ქარიანი (1949 წლის 12 ივლისამდე — „ბუსუკალა“[4]) — სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში, კამარლოს თემში.[5] მდებარეობს დმანისის პლატოზე, მდინარე მაშავერის ხეობაში, ზღვის დონიდან 1500 მ. დმანისიდან 10 კმ, კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 40 კმ., კამარლოდან 1 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხვარეობა, 1981 წლამდე შედიოდა დმანისის სადაბო საბჭოში.
ლიტერატურა
სქოლიო