ახა[4][5] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში, ყარაბულაღის თემში, მდინარე ახას ნაპირებზე.[6]
ისტორია
სოფლის სახელწოდება „ახა“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Аха“ სახით.
ღირსშესანიშნაობები
სოფელში დგას შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია თლილი ქვით. შიგნით და გარედან შელესიალია. აღმოსავლეთიდან ნახევარწრიული აფსიდი აქვს. სამხრეთი კარის თავზე ამოკვეთილია ჯვარი. სარკმელი ორია — აღმოსავლეთით და დასავლეთით.
ლიტერატურა
სქოლიო