31 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 243-ე დღე (ნაკიან წლებში – 244-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 122 დღე.
დღის მოვლენები
- 1876 : ოსმალეთის სულთანი მურად V ჩამოაგდეს ტახტიდან. იგი შეცვალა მისმა ძმამ აბდულ-ჰამიდ II-მ.
- 1897 : თომას ედისონმა დააპატენტა კინეტოსკოპი, პირველი კინოპროექტორი.
- 1907 : თავადი ალექსანდრე იზვოლსკი და სერ არტურ ნიკოლსონი ხელს აწერენ სანქტ-პეტერბურგის კონვენციას, რომლითაც სამმაგი ანტანტის ალიანსი შეიქმნა.
- 1920 : პოლონეთ-ბოლშევიკთა ომი: პოლონელები დამაჯერებლად იმარჯვებენ კომაროვის ბრძოლაში.
- 1920 : პირველი რადიო პროგრამა გადაიცა დეტროიტში, მიჩიგანი.
- 1939 : ნაცისტები გლენოვიცის რადიოსადგურზე თავდასხმის ინსცინირებას ახდენენ, რაც მათ პოლონეთზე თავდასხმის საბაბს აძლევს მომდევნო დღეს, იწყებს რა მეორე მსოფლიო ომს ევროპაში.
- 1957 : მალაიის ფედერაცია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი გახდა.
- 1962 : ტრინიდადი და ტობაგო დამოუკიდებელი გახდა.
- 1991 : ყირგიზეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 1997 : უიელსის პრინცესა დაიანა ავტოავარიაში გარდაიცვალა პარიზში.
- 1999 : პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. 2016 წლიდან — ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე.
- 2005 : ალ-ააიმას ხიდზე ჭყლეტაში 1199 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში.
- 2006 : 2004 წლის 22 აგვისტოს მოპარული ედვარდ მუნკის განთქმული ტილო „კივილი“ აღმოაჩინა ჩხრეკისას ნორვეგიის პოლიციამ.
- 2010
- 2011 : იაპონიის დემოკრატიული პარტიის წევრი იოშიჰიკო ნოდა აირჩიეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.
- 2016 : ბრაზილიის სენატმა პრეზიდენტი დილმა რუსეფი თანამდებობიდან გადააყენა.
- 2021 : ალარ კარისი ესტონეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
ამ დღეს გარდაცვლილნი
დღესასწაულები
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები: