მიხეილ ხუციშვილი (დ. 28 იანვარი, 1979, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი. ბოლოს თამაშობდა სერბეთის სუპერლიგის კლუბ „ვოივოდინაში“. მოულოდნელად წავიდა ფეხბურთიდან გულზე სერიოზული პრობლემების გამო.
კარიერა
პროფესიონალური კარიერა დაიწყო „ჟინერში“, ერთ წელიწადში გადავიდა ქართულ გიგანტში, თბილისის „დინამოში“. ამ პერიოდში ასევე ირიცხებოდა ქართულ კლუბ თბილისის „ლოკომოტივსა“ და „მერანში“, ასევე მოლდოვურ ტირასპოლის „შერიფში“.
2002 წელს გადავიდა საბერძნეთში, სადაც იცავდა „კალამატას“ ღირსებას, სეზონის მეორე ნახევარი კი „პასი იანინაში“ გაატარა. 2004 წლის იანვარში იგი დაბრუნდა საქართველოში და ჩაირიცხა ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში, ექვსი თვის შემდეგ იგი გადავიდა აზერბაიჯანულ კლუბ „კაპაზში“.
იანვარში იგი შეიძინა ბოლნისის „სიონმა“, რაც მისთვის კარგი გამოდგა, ვინაიდან მათ პირველი ადგილი დაიკავეს 2005-2006 წლების ჩემპიონატში. ამას მოყვა მისი დაბრუნება თბილისის „დინამოში“ 2006 წლის ზაფხულში. დინამოში ორი სეზონი დარჩა და გახდა უმაღლესი ლიგის 2007-2008 წლების სეზონის გამარჯვებული, ასევე იგივე სეზონის ბომბარდირი.
2008 წლის ზაფხულში გადავიდა აზერბაიჯანულ კლუბ ბაქოს „ოლიმპიკში“ (ახლანდელი „აზალი“), მაგრამ 6 თვის შემდეგ კონტრაქტი გააფორმა სერბეთის სუპერლიგის კლუბ „ვოივოდინასთან“. 2009 წლის ზაფხულში შეუერთდა „ვოივოდინას“ გიორგი მერებაშვილთან ერთად, მაგრამ მას დაუდგინდა გულის პრობლემები, რის გამოც მოუწია ფეხბურთიდან წასვლა 2010 წელს.
ტიტულები
საკლუბო
ინდივიდუალური
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო