ზემო ყარაბულაღი[4], ზემო ყარაბულახი[5][6] — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომარეთის პლატოზე. მდინარე შავწყაროსწყლის (ხრამის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ყარაბულაღის თემის ცენტრი (სოფლები: ზემო ყარაბულაღი, ახა, გედაგდაღი, მამიშლარი, სალამალეიქი, სოღუთლო, უსეინქენდი, ქვემო ყარაბულაღი). მდებარეობს ზღვის დონიდან 1320 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 871 კაცი.
ისტორია
სოფლის სახელწოდება „ზემო ყარაბულაღი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Верх. Карабулахъ“ სახით.
ღირსშესანიშნაობები
სოფლის მახლობლად, მდინარეების შავწყაროსწყლისა და თეთრწყაროსწყლის შესართავთან, დგას XI ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – გეგმით სწორკუთხა, ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ეკლესია. შიგა სივრცე სიგრძივი კედლებიდან ძლიერ გამოშვერილი კედლის სვეტებით (პილასტრებით) გაყოფილია სამ ნაწილად. სვეტებს შორის გადაყვანილი ისრისებრი თაღები ქმნიან ღრმა უბეებს. ჩუქურთმებით ძუნწად მორთული ფასადები შემოსილია ბაზალტის ქვით, შიგა პირი – შერეული წყობით. სამხრ. კარის თავზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებული არიან დავით და კვირიკე მეფეები. შენობის ზედა ნაწილს ემჩნევა შეკეთების კვალი. ირგვლივ სასაფლაო ყოფილა.
ლიტერატურა
სქოლიო