მარია დას ნევეს პორტუგალიელი
მარია დას ნევეს პორტუგალიელი (პორტ. Maria das Neves de Portugal; დ. 5 აგვისტო, 1852 — გ. 14 თებერვალი, 1941) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მიგელ I-ის უფროსი ქალიშვილი. სან-ხაიმეს ჰერცოგ ალფონსო კარლოს დე ბურბონის მეუღლე. ვინაიდან მისი ქმარი კარლისტთა პარტიის კანდიდატი იყო ტახტზე, მარია ქორწინების პერიოდში საფრანგეთის, ნავარისა და ესპანეთის ტიტულარული დედოფალი იყო.
ბიოგრაფია
მარია დას ნევესი დაიბადა 1852 წლის 5 აგვისტოს მილტენბერგში. იგი იყო წარსულში პორტუგალიის მეფე მიგელ I-ისა და მისი მეუღლის, ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგის პირველი შვილი. მამამისი პორტუგალიის ტახტიდან ჯერ კიდევ 1834 წელს ჩამოაგდო მისმა ძმისწულმა მარია II-მ. ამის გამო, მიგელი თავის ცოლ-შვილთან ერთად ემიგრაციაში ჯერ ინგლისში, შემდეგ კი გერმანიაში ცხოვრობდა.
1871 წლის 26 აპრილს, კლაინოიბახში შედგა მარია დას ნევესისა და სან-ხაიმეს ჰერცოგ ალფონსო კარლოს დე ბურბონის ქორწინება. იგი იყო მონტისონის გრაფ ხუან დე ბურბონისა და მისი ცოლის, ერცჰერცოგინია მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტეს ვაჟი. როგორც ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის შთამომავალი, ალფონსო კარლოსი კარლისტთა მეამბოხე პარტიის კანდიდატი იყო ესპანეთისა და საფრანგეთის ტახტზე, ამიტომაც მარია დას ნევესი ტიტულარულ დედოფლად ითვლებოდა, თუმცა არც დედოფლის პრივილეგიები ჰქონდა და არც რეალური წოდება.
აღსანიშნავია, რომ ალფონსო კარლოსი და მარია დას ნევესი პირველი თაობის ბიძაშვილები იყვნენ, რადგანაც მიგელ I-ის და, მარია ფრანცისკა პორტუგალიელი იყო ალფონსოს ბებია. მათ ხანგრძლივ ქორწინებაში მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინათ 1874 წელს, რომელიც რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ამის შემდეგ მარია დას ნევესი აღარასდროს დაფეხმძიმებულა. იგი ქმართან ერთად მშვიდად ცხოვრობდა ვენაში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ავსტრიის იმპერია დაიშალა და საიმპერატორო ოჯახი გააძევეს, მარიასა და მის ქმარს დარჩენის ნება დართეს. აქ ალფონსო კარლოსი 1936 წელს გარდაიცვალა. მარია დას ნევესი გარდაიცვალა 1941 წლის 14 თებერვალს ვენაში, 88 წლის ასაკში.
ლიტერატურა
- Darryl Lundy (5 June 2004). "Maria das Nieves de Bragança, Infanta de Portugal". ThePeerage.com. Retrieved 2008-11-23.
- Paul Theroff. "PORTUGAL". Paul Theroff's Royal Genealogy Site. Retrieved 2008-11-23.
|
---|
| I თაობა | |
---|
| II თაობა | |
---|
| III თაობა | |
---|
| IV თაობა |
ბრანკა · სანჩა · მარია · კონსტანცა
|
---|
| V თაობა | |
---|
| VI თაობა | |
---|
| VII თაობა | |
---|
| VIII თაობა | |
---|
| IX თაობა | |
---|
| X თაობა | |
---|
| XI თაობა | |
---|
| XII თაობა | |
---|
| XIII თაობა | |
---|
| XIV თაობა | |
---|
| XV თაობა | |
---|
| XVI თაობა | |
---|
| XVII თაობა | |
---|
| XVIII თაობა | |
---|
| XIX თაობა | |
---|
| XX თაობა | |
---|
| XXI თაობა | |
---|
| XXII თაობა | |
---|
| XXIII თაობა | |
---|
| XXIV თაობა |
მარია ანა · მარია ფრანცისკა, კოიმბრას ჰერცოგინია
|
---|
|
|
|