ვარკეთილის მეურნეობა

სოფელი
ვარკეთილის მეურნეობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
რაიონი სამგორი
კოორდინატები 41°42′53″ ჩ. გ. 44°54′01″ ა. გ. / 41.71472° ჩ. გ. 44.90028° ა. გ. / 41.71472; 44.90028
ცენტრის სიმაღლე 650
მოსახლეობა 3004 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,1 %
სომხები 1,7 %
ოსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვარკეთილის მეურნეობა — საქართველო
ვარკეთილის მეურნეობა
ვარკეთილის მეურნეობა — თბილისი
ვარკეთილის მეურნეობა

ვარკეთილის მეურნეობა (ყოფ. ვარკეთილი) — სოფელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, სამგორის რაიონში.

მდებარეობს სამგორის ვაკეზე, თბილისის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 650 მეტრზე. სოფლის ტერიტორიაზე გადის სამგორის სარწყავი სისტემის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები.

ისტორია

სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრის, ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ბრინჯაოს ყუნწიანი სატევარი, ჰემატიტის ლახტის მსგავსი, ლეგა-მოშავო ფერის თიხის ჭურჭელი და ძვ. წ. VII საუკუნის დასასრულის — ძვ. წ. VI საუკუნის I ნახევარში ე. წ. სკვითური ტიპის ბირნჯაოს სამფრთიანი ისრისპირი. აქვეა შუა საუკუნეების ნასახლარი.

სოფლის წარმოშობა უკავშირდება მეხილეობა-მევენახეობის საბჭოთა მეურნეობას, რომელიც 1957 წელს დაფუძნდა „ველკეთილის“ („ვერკეთილის“) სახელით ცნობილ ახალგასარწყავებულ და სახეშცვლილ ტერიტორიაზე. წარსულში ამ უწყლო ნახევარუდაბნოს ტიპის მიდამოებს ლილოს მოსახლეობა ზამთრის საძოვრებად იყენებდა. მეურნეობის მოწყობასთან დაკავშირებით ტოპონიმი „ველკეთილი/ვერკეთილი“, რომელიც უარყოფითი მნიშვნელობის მატარებლად იქნა აღქმული, შეიცვალა „ვარკეთილად“. 1985 წელს მეურნეობა გაუქმდა, ხოლო 1992 წელს მიწის რეფორმის ფარგლებში მისი ტერიტორია გადაეცა ადგილობრივ მოსახლეობას. 2007 წლამდე სოფელი ვარკეთილი შედიოდა გარდაბნის რაიონში (დიდი ლილოს სადაბო საბჭო/თემი), შემდეგ ვარკეთილის მეურნეობის სახელით შეუერთდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს (სამგორის რაიონი).

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3004 კაცი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 2700
2002 2932
2014 3004

ლიტერატურა

სქოლიო

  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.