სემიონოვკა (თბილისი)

სემიონოვკა — მიკროუბანი თბილისში ვერაზე. მდებარეობს მთაწმინდის ფერდობზე, ვარდისუბნის მიკროუბნის სამხრეთ–დასავლეთით, რომლისგანაც იაკობ გოგებაშვილის ქუჩითაა გამოყოფილი, მოიცავს გურამ რჩეულიშვილის, რევაზ ჯაფარიძის და ნინო ჟვანიას ქუჩების მიდამოებს.

ადგილს სახელწოდება ეწოდა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აქ დისლოცირებული რუსული სამხედრო პოლკის მიხედვით. აქვე გაჩნდა სამხედრო სამსახურმოხდილთა დასახლება „სემიონოვკა“. 1898 წელს გაბაანთხევსა და სატივეს უბანს შორის მდებარე ვერის ძველი სასაფლაოს ადგილზე მოეწყო ვერის ბაღი, რის შემდეგაც სემიონოვკის ტერიტორიაზე დაარსდა ვერის ახალი სასაფლაო, სასაფლაოზე დგას წმინდა პანტელეიმონის ეკლესია.

რესურსები ინტერნეტში

სემიონოვკა − NPLG.GOV.GE

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!