გლობალური მშვიდობის სამიტი უკრაინისათვის (ინგლ. Global Peace Summit) — საერთაშორისო სამშვიდობო სამიტი, რომელიც გაიმართა 2024 წლის 15-16 ივნისს[1] შვეიცარიის ნიდვალდენის კანტონში მდებარე სასტუმრო ბიურგენსტოკში[2] და მიეძღვნა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წარმოების მშვიდობიან მოგვარებას და საერთაშორისო სამართლის ადგენას მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. სამიტი წარმოადგენდა ოთხი წინა საერთაშორისო შეხვედრის[3] სერიის გაგრძელებას და ორგანიზებული იყო შვეიცარიის პრეზიდენტის ვიოლა ამერდის მიერ.[2]
2022 წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა:[4][5][6]
2022 წლის დეკემბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა G7 ქვეყნებს მხარი დაუჭირონ ამ გეგმას.[5]
უკრაინის მშვიდობის ფორმულა განიხილებოდა საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში რუსეთის მონაწილეობის გარეშე:
2024 წლის 15-16 შვეიცარიაში გაიმართება გლობალური სამიტი მსოფლიო ლიდერების დონეზე.[15]
2024 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, იყო მოლოდინი იმისა, რომ სამიტს დაესქწრებოდა 80-დან 100-მდე სახელმწიფოს წარმომადგენელი. ჩინეთის შესაძლო ჩართვა მთავარ საკითხად განიხილებოდა. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია გლობალური სამხრეთის ქვეყნების მოსაზრებების მოსმენა, რომლებიც გადამწყვეტ როლს შეასრულებენ ამ პროცესში რუსეთის შესაძლო ჩართვაში“.[16] საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა საფრანგეთის მონაწილეობა.[17]
16-17 მაისს ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სი ძინპინთან განიხილა სამიტში ჩინეთის მონაწილეობის საკითხი. თუმცა მოგვიანებით სი ძინპინმა უარი თქვა წარმომადგენლის გაგზავნაზე შვეიცარიაში. ამაში მას მხარი დაუჭირეს BRICS-ის ქვეყნებმა და გლობალური სამხრეთის ბევრმა ქვეყანამ.
20 მაისს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მოდიმ განაცხადა, რომ ინდოეთი მიიღებს მონაწილეობას კონფერენციაში.
2024 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, კონფერენციაში მონაწილეობა 92-მა ქვეყანამ დაადასტურა.[18]