ფატეჰპურ-სიკრის ნაგებობები — წარმოადგენს განსხვავებული არქიტექტურული სკოლების სინთეზს, როგორიცაა რაჯიპუტული და მოგოლური. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ მშენებლობაში მონაწილეობდნენ არქიტექტორები ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებიდან. ჯაინიზმის და ინდუიზმის არქიტექტურული ელემენტები მჭიდროდ გადაჭდობილია ისლამურთან.სამშენებლო მასალად გამოყენებულია წითელი ქვიშაქვა.
ქალაქის ცნობილი ნაგებობები:
ნაუბატ-ხანა
მარიამ-აზ-ზამანის სასახლე — სასახლე აგებული XVII საუკუნეში გუჯარათული არქიტექტურის გავლენით.
პანჩ-მაჰალი — ხუთსართულიანი სასახლე.
ბულანდ-დერვაზა — ფატეჰპურ-სიკრის ერთ-ერთი კარიბჭე.