მარია ჟუზეფა პორტუგალიელი

მარია ჟუზეფა პორტუგალიელი
წოდებები
ბავარიის ჰერცოგინია
პორტუგალიის ინფანტა
დაიბადა 19 მარტი, 1857
შტუტგარტი, ბავარია, გერმანია
გარდაიცვალა 11 მარტი, 1943, (85 წლის)
მიუნხენი, ბავარია, გერმანია
საგვარეულო ბრაგანსები
მეუღლე(ები) კარ თეოდორი, ბავარიის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ხუთი შვილი
მამა მიგელ I, პორტუგალიის მეფე
დედა ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგი
რელიგია კათოლიციზმი

მარია ჟუზეფა პორტუგალიელი (პორტ. Maria Josepha de Portugal; დ. 19 მარტი, 1857 — გ. 11 მარტი, 1943) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მიგელ I-ის ასული. ბავარიის ჰერცოგ კარლ თეოდორის მეუღლე. ბელგიის დედოფალ ელიზაბეთ ბავარიელის დედა.

ბიოგრაფია

მარია ჟუზეფა დაიბადა 1857 წლის 19 მარტს შტუტგარტში. იგი იყო წარსულში პორტუგალიის მეფე მიგელ I-ისა და მისი ცოლის, ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგის მეოთხე შვილი და მესამე ქალიშვილი. მისი მრავალი და-ძმიდან აღსანიშნავია ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია მარია ანა და პარმის ჰერცოგინია მარია ანტონია.

1874 წლის 29 აპრილს იგი ცოლად გაჰყვა ბავარიელ ჰერცოგ კარლ ლუდვიგს, რომელიც იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ელისაბედ ბავარიელის უმცროსი ძმა.

წყვილი დიდხანს ცხოვრობდა მიუნხენში, სადაც მათ დააარსეს ჰერცოგ კარლ ლუდვიგის სახელობის თვალის კლინიკა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. მისი მეუღლე 1909 წელს გარდაიცვალა და მარია ჟუზეფას მისგან ხუთი შვილი დარჩა. იგი გარდაიცვალა 1943 წლის 11 მარტს მიუნხენში, 85 წლის ასაკში.

შვილები

  1. სოფია ადელჰაიდა (1875-1957), ცოლად გაჰყვა ტოირინგ-იეტენბახის მთავარ ჰანს ვაიტს;
  2. ელიზაბეთ გაბრიელა (1876-1965), ცოლად გაჰყვა ბელგიის მეფე ალბერტ I-ს;
  3. მარია გაბრიელა (1878-1912), ცოლად გაჰყვა ბავარიის კრონპრინც რუპერეხტს;
  4. ლუდვიგ ვილჰელმი (1884-1968), ცოლად შეირთო ელეონორა ფონ საინ-ვიტგენშტაინ-ბერლებურგი;
  5. ფრანც იოზეფი (1888-1912), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო

ლიტერატურა

  • Darryl Lundy: Maria Josepha de Bragança, Infanta de Portugal auf The Peerage
  • Zur Gründung der Augenklinik durch das herzogliche Ehepaar (Memento des Originals vom 31. Mai 2009

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!