სირაჩხანა

სირაჩხანა

ღვინის აღმართი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისი
რაიონი ისანი
ისტორიული რაიონი ავლაბარი

სირაჩხანა, სირაჯხანა (სპარს. „სირაჩ“/„სირაჯ“, „მეღვინე“, + „ხანა“/„ხანე“, „სახლი“) — ღვინითა და არყით მოვაჭრეთა რიგები ძველ თბილისში.

განარჩევდნენ პატარა და დიდ სირაჩხანას, რომლებიც მტკვრის მოპირდაპირე ნაპირენზე იყო განლაგებული. პატარა სირაჩხანა მარჯვენა ნაპირზე, კალაში, თათრის (ახლანდ. გორგასლის) მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა. შემდგომში ეს ქუჩა გაქრა შუაბაზრის (დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩა) რეკონსტრუქციისას. ამ ადგილზე ახლა სკვერია („სემინარიის სკვერი“), კოტე აფხაზისა და სიონის ქუჩების შესაყართან.

დიდი სირაჩხანა მტკვრის მარცხენა ნაპირზე გრძელ მოხვეულ აღმართს გასდევდა, რომელიც ძველი მეტეხის ხიდთან იწყებოდა და ავლაბრის გალავნის ქვემოთ კლდის ძირს მიჰყვებოდა. შემდგომში ამ აღმართს ღვინის აღმართი ეწოდა. აქ განლაგებული დუქნები და სარდაფები კახეთიდან ურმებით ჩამოტანილი ღვინით მარაგდებოდა. აქვე იყო ძველი თბილისის უმთავრესი ღვინის ბაზარი და ქალაქის ბოჰემური ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!