იოანე I ციმისკე (დ. დაახლ. 925, იერაპოლისი — გ. 10 იანვარი, 976, კონსტანტინოპოლი) — ბიზანტიის იმპერატორი 969-976 წლებში. მცირეაზიელ (სომეხ) მსხვილ მიწათმფლობელთა – კურკუასების გვარის წარმომადგენელი. ტახტი დაიკავა სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შედეგად. მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ბულგარეთში, საიდანაც 971 წელს განდევნა კიევის მთავარი სვიატოსლავი, დაიმორჩილა ჩრდილო-აღმოსავლეთი ბულგარეთი, 972-975 წლებში დაიკავა ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და სირიის ქალაქები; კავშირი შეკრა გერმანიის იმპერატორთან.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში