Welcome Home (Sanitarium) — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მესამე სინგლი და მეოთხე სიმღერა 1986 წლის ალბომიდან Master of Puppets. იგი ბოლო სინგლია რომელშიც ბას-გიტარაზე კლიფ ბარტონი უკრავს.
თავდაპირველი დემო ვერსია შეიცავდა გახანგრძლივებულ დასასრულს, რომელშიც გამოყენებულია ბასისა და გიტარის სოლოები მათივე ინსტრუმენტალიდან Orion. მისი ტექსტი ძლიერ განსხვავდებოდა ალბომის ვერსიისგან, ხოლო მისამღერი საერთოდ არ ჰქონდა.[1]
მუსიკის ავტორები არიან ჰეტფილდი, ულრიხი და ჰემეტი.[2][3] ჯეიმზმა ინტერვიუში ჟურნალთან Guitar World აღნიშნა, რომ სიმღერა იყო „ნელი, სუფთა, ასარჩევი ტიპის“ სტილის მქონე სიმღერის შექმნის მცდელობა, სიმღერის Fade to Black მსგავსი, მაგრამ „ამჯერად მისამღერის თანხლებით“, და იქვე დაამატა:
მიუხედავად იმისა, რომ ჰეტფილდს, არ დაუკონკრეტებია, რომელი ჯგუფის რომელი სიმღერიდან იყო ნასესხები მთავარი რიფი, არსებობს ვარაუდი, რომ ეს ჯგუფია Bleak House, ხოლო სიმღერა — Rainbow Warrior, რადგან მეტალიკის სიმღერა ძალიან ჰგავს მას.[5]
სიმღერის სექცია, რომელიც იწყება 4:06-ის შემდეგ, ძლიერ წააგავს ჯგუფ რაშის სიმღერის Tom Sawyer მთავარ რიფს, რისთვისაც მეტალიკა მადლობას უხდის რაშს Master of Puppets-ის ბუკლეტში.
სიმღერის უკანასკნელი საგიტარო სოლო კლიფ ბარტონის დაწერილია.[6]
ჰეტფილდს სურდა, მისამღერი უფრო მაღალ ტონალობაში ემღერა, რაც, საბოლოოდ, ვერ შეძლო.[1][3][4]
სიმღერა იწყება ნელა, ჰარმონიულად, რაც გადაიზრდება სიმღერის ძირითად რიფში, რომელსაც მოყვება ბას-გიტარა, დასარტყმელი საკრავები და სოლოები. მსგავსად სიმღერებისა Fade to Black, One და The Day That Never Comes, სიმღერის ჟღერადობა დასაწყისში ნელი და სუფთაა, შემდგომ კი მძიმე და სწრაფი ხდება.
აგრძელებს რა Master of Puppets-ის უძლურების თემას, სიმღერის ტექსტი ასახავს უგუნურების ხაფანგში გაბმულ ადამიანს, ან შესაძლოა, ფსიქიატრიულ თავშესაფარში გამოკეტილს. ჯეიმზმა ინტერვიუში ჟურნალთან Guitar World აღნიშნა, რომ სიმღერა ეძღვნებოდა ფილმს ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა.[1][3][4]
პირველად ცოცხლად სიმღერა შესრულდა 1986 წლის 27 მარტს უიჩიტაში, კანზასი.[2][6] მოგვიანებით, 1990-იან წლებში, მეტალიკა ხშირად ასრულებდა ამ სიმღერას სიმღერასთან Master of Puppets ერთად, კომბინირებულს, და უწოდებდა მას Mastertarium-ს.
პაუერ მეტალ ჯგუფმა Blind Guardian სტრიქონები ამ სიმღერიდან - Welcome to where time stands still / No one leaves and no one (ever) will გაიმეორა სიმღერაში Blood Tears ალბომიდან Nightfall in Middle-Earth.
რაპსოდიულმა მეტალ ჯგუფმა Cynical Paradise გამოიყენა ნოტების მსგავსი პროგრესია მათ სიმღერაში Worth it to Me.
|date=