ურდუ ენა

ურდუ (اُردُو) — ჰინდუსტანის ერთ-ერთი ვარიანტი, სამწერლობო და ლიტერატურული ენა, რომელსაც იყენებენ პაკისტანისა და ინდოეთის მუსლიმები. ურდუ პაკისტანის ოფიციალური ენა და ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ინდურ ჯგუფს. გენეტიკურად და სტრუქტურულად წარმოადგენს ჰინდის ნაირსახეობას. მისგან განსხვავდება სპარსული და არაბული სიტყვების სიუხვით. ურდუმ აღიარება ბრიტანეთის ინდოეთში 1837 წელს მოიპოვა, როდესაც ბრიტანელებმა სპარსული და ადგილობრივი ენები ჩრდილოეთ ინდოეთში ინგლისურით და ურდუთი ჩაანაცვლეს.[1]

ზოგადი ცნობები

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: >45 მლნ
  • ენის კოდი: ur
  • სახელწოდება: ur — Urdu; en — Urdu; eo — Urduo
  • დამწერლობა: არაბული

ურდუს საფუძველი გახდა დელის რაიონის კილოკავები, რომლებიც ცნობილია სახელწოდებით „ქჰარი ბოლი“. მათ ბაზაზე XIII—XVI სს-ში ჩამოყალიბდა სალაპარაკო ენა ჰინდუსტანი, რომელიც ეთნოსთაშორისი ურთიერთობების ენის ფუნქციას ასრულებდა. იგი გავრცელდა დიდ ქალაქებსა და სავაჭრო გზებზე საკუთრივ ჰინდუსტანში (ამჟამად უტარ-პრადეში) და პენჯაბში. XVI—XVIII სს-ში მოხდა ჰინდუსტანის ერთ-ერთი ნაირსახეობის ფორმირება (შემდგომში ურდუ), რომელზეც დიდი იყო სპარსულის და არაბულის ზეგავლენა. ურდუს დამწერლობა არაბულ გრაფიკაზეა.

სტატუსი

ოფიციალური ენა:

გავრცელების არეალი:

ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში

გრამატიკა

ლექსიკა

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა — Salaam aleekum
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება — Khush amaadiid;
  • გმადლობთ — Shukriya; Danyavad;
  • კი / არა — HaaN; Ji han / Nahin; NehiiN;
  • გეთაყვა — Merher-bani she; Merhbaanii karke;
  • ნახვამდის — Khuda hafiz;
  • ტახტი — Takht ;
  • წყარო — bahi ;

რიცხვები

  • 1 — e:k, 2 — do:, 3 — ti:n, 4 — cha:r, 5 — pa:nch, 6 — chha, 7 — sa:t, 8 — a:th, 9 — nau, 10 — das

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Brass, Paul R. (2005) Language, religion and politics in North India. Lincoln, NE: IUniverse. ISBN 978-0-595-34394-2. 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!