კანჩენჯანგის ეროვნული პარკი — ბიოსფერული ნაკრძალი, მდებარეობს ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით შტატ სიკიმში, ნეპალის საზღვართან.
შეიქმნა 1977 წელს მაღალმთიანი ჰიმალაური ლანდშაფტის დაცვის მიზნით. ეროვნული პარკი განთავსებულია ზღვის დონიდან 1829–8585 მეტრის ფარგლებში[1]. პარკის ფართობია 1 784 კმ². მოიცავს შტატის მეოთხედ ნაწილს. პარკის მთელი ტერიტორია მდებარეობს მდინარე ტისტის აუზში. პარკს დასავლეთით ესაზღვრება ნეპალი, საზღვარზე მდებარეობს მწვერვალი კანჩენჯანგა.
პარკში მრავალი ჩანჩქერია, რომელთა შორის უდიდესის სიმაღლეა 160 მეტრი[2].
2016 წლის 17 ივლისს ეროვნული პარკი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[3].
სქოლიო