ანდრონიკე II პალეოლოგოსი (ბერძ. Ανδρόνικος Β' Παλαιολόγος; დ. 25 მარტი, 1259, ნიკეა — გ. 13 თებერვალი, 1332, კონსტანტინეპოლი) — ბიზანტიის იმპერატორი 1282–1328 წლებში. ცდილობდა დაებრუნებინა ბიზანტიისათვის ჯვაროსნების მიერ 1204 წელს მიტაცებული მიწები და აელაგმა ფეოდალთა სეპარატისტული მისწრაფებები. ეწინააღმდეგებოდა რომის პაპთან კავშირს, ებრძოდა მცირე აზიაში მომძლავრებულ თურქებს. 1321 წელს დიდებულები აუჯანყდნენ და იმპერატორად წამოაყენეს მისი შვილიშვილი ანდრონიკე III (1328–1341). ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ანდრონიკე II იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვა. გარდაიცვალა 1332 წელს მონასტერში.
ლიტერატურა