პონტკისილტეს აკვედუკი (ინგლ. Pontcysyllte Aqueduct; უელს. Traphont Ddŵr Pontcysyllte) — სანასოსნო აკვედუკი უელსში, რომელსაც მდინარე დის ხეობაში მდებარე ლიანგოლენის არხის წყალი ჩრდილო-აღმოსავლეთ უელსში გადააქვს. მისი მშენებლობა 1805 წელს დასრულდა და დიდი ბრიტანეთის უგრძეს და უმაღლეს აკვედუკს წარმოადგენს.[1] მდინარის ხეობაში მისი სიმაღლე 38 მეტრია. 2009 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში როგორც „სამოქალაქო ინჟინერიის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამრეწველო რევოლუციის დროს".
აშენებიდან 200 წლის შემდეგაც კი, აკვედუკი დღესაც ექსპლუატაციაშია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში მდებარეობს, ყოველწლიურად მასში 15 000 ნავი გაივლის.[2][3]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო