კონსტანტინე ლესელიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლესელიძე.
კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1903
დაბადების ადგილი ხვარბეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 21 თებერვალი, 1944[1]
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
კუთვნილება საბჭოთა კავშირი
ჯარის სახეობა წითელი არმია
სამხედრო სამსახურის წლები 19211944
წოდება გენერალ-პოლკოვნიკი
ბრძოლები/ომები სამოქალაქო ომი რუსეთში
პოლონეთის კამპანია
მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები

საქართველოს სსრ–ის შრომის წითელი დროშის ორდენი

კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე (დ. 15 ოქტომბერი [ძვ. სტ. 2 ოქტომბერი], 1903, სოფ. ხვარბეთი, ოზურგეთის მაზრა — გ. 21 თებერვალი, 1944, მოსკოვი) — ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, მე-18 სადესანტო არმიის სარდალი, საბჭოთა კავშირის გმირი (1971).

ბიოგრაფია

ლესელიძის მშობლები ნინო და ნიკოლოზი
გენერალ-პოლკოვნიკ კ. ნ. ლესელიძის მამა — ნიკოლოზ ანდრიას ძე ლესელიძე
კ. ნ. ლესელიძე და მისი ვაჟიშვილი ოთარი. მე-18 არმია. 1943 წლის ივლისი

ადრეული წლები

მისი მშობლები იყვნენ მამა მეშჩანინი ნიკოლოზ ანდრიას ძე ლესელიძე, დედა ნინო პავლეს ასული ქაჯაია. ნიკოლოზ ლესელიძე ნასაკირალის ბრძოლის მონაწილე იყო.

1912—1913 წლებში მუშაობდა ჩაქვის ჩაის პლანტაციაში მუშად საუფლისწულო მამულის უწყებაში. მოგვიანებით ლესელიძეების ოჯახი სოფელ ხვარბეთიდან ქალაქ ოზურგეთში გადავიდა საცხოვრებლად, ნინო ქაჯაიას მამის მიერ ნაჩუქარ სახლში, ბათუმის ქუჩაზე. ამ დროს 1913—1917 წლებში კონსტანტინე სწავლობდა სოფელ ზვანის ორკლასიან სასწავლებელში. 1917—1919 წლებში სწავლობდა ოზურგეთის ორკლასიან დაწყებით სკოლაში, 1919—1921 წლებში ოზურგეთის გიმნაზიაში და 1921 წელს მაისში დატოვა მეხუთე კლასი.

1920 წელს გახდა კომკავშირის წევრი. 1921 წლის მაისში გახდა კავკასიის წითელდროშოიანი არმიის კურსანტთა აღმოსავლეთის ბრიგადის კურსანტი. იმავე წლის აგვისტოში კი გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის კურსანტი. 1922-1925 წლებში იყო გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ოცეულის მეთაური. 1924 წელს ჩააბარა გამოცდები ნორმალური საარტილერიო სკოლის კურსებზე. ამავე პერიოდში მონაწილეობდა საქართველოში ანტი-საბჭოთა გამოსვლების ჩახშობაში.

სამხედრო კარიერა

1925 წელს დაინიშნა გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ბატარეის მეთაურის თანაშემწის მოვალეობის დროებით შემსრულებლად და გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1926—1927 წლებში იყო გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ბატარეის მეთაურის თანაშემწე. 1927—1928 წლებში იყო კავკასიის წითელდროშოვანის არმიის პირველი ქართული მსროლელი პოლკის ბატარეის მეთაური. 1928-1929 წლებში განაგრძო სწავლა, იყო მეთაურთა შემადგენლობის დახელოვნების საარტილერიო კურსების სმენელი დეტსკოე სელოში.

1929 წელს დაინიშნა კავკასიის წითელდროშოიანის არმიის 1–ლი ქართული მსროლელი პოლკის ბატარეის მეთაურად. 1930 წელს დაინიშნა კავკასიის წითელდროშიანის არმიის მე–5 ქართული მსროლელი პოლკის დივიზიონის მეთაურად. 1931-1937 წლებში იყო კავკასიის წითელდროშიანის არმიის მე–2 ქართული საარტილერიო პოლკის მეთაური და კომისარი. 1937—1938 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 63–მე ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური და კომისარი. ამავდროულად, 1934 და 1937 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ყრილობების დელეგატი.

1938 წელს დატოვა კავკასია და 1941 წლამდე იყო ბელორუსიის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსი. 1939 მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსად.

საქართველოს სსრ მშრომელთა დელეგაცია სტუმრად მე–18 არმიაში. სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: პოეტი ლეონიძე გიორგი ნიკოლოზის ძე, გენერალ–მაიორი სიმონ კოლონინი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი მიხეილ ბარამია, გენერალ–პოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე, ახალციხის რაიკომის პირველი მდივანი გიორგი კირვალიძე; დგანან: არმიის სარდლის ადიუტანტი დიმიტრი დუბროვინი, ჩრდილო კავკასიის ფრონტის პოლიტსამმართველოს მუშაკი მაიორი ა. დოჭვირი, მხატვარი უჩა ჯაფარიძე, პოეტი სიმონ ჩიქოვანი, პოლკოვნიკი ვლადიმერ ზარელუა, მსახიობი აკაკი ხორავა, პოლკოვნიკი ლეონიდ ბრეჟნევი 1943წ.

დიდი სამამულო ომის საწყის წლებში ის იყო დასავლეთის ფრონტის მე–2 მსროლელი კორპუსის არტილერიის უფროსი და შემდგომ დასავლეთის ფრონტის 50-ე არმიის სარდლის მოადგილე. ტულასთან ბრძოლაში მისმა ტაქტიკამ, პირდაპირი დამიზნებით მტრის ტანკების წინააღმდეგ ყველა ზარბაზნის გამოყენებამ, გაამართლა. ამან ხელი შეუწყო გენერალ გუდერიანის მეორე სატანკო არმიის მრავალი მანქანის განადგურებას.

1942 წლიდან, მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგემ კავკასიას შეუტია, ლესელიძე გადაიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტზე. ის იყო ამიერკავკასიის ფრონტის მე–3 მსროლელი კორპუსის მეთაური (1942), ამიერკავკასიის ფრონტის 46–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ამიერკავკასიის ფრონტის 47–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ჩრდილოეთკავკასიის ფრონტის, 1-ლი უკრაინული ფრონტის მე–18 არმიის ჯარების სარდალი (1943-44). მან თავი გამოიჩინა კავკასიის ქედზე ქლუხორის და მარუხის უღელტეხილებთან გამართული ბძოლებით, ქალაქ ტუაფსესა და ნახევაკუნძულების ნოვოროსიისკისა და ანაპის გათავისუფლებით.

1944 წლის 14 თებერვლიდან ლესელიძე იმყოფებოდა სამკურნალოდ სსრკ ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში ქ. მოსკოვში. იგი ევაკუირებული იყო ფრონტიდან გრიპის გართულების შემდეგ მძიმე ავადმყოფობის სამკურნალოდ. ლესელიძე იქვე გარდაიცვალა 1944 წლის 21 თებერვალს.

გენერალ–პოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე დაკრძალეს ქალაქ თბილისში ვერის ძველ სასაფლაოზე. 1974 წელს კი გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

იოსებ სტალინი მის შესახებ ამბობდა „ჭკვიანი იყო, ნებისყოფაც ჰქონდა.“[2][3] ლეონიდ ბრეჟნევი აღნიშნავდა:

ვიკიციტატა
„მე მომიხდა მებრძოლა ერთ-ერთ უნიჭიერეს საბჭოთა მხედართმთავართან — მე-18 არმიის სარდალ გენერალ-პოლკოვნიკ კ. ნ. ლესელიძესთან ერთად. ფრონტზე ძალიან მალე მჟღავნდება ადამიანის ბუნება, იქ მაშინვე იგებ, ვინ რას წარმოადგენს. კონსტანტინე ლესელიძე დამახსომდა როგორც ქართველი ხალხის საუკეთესო ეროვნული თვისებების განსახიერება. ეს იყო სიცოცხლით სავსე ვაჟკაცი, მტრისთვის მკაცრი და მეგობრებისათვის გულუხვი, პატიოსანი კაცი, სიტყვის კაცი, გონებამახვილი და გულმგზნებარე[4]

ოჯახი

ლ. ი. ბრეჟნევი ესაუბრება ო. კ. ლესელიძეს მის მამაზე, მე-18 არმიის სარდალ კონსტანტინე ლესელიძეზე
ლ. ი. ბრეჟნევი ესაუბრება ო. კ. ლესელიძეს მის მამაზე, მე-18 არმიის სარდალ კონსტანტინე ლესელიძეზე
  • მამა — ნიკოლოზ ანდრიას ძე ლესელიძე (გარდაიცვალა 8.02.1944)
  • დედა — ნინო პავლეს ასული ქაჯაია (გარდაიცვალა 10.12.1965)
  • მეუღლე — ნინო ივანეს ასული შეწირული (1906 — 1974)
  • შვილი — ოთარ კონსტანტინეს ძე ლესელიძე (20.08.1926 —13.05.1981)
  • ქალიშვილი — იზოლდა კონსტანტინეს ასული ლესელიძე (1934—1999)
  • ძმა — დავით ნიკოლოზის ძე ლესელიძე (2(15).10.1900 — 3.5.1972)
  • ძმა — ვიქტორ ნიკოლოზის ძე ლესელიძე
  • ძმა — ვალერიანე ნიკოლოზის ძე ლესელიძე (1(14).1.1915 — მაისი 1942)

სამამულო ომის პირველ დღიდანვე ვალერიან ნიკოლოზის ძე ლესელიძე შედის წითელ არმიის რეგებში და იღებდა მონაწილეობას ქერჩში როგორც ნაღმმტყორცნის გათვლის მეთაური (მოქმედი წითელი არმია საველე საფოსტო სადგური 251 ქვედანაყოფი 33), 1941 წელს დამლევს დაიჭრა და მკურნალობდა კრასნოდარის სამხედრო ჰოსპიტალში, გამოჯანსაღების შემდეგ გაიგზავნა ნაწილში ქერჩის რაიონში, სადაც უგზოუკლოდ დაიკარგა (224-ე ქართული მსროლელი დივიზია).

  • და — აგრაფინა ნიკოლოზ ასული ლესელიძე (1(14).1.1915 — 18.08.1985)

ძეგლები

ლესელიძეში

კ. ნ. ლესელიძის ძეგლი ბრინჯაოსია, შესრულებულია 1974 წელს მოქანდაკე ს. ი. კაკაბაძის მიერ და აღმართულია მარმარილოს მაღალ პოსტამენტზე დაბა ლესელიძეში 1975 წელს.

კ. ნ. ლესელიძის ძეგლის საზეიმო გახსნა მოხდა საბჭოთა არმიის გამარჯვების 30 წლისთავის დღეს — 1975 წლის 9 მაისს. მიტინგზე გამოვიდა გენერლის ქალიშვილი იზოლდა ლესელიძე, რომელმაც თქვა:

ვიკიციტატა
„ ”მე უსასრულოდ გახარებული გილოცავთ თქვენ ყველას გამარჯვების დღეს. ამ უდიდეს დღესასწაულს დაემთხვა მამაჩემის ძეგლის გახსნა. ეს ძეგლი არის არა მარტო მამაჩემის, არამედ ყველა იმათი, ვინც წავიდა საომრად საქართველოდან და არ დაბრუნდა სახლში...”“

[5]

აფხაზეთის ომის დროს 1992 წლის სექტემბერში ქ. გაგრის დაცემის შემდეგ სხვა ქართულ ძეგლებთან ერთად მიწასთან იქნა გასწორებული გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძის ძეგლიც. ძეგლის შემდგომი ბედი უცნობია.

კ. ნ. ლესელიძის სკულპტურული პორტრეტის აღდგენა შეუძლებელია: არ შემორჩა მასალები არც მოქანდაკის სახელოსნოში, არც ქანდაკებათა თბილისის კომბინატში.

თბილისში

თბილისში, კოტე აფხაზისა (ყოფ. ლესელიძის) და ვერცხლის ქუჩების კუთხეში, სკვერში დგას კონსტანტინე ლესელიძის ძეგლი (1945, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე).[6]

კიდევ ერთი ძეგლი დგას გმირი კურსანტების ქუჩაზე, ყოფილი მეოთხმოცე პროფსასწავლებლის წინ. [წყარო არ არის მითითებული 347 დღე]

უმაღლესი მთავარსარდლის მიერ ბრძანებით გამოცხადებული მადლობები[7]

  • ქალაქ ნოვოროსისკის განთავისუფლებისათვის (1943 წლის 16 სექტემბერი)
  • ტამანის ნახევარკუნძულის განთავისუფლებისათვის (1943 წლის 9 ოქტომბერი)
  • ჟიტომირის მიმართულებით ალყის გარღვევისათვის და დასახლებული პუნქტების დაკავებისათვის (1943 წლის 30 დეკემბერი)
  • ქალაქ ჟიტომირის განთავისუფლებისათვის (1944 წლის 1 იანვარი)
  • ქალაქ ბერდიჩევის განთავისუფლებისათვის (1944 წლის 6 იანვარი)

ჯილდოები და სამხედრო წოდებები

კონსტანტინე ლესელიძის და მისი მეუღლის საფლავი თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

ჯილდოები

  1. საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის ორდენი №100 — წითელი არმიის ქართულ ნაწილების დაარსებიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 29.03.1931 დადგენილებით დაჯილდოვდა.
  2. წითელი ვარსკვლავის ორდენი №832 — საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის 15 წლისთავთან დაკავშირებით სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 22.03.1936 დადგენილებით დაჯილდოვდა.
  3. საიუბილეო მედალი „XX წლის მუშათა–გლეხთა წითელი არმია“ №34604 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 22.02.1938 ბრძანებულებით დაჯილდოვდა.
  4. წითელი ვარსკვლავის ორდენი №24956 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 31.08.1941 ბრძანებულებით დაჯილდოვდა.
  5. წითელი დროშის ორდენი №24551 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 12.04.1942 ბრძანებულებით დაჯილდოვდა.
  6. ლენინის ორდენი №9623 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 13.12.1942 ბრძანებულებით დაჯილდოვდა.
  7. სუვოროვის I ხარისხის ორდენი №54 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 18.09.1943 ბრძანებულებით დაჯილდოვდა.
  8. კუტუზოვის I ხარისხის ორდენი №66 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 9.10.1943 ბრძანებულებით დაჯილდოვდა
  9. ბოგდან ხმელნიცკის I ხარისხის ორდენი №36 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 10.01.1944 ბრძანებულებით დაჯილდოვდა
  10. მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1.05.1944 ბრძანებულებით დაჯილდოვდა
  11. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 13.05.1971 ბრძანებულებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება

სამხედრო წოდებები

  • საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამხედრო კომისრის 17.02.1936 ბრძანებით მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
  • სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭოს 2.1.1942 დადგენილებით მიენიჭა არტილერიის გენერალ–მაიორის სამხედრო წოდება.
  • სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭოს 14.10.1942 დადგენილებით მიენიჭა გენერალ–ლეიტენანტის სამხედრო წოდება.
  • სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭოს 9.10.1943 დადგენილებით მიენიჭა გენერალ–პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

ლიტერატურა

  • ГЕНЕРАЛ ЛЕСЕЛИДЗЕ. Михаил Давиташвили. Издательство «Заря Востока». Тбилиси. 1947. Тираж 10.000.
  • დავითაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 200.
  • დავითაშვილი მ., ლესელიძე, თბილისი, 1975.
  • ოთარ ლესელიძე სამშობლოსათვის დაფერფლილი გული „ნაკადული“, თბილისი, 1985,
  • ნ. ჩახვაშვილი. გენერალ პოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო”, თბილისი,
  • Советская военная энциклопедия / под ред. Н. В. Огаркова. — М.: Воениздат, 1979. — Т. 4. — 654 с. — (в 8-ми т). — 105 000 экз.
  • Великая Отечественная война 1941 — 1945. Энциклопедия / под ред. М. М. Козлова. — М.: Советская энциклопедия, 1985. — С. 408. — 500 000 экз.
  • Герои Советского Союза: Краткий биографический словарь / Пред. ред. коллегии И. Н. Шкадов. — М.: Воениздат, 1987. — Т. 1 /Абаев — Любичев/. — 911 с. — 100 000 экз. — ISBN отс., Рег. № в РКП 87-95382
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981
  • Коллектив авторов. Великая Отечественная. Командармы. Военный биографический словарь. — С. 128—129.
  • Краснознамённый Закавказский (очерки истории Краснознамённого Закавказского военного округа). М., Воениздат, 1969. Очерки написаны авторским коллективом под руководством генерал-лейтенанта И. С. Катышкина.
  • В. Гнеушев, А. Попутько «Тайна Марухского ледника». Книга первая и вторая. Издательство «Советская Россия». Москва. 1966. Тираж 50.000 экз.
  • Ибрагимбейли, Хаджи Мурат. Крах «Эдельвейса» и Ближний Восток. Главная редакция восточной литературы издательства «Наука», 1977. 319 с. с ил. и карт. Тираж 15000 экз.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 236, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

ფილმები

სქოლიო

  1. Леселидзе Константин Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ნ. ბერძენიშვილის პირადი საარქივო ფონდი, №1676.
  3. სტუმრად სტალინთან. ნიკო ბერძენიშვილი
  4. ლ. ი. ბრეჟნევის სიტყვიდან საქართველოს სსრ და საქართველოს კომპარტიის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საზეიმო სხდომაზე. თბილისი. 14 მაისი 1971.
  5. Газета «Авангард». Орган гагрского ГК КП Грузии и гагрского городского Совета депутатов трудящихся. 12 мая 1975 г. № 56 (4403). Выдающемуся полководцу. Открытие памятника Герою Советского Союза, генералу Леселидзе.
  6. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 24, ISBN 978-99928-20-35-3.
  7. Приказы Верховного Главнокомандующего в период Великой Отечественной войны Советского Союза. Сборник. М., Воениздат, 1975.

Read other articles:

Polish reality television series Ex on the Beach PolandGenreRealityCreated byMTVCountry of originPolandOriginal languagePolishNo. of series4No. of episodes32ProductionRunning time42 minutes(excluding adverts)Production companyDragon HeadOriginal releaseNetworkMTVRelease7 November 2016 (2016-11-07) –5 November 2018 (2018-11-05)RelatedEx on the BeachWarsaw Shore Ex on the Beach Poland is a Polish reality television series that is broadcast on MTV. The series' premiere date was ...

 

Artículo principal: Pandemia de COVID-19 Este artículo se refiere o está relacionado con un evento de salud pública reciente o actualmente en curso. La información de este artículo puede cambiar frecuentemente. Por favor, no agregues datos especulativos y recuerda colocar referencias a fuentes fiables para dar más detalles. Pandemia de COVID-19 en Moldavia Parte de la Pandemia de COVID-19 Mapa de casos de COVID-19 en Moldavia (31 de octubre de 2020)Agente patógenoPatógeno SARS-C...

 

2003 Indian filmChigurida KanasuDVD coverDirected byT. S. NagabharanaWritten byDr. Shivaram KaranthScreenplay byT. S. Nagabharana Jayant KaikiniProduced byParvathamma RajkumarStarringShiva RajkumarAnant Nag AvinashVidhya VenkateshRekha UnnikrishnanCinematographyB. C. GowrishankarEdited byS. ManoharMusic byV. ManoharDistributed bySri Vajreshwari FilmsRelease date 2 October 2003 (2003-10-02) Running time154 minutesCountryIndiaLanguageKannada Chigurida Kanasu (transl. Sprout...

Military march Mars Tentara Nasional IndonesiaEnglish: March of the Indonesian National Armed ForcesLyricsAddie MS, 2003MusicAddie MS, 2003Adopted5 October 2003 March of the Indonesian National Armed Forces is the official march of the Indonesian National Armed Forces. The lyrics and music were composed by Addie MS. In conjunction with the March, Addie MS also composed the Hymn of the Indonesian National Armed Forces as the official hymn of the Indonesian National Armed Forces. Backgroun...

 

Це список персонажів всесвіту телесеріалу Світлячок. Основні персонажі Персонажі Статус Опис Актори Мел (Малкольм) РейнолдсMalcolm 'Mal' Reynolds Капітан «Сереніті» і колишній сержант армії Незалежних, що брав участь в битві за долину Сереніті, поворотною точкою Війни за Незалежн

 

Fußball bei den Olympischen Spielen 2020 Information Austragungsort Japan Tokio, Chōfu, Saitama, Yokohama, Kashima, Rifu, Sapporo Wettkampfstätte Olympiastadion, Tokyo Stadium, Saitama Stadium, Int. Stadium Yokohama, Kashima Stadium, Miyagi Stadium, Sapporo Dome Mannschaften 28 (12 , 16 ) Datum 21. Juli – 7. August 2021 Entscheidungen 2 ← Rio de Janeiro 2016 Paris 2024 → Bei den Olympischen Spielen 2020 in Tokio wurden vom 21. Juli bis zum 7. August 2021 zwei Wettbewerbe im...

طفل يبكي بنت تبكي البكاء[1] هو سَيَلان الدَّمْع (أو تذرف الدموع في العين) استجابة لحالة عاطفة أو ألم. العواطف التي يمكن أن تؤدي إلى البكاء تشمل الغضب، السعادة، أو حزن.[2] سبب البكاء البكاء هو نوع من الاستجابة العاطفيّة لشعور معين، وعادةً ما يكون شعور حزنٍ أو ألمٍ، وهو ...

 

Burundi Este artigo é parte da série: Política e governo doBurundi Presidente Evariste Ndayishimiye Vice-presidentes Yves Sahinguvu Gabriel Ntisezerana Conselho de Ministros Parlamento Senado Assembleia Nacional Suprema Corte Subdivisões Províncias Comunas Colinas Governadores Provinciais Eleições: 2005 Políticos Partidos políticos ONUB e BINUB Relações exteriores Atlasverdiscutireditar vdePolítica da ÁfricaPaíses África do Sul Angola Argélia Benim Botsuana Burquina Fasso Buru...

 

Season of television series Dragon Quest: The Adventure of DaiSeries 2020The cover of the first Blu-ray volume released by Avex Pictures.Native nameKanjiDRAGON QUEST -ダイの大冒険-Revised HepburnDoragon Kuesuto: Dai no Daibōken Country of originJapanNo. of episodes100ReleaseOriginal networkTXN (TV Tokyo)Original releaseOctober 3, 2020 (2020-10-03) –October 22, 2022 (2022-10-22)Series chronology← PreviousDragon Quest: The Adventure of Dai The 2020 Dragon Quest: T...

South Korean singer In this Korean name, the family name is Lim. Lim Young-woongLim in 2022Born (1991-06-16) June 16, 1991 (age 32)[1]Pocheon, Gyeonggi Province, South Korea[1]Other namesLim Hero (or Im Hero)[a]EducationKyungbok University [ko](Department of Practical Music)[2]Occupations Singer entertainer YouTuber Years active2016–presentMusical careerGenresTrot, Ballad, K-popInstrument(s)VocalsLabels Mulgogi Music New Era Projec...

 

An ornament placed above the text matter of a page or at the beginning of a chapter Headpiece from Triodion, a religious manuscript from 1642 Headpiece (also spelled head-piece), is a decoration printed in the blank space at the beginning of a chapter or other division of a book, usually an ornamental panel, printer's ornament or a small illustration done by a professional illustrator.[1] The use of decorative headpieces in manuscripts was inherited by the medieval West from late Anti...

 

В Википедии есть статьи о других людях с такой фамилией, см. Ляхов; Ляхов, Игорь. Игорь Васильевич Ляхов Председатель Смоленской областной Думы Рождение 2 июля 1969(1969-07-02) (54 года)Дубенец, Красногорское городское поселение, Красногорский район, Брянская область, РСФСР, СССР П...

For a Soviet film, see Repentance (1987 film). 2013 American filmRepentanceTheatrical release posterDirected byPhilippe CalandScreenplay byPhilippe Caland Shintaro Shimosawa Yusuf HassanProduced byPhilippe Caland Nina Yang Bongiovi Forest WhitakerStarring Forest Whitaker Anthony Mackie Mike Epps Nicole Ari Parker Sanaa Lathan CinematographyDenis MaloneyEdited byRick Shaine Lee HaugenMusic byMark KilianProductioncompaniesCodeblack Films JuntoBox FilmsDistributed byLionsgateRelease datesJanuary...

 

Chemical compound For other uses, see MPPP (disambiguation). Not to be confused with desmethylprodine (opioid drug with acronym MPPP), MPTP (neurotoxic impurity of desmethylprodine synthesis) or MPP+ (neurotoxic metabolite of MPTP). 4'-Methyl-α-pyrrolidinopropiophenoneLegal statusLegal status DE: Anlage I (Authorized scientific use only) UK: Class B US: Schedule I Banned in Sweden [1] Identifiers IUPAC name (RS)-1-(4-methylphenyl)-2-(1-pyrrolidinyl)-1-propanone CAS...

 

Окислы и гидроокислы — минералы, являющиеся соединениями металлов и неметаллов с кислородом. Общее количество свободных окислов в земной коре составляет около 17%. Из них на долю только одного кремнезема приходится 12,6%; окислы и гидроокислы железа составляют 3,9%. Из ост...

Historic place in Berkeley, California United States historic placeHearst Gymnasium for WomenU.S. National Register of Historic Places Hearst Gymnasium for WomenShow map of Oakland, CaliforniaShow map of CaliforniaShow map of the United StatesLocationBancroft Way, Berkeley, CaliforniaCoordinates37°52′10″N 122°15′24″W / 37.869400°N 122.256800°W / 37.869400; -122.256800Built1927; 96 years ago (1927)ArchitectBernard Maybeck and Julia MorganNR...

 

13th United States presidential inauguration Presidential inauguration ofMartin Van BurenMartin Van BurenDateMarch 4, 1837; 186 years ago (1837-03-04)LocationUnited States Capitol,Washington, D.C.ParticipantsMartin Van Buren8th president of the United States— Assuming officeRoger B. TaneyChief Justice of the United States— Administering oathRichard Mentor Johnson9th vice president of the United States— Assuming officeWilliam R. KingPresident pro tempore of the United S...

 

National Park in Colombia Vía Parque Isla de SalamancaSalamanca Island Road ParkIUCN category III (natural monument or feature)Ciénaga Grande de Santa Marta viewed from the road parkNearest cityCiénaga, ColombiaCoordinates10°56′N 74°27′W / 10.933°N 74.450°W / 10.933; -74.450Area562 km2 (217 sq mi)Established1964[1]Governing bodySINAP The Salamanca Island Road Park (Spanish: Vía Parque Isla de Salamanca) is a national park lo...

  لمعانٍ أخرى، طالع شاب (توضيح). شاب   الاسم الرسمي (بالفرنسية: Chappes)‏  الإحداثيات 49°36′37″N 4°16′11″E / 49.610277777778°N 4.2697222222222°E / 49.610277777778; 4.2697222222222[1]  [2] تقسيم إداري  البلد فرنسا[3]  التقسيم الأعلى الأردين  خصائص جغرافية  المساحة 9.59 كيل...

 

British musician This biography of a living person needs additional citations for verification. Please help by adding reliable sources. Contentious material about living persons that is unsourced or poorly sourced must be removed immediately from the article and its talk page, especially if potentially libelous.Find sources: Sarah Class – news · newspapers · books · scholar · JSTOR (July 2021) (Learn how and when to remove this template message) [1...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!