შინდლარი[4][5][6], შინდილიარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში, დმანისის თემში, ლუკუნის მთის ძირას.[7] ზღვის დონიდან 1380 მ, მანძილი დმანისიდან — 6 კმ, კაზრეთიდან — 28 კმ. სოფლის მახლობლად, სასაფლაოზე, დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ნაგებია მუქი რუხი, მაგარი ჯიშის ბაზალტით. სუფთად გათლილი კვადრები ძირითადად შენობის კუთხეებს მიჰყვება, თვით კედლები კი შემოსილია წვრილი, უხეშად გათლილი ერთი ზომის ქვით, რომლის წყობა შეხამებულია კუთხის თლილ ქვებთან და კედლის ზედაპირს თავისებურ მხატვრულ სახეს ანიჭებს.
გეოგრაფია
სოფელი განლაგებულია ლუკუნის მთის (აზერბაიჯანული წარმოთქმით, ლიუკუნ-შინდის) მთის ფერდობზე, რაიონული ცენტრის, დმანისისგან ჩრდილო-დასავლეთით 6 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1380 მეტრ სიმაღლეზე.
ისტორია
სოფელი იმყოფება ისტორიული ბორჩალოს მაზრის ტერიტორიაზე. პირველად მოხსენიებულია ბარათაშვილების საგვარეულო წიგნში 1536 წელს, ასევე 1701 წლის დოკუმენტებში, რეგიონში იმ დროს ჩატარებული აღწერის მონაცემებში. ქართული მოსახლეობის გაქრობა და თურქმანულით შეცვლა, როგორც ჩანს, განხორციელდა შაჰ აბას პირველის შემოსევების პერიოდში.
სოფლის სახელწოდება „შინდლიარი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Шиндляръ“ სახით.
სქოლიო