ადრიანეს კედელი (ლათ. Vallum Hadriani) — იმპერატორ ადრიანეს მმართველობის პერიოდში რომის იმპერიის მიერ ბრიტანეთის კუნძულის გასვწრივ აგებული ქვისა და ტორფის გამაგრება. აიგო კედლის სამხრეთით მდებარე ბრიტანეთის პროვინციის თავდასაცავად ჩრდილოეთში მცხოვრები პიქტების ტომთა თავდასხმებისაგან. კედლის სიგრძეა 117 კმ, სიგანე 3 მ, სიმაღლე 5-6 მ.