სალტეირი (ინგლ. Saltaire) — ვიქტორიანული სოფელი ინგლისის ქალაქ ბრედფორდის მეტროპოლიურ არეალში, მდინარე ეირზე. 2001 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
სალტაირე 1853 წელს დააარსა სერ ტიტუს სალტმა, იორკშირის წამყვანმა შალის მეწარმემ. სოფლის სახელი მისი დამფუძნებლისა და მდინარე ეირის კომბინაციას წარმოადგენს. სალტმა თავის ბიზნესი ბრედფორდიდან ქალაქ შიფლეის მახლობლად გადაიტანა. მან თავის მუშებისთვის ააშენა აკურატული ქვის სახლები, წვიმის წყალზე მომუშავე აბანოები, საავადმყოფო და დასვენებისა და განათელბის ინსტიტუტი თავის ბიბლიოთეკით, სამკითველო ოთახით, საკონცერტო დარბაზით, ბილიარდის ოთახით, სამეცნიერო ლაბორატორიით და სავარჯიშო დარბაზით. სოფელს ჰქონდა მოხუცთა თავშესაფარი, მიწის ნაკვეთები და ნავების ფარდული.[1]
1876 წელს სერ ტიტუსი გარდაიცვალა, იგი კონგრენაციონალისტური ეკლესიის მავზოლეუმში დაკრძალეს. როდესაც მისი ვაჟიც გარდაიცვალა, სალტეირი კომპანიის ხელში გადავიდა, რომლის ერთ-ერთი მფლობელიც სერ ჯეიმზ რობერტსი იყო, რომელიც 12 წლის ასაკიდან მუშაობდა როგორც ფაბრიკის საქმის მეცნიერი. მან რუსეთში მოგზაურობისას ერთ წელიწადში სრულყოფილად შეისწავლა რუსული ენა. რობერტსმა თავისი ინვესტიციების დაბანდება რუსეთში ამჯობინა, მოელოდა რა გარკვეულ გამართლებას რუსეთის რევოლუციისას.[2]
იუნესკოს სიაში შესვლის შემდეგ, მთავრობა იძულებული გახდა სალტეირი დაცულ ტერიტორიად გამოეცხადებინა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო