on the School of Paris.[1][2][3][4] The artistic career of Gleizes spanned more than fifty years, from roughly 1901 to the year of his death in 1953. He was both a prolific painter and writer. This incomplete list is a selection of some of Gleizes' better-known oil paintings, or includes those for whic...
هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (نوفمبر 2022) نيكولاس بوران معلومات شخصية الميلاد 2 أكتوبر 1995 (28 سنة) ترينيداد الحياة العملية الفرق منتخب الهند الغربية للكريكتمنتخب ترينيداد وتوباغو للكريكت (2013–...
Duimelijntje Tekening door Vilhelm Pedersen (1820-1859) Auteur Hans Christian Andersen Originele titel Tommelise Origineel gebundeld in Eventyr, fortalte for Børn. Første Samling. Andet Hefte. Uitgiftedatum 1836 Land Denemarken Taal Deens Genre sprookje Gebundeld in De Sprookjes van Andersen Portaal Literatuur Tekening door Bertall Duimelijntje (Tommelise) is een sprookje van de Deense schrijver Hans Christian Andersen, dat voor het eerst is uitgegeven in 1836. Het verhaal Lees...
The Wyatt Family (v. l. n. r.: Erick Rowan, Bray Wyatt und Luke Harper) The Wyatt Family (deutsch Die Familie von Wyatt) war ein Wrestlingstable bei der US-amerikanischen Promotion WWE, das sich ursprünglich aus Bray Wyatt, Luke Harper und Erick Rowan zusammensetzte. Das Stable debütierte im Jahr 2012 bei NXT, der Entwicklungs-Liga der WWE. Wenige Monate später gewannen Harper und Rowan die NXT Tag Team Championship und hielten diese über 49 Tage. Im Juli 2013 folgte der Aufstieg ins Haup...
Women's national football team representing Iceland This article is about the women's team. For the men's team, see Iceland national football team. IcelandNickname(s)Stelpurnar okkar (Our Girls)AssociationFootball Association of Iceland(Knattspyrnusamband Íslands)ConfederationUEFA (Europe)Head coachÞorsteinn HalldórssonCaptainGlódís Perla ViggósdóttirMost capsSara Björk Gunnarsdóttir (144)Top scorerMargrét Lára Viðarsdóttir (79)Home stadiumLaugardalsvöllurFIFA codeISL First colo...
هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (أبريل 2019) ارين روجرز معلومات شخصية تاريخ الميلاد 6 مايو 1922 تاريخ الوفاة 31 أغسطس 2003 (81 سنة) مواطنة الولايات المتحدة الحياة العملية المهنة صحفي تعديل مصدري -...
Львівський апеляційний адміністративний суд Країна УкраїнаВид спеціалізований адміністративний суд загальної юрисдикціїІнстанція апеляційнаЮрисдикція Волинська область, Закарпатська область, Івано-Франківська область, Львівська область, Тернопільська область[1&...
Ross LynchRoss LynchLahirRoss Shor Lynch29 Desember 1995 (umur 27)Littleton, Colorado, U.S.PekerjaanAktor, penyanyi, musisiTahun aktif2009–sekarangTelevisiAustin & AllyKarier musikGenrePop rock[1]InstrumenVokal, piano, drums, gitar, bass[1]LabelWalt DisneyHollywood RecordsArtis terkaitR5Situs webwww.r5rocks.com Ross Shor Lynch (lahir 29 Desember 1995) adalah seorang aktor televisi, penyanyi, dan musisi asal Amerika Serikat. Dia adalah salah satu anggota yang me...
2019 studio album by Old DominionOld DominionStudio album by Old DominionReleasedOctober 25, 2019 (2019-10-25)GenreCountryLength41:58LabelRCA NashvilleProducerShane McAnallyOld DominionOld Dominion chronology Happy Endings(2017) Old Dominion(2019) Time, Tequila & Therapy(2021) Singles from Old Dominion Make It SweetReleased: November 5, 2018 One Man BandReleased: June 17, 2019 Some People DoReleased: March 2, 2020 Never Be SorryReleased: August 31, 2020 Old Dominion...
No debe confundirse con Pazo de Ximonde. Pazo de los Condes de Ximonde en SantiagoPazo de RamirásAuditorio Abanca Santiago Fachada del pazo.LocalizaciónPaís EspañaUbicación Santiago de CompostelaDirección Rúa do Preguntoiro, 23Coordenadas 42°52′49″N 8°32′32″O / 42.880413233564, -8.5422185389844Información generalUsos AuditorioFinalización 2011Propietario Fundación Galicia Obra SocialDetalles técnicosPlantas 3[editar datos en Wikidata] El palacio ...
District in ItalyVinschgau Vnuost (Romansh)Val Venuesta (Ladin)Val Venosta (Italian)VintschgauDistrictComunità comprensoriale Val VenostaBezirksgemeinschaft VinschgauVinschgau district (highlighted in green) within South Tyrol; the yellow-black stripes mark the geographical extent of the valleyCountry ItalyAutonomous region Trentino-Alto AdigeAutonomous province South TyrolEstablished1962Administrative seatSchlanders (Silandro)Area • Total1,442 ...
Indian dairy cooperative from Karnataka Karnataka Milk FederationTrade nameNandiniNative nameಕರ್ನಾಟಕ ಸಹಕಾರ ಹಾಲು ಉತ್ಪಾದಕರ ಒಕ್ಕೂಟTypeCooperativeIndustryDairyFounded1974HeadquartersBangalore, Hassan, Karnataka, IndiaKey peopleJayanth y (President)ProductsMilk, curd, ghee, butter, paneer, cheese, milk powder, sweets, chocolates, ice cream, frozen dessertsOwnerMinistry of Cooperation, Government of KarnatakaParentGovernment of KarnatakaWe...
Indian hindu monk Appaiah Swami or Sadguru Appayya Swami (ಅಪ್ಪಯ ಸ್ವಾಮಿ 1885–1956) (not to be mistaken with Appayya Swamy, a 17th-century Carnatic Musician and scholar of Tamil Nadu) was a Hindu Indian spiritual master who lived in Virajpet town, in Kodagu, Karnataka, India. Sadguru Appayya Swamigalu Early life Appayya Swami was born as Palanganda Appaiah, the son of a Kodava paddy farmer in Kodagu (Coorg) in 1885.[1] Appayya did his schooling in English and Kan...
19th-century Hungarian poisoner This article is an orphan, as no other articles link to it. Please introduce links to this page from related articles; try the Find link tool for suggestions. (July 2020) Thelka Popov (c. 1812 - 1883) was a nineteenth century Hungarian poisoner. She aided and abetted in the poisoning of more than 100 men.[1] References ^ Kate Lister (3 June 2019). How poisoning became the 'woman's weapon'. I: 18. This Hungarian biographical article is a stub. You ...
Gempa bumi Sumatra 1861Kekuatan8.5 MwEpisentrum1°00′N 97°30′E / 1.0°N 97.5°E / 1.0; 97.5Koordinat: 1°00′N 97°30′E / 1.0°N 97.5°E / 1.0; 97.5Wilayah bencanaSumatra, Hindia BelandaTsunamiyaKorban2,000+ orang Lempeng tektonik di megathrust Sunda. Angka dan arah panah menunjukkan gerakan relatif lempeng. Indonesia terletak pada suatu daerah dengan pergerakan lempeng sangat kompleks. Bidang patah pada gempa bumi 1861, 1833 dan 2004 se...
Engalus Разработчик Crytek Издатель не был анонсирован Дата анонса сентябрь 2000 года Дата выпуска игра отменена Версия игра отменена Жанры шутер от первого лица, компьютерная ролевая игра Технические данные Платформы ПК, PlayStation 2, Dreamcast, Xbox, GameCube Движок CryEngine Режимы игры однополь...
Skin cancer, or neoplasia, is the most common type of cancer diagnosed in horses, accounting for 45[1] to 80%[2] of all cancers diagnosed. Sarcoids are the most common type of skin neoplasm and are the most common type of cancer overall in horses. Squamous-cell carcinoma is the second-most prevalent skin cancer, followed by melanoma.[3] Squamous-cell carcinoma and melanoma usually occur in horses greater than 9-years-old,[3] while sarcoids commonly affect horse...