2002 წლის ზამთარში ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადავიდა. უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2002 წლის 16 მარტს, კიევის „არსენალის“ წინააღმდეგ (2–0).[1] მოდებაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 65-ე წუთზე ოლეგ რატიამ შეცვალა.
2009 წლის 13 მარტს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა ოდესის„ჩერნომორეცში“,[2] სადაც ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა პერმიერ ლიგაში.
2009 წლის ზაფხულში იმყოფებოდა სინჯებზე ლუგანსკის„ზარიაში“,[3] მაგრამ ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადავიდა.
2010 წლის 4 ივნისს კლუბმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლიმ უკრაინული კლუბი დატოვა.
2011–2012 წლების სეზონი გაატარა რუსთავის„ოლიმპში“,[4] რომელსაც 2011 წლიდან „მეტალურგი“ დაერქვა.
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. იყო გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი.[10]