დიდი ჰიმალაის ეროვნული პარკი (ინგლ. Great Himalayan National Park) — ეროვნული პარკი ინდოეთში. მდებარეობს ჰიმალაის მთებში, ჰიმაჩალ-პრადეშის კულუს რეგიონში. შეიქმნა 1962 წელს.
ეროვნული პარკის ფართობია 755 კმ², მდებარეობს ზღვის დონიდან 1500-5800 მეტრზე. ფაუნა მოიცავს ძუძუმწოვრების — 31, ფრინველების — 181, რეპტილიების — 3, ამფიბიების — 9, რგოლოვანი ჭიების — 11, მოლუსკების — 17 და მწერების 127 სახეობას.
2014 წლის 23 ივნისს დიდი ჰიმალაის ეროვნული პარკი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო