თეოდოსიუს I, თეოდოსიუს დიდი (ლათ: Flavius Theodosius Augustus; დ. 11 იანვარი, 347 — გ. 17 იანვარი, 395) — რომის იმპერატორი 379–395 წლებში. თეოდოსიუსი ბოლო იმპერატორი იყო, რომელიც როგორც, აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ რომის იმპერიას მართავდა. მან ქრისტიანობა გამოაცხადა რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად. მართლმადიდებლური ეკლესია მას წმინდანად რაცხავს და წმინდა თეოდოსიუსის სახელით მოიხსენიებს. მისი გარდაცვალების შემდეგ იმპერია სამუდამოდ გაიხლიჩა მის ორ ვაჟს, არკადიუსსა და ჰონორიუსს შორის, რომელთაც შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ რომის იმპერიები ხვდათ წილად.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში