ორკნეის ნეოლითური დასახლება — ნეოლითური მონუმენტების ჯგუფი შოტლანდიაში, ორკნეის კუნძულების ერთ-ერთ კუნძულ მეინლენდზე. სახელი მიღებული იქნა იუნესკოს მიერ, როდესაც აღნიშნული არეალი 1999 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი ოთხი ძეგლისაგან შედგება:
- მეისჰაუ - უნიკალური, ოთახებიანი კორიდორული სამარხი. მისი ცენტრალური ოთახი ზამთრის ბუნიობისას განათებულია. სამარხი ვიკინგების მიერ გაიძარცვა..[1]
- სტენესის მეგალითები - მეგალითური ქვის ნამტვრევები, ოთხი ერთეული, რომელთაგან უმაღლესი 6 მეტრია.[2][3]
- ბროდგარის რგოლი - 104 მეტრის დიამეტრის წრიული ქვა, თავდაპირველად შედგებოდა 60 ქვისგან, რომლებიც მიწაში 3 მეტრის სიღრმეზე იყვნენ ჩარჭმულნი, თითოეულის სიგანე 10 მეტრი იყო. ვარაუდობენ, რომ მათ აშენებას 80 000 საათი დასჭირდებოდა.[4][5]
- სკარა-ბრეი - ათი სახლისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესოდ შემონახულ ნეოლითურ სოფელს წარმოადგენს.[6]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო