გაეროს გენერალური ასამბლეის სამოცდამეოთხე სესია — გაეროსგენერალური ასამბლეის სესია, რომელიც გაგრძელდა 2009 წლის 15 სექტემბრიდან 2010 წლის 14 სექტემბრამდე. სესიის პრეზიდენტი, ლიბიელი ალი აბდუსალამ ტრეკი, აირჩიეს აფრიკის სახელმწიფოთა ჯგუფიდან 2009 წლის 10 ივნისს, აკლამაციით.[1][2][3]
64-ე სესიის თემა იყო „ეფექტური რეაგირება გლობალურ კრიზისებზე: მულტილატერალიზმის გაძლიერება და დიალოგი ცივილიზაციებს შორის საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის“.[1]
ორგანიზაცია
პრეზიდენტი
ლიბიელი დიპლომატი და პოლიტიკოსი ალი აბდუსალამ ტრეკი აირჩიეს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2010 წლის 11 ივნისს. არჩევის დროს ტრეკი ლიბიის აფრიკის კავშირის საქმეთა მინისტრად მუშაობდა.[4]
გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პირველი გამოსვლისას, ტრეკიმ ჩამოაყალიბა სესიის რამდენიმე პრიორიტეტი. მათ შორის უმთავრესი იყო გაეროს სისტემის რეფორმის აუცილებლობა, განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს რეფორმა და გენერალური ასამბლეის აღორძინება. სხვა საკითხები, რომელსაც ტრეკი შეეხო იყო: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, განიარაღება და მშვიდობის რეალიზება, ადამიანის უფლებების დაცვა ყველასთვის და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენის შერბილებით.[3][4][5]
ვიცე-პრეზიდენტები
2010 წლის 11 ივნისს სესიის ვიცე-პრეზიდენტებად დაინიშნენ შემდეგი ქვეყნები:[4][6]
ტრადიციისამებრ, გენერალური ასამბლეის ყოველი სესიის წინ გენერალური მდივანი ატარებს კენჭისყრას იმის დასადგენად, თუ რომელი წევრი სახელმწიფო დაიკავებს პირველ ადგილს გენერალური ასამბლეის დარბაზში სესიისთვის, ხოლო სხვა წევრი სახელმწიფოები მიჰყვებიან მათი სახელის ინგლისური თარგმანის მიხედვით. 64-ე სესიისთვის კამბოჯა აირჩიეს გენერალური ასამბლეის პალატის პირველი ადგილის დასაკავებლად.[5]
გენერალური დებატები
64-ე სესიის გენერალური დებატები გაიმართა 2009 წლის 24-26 და 28-29 სექტემბერს. გენერალურ დებატებზე წევრ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ ის საკითხები, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ, ასევე მათი მოლოდინები სესიის განმავლობაში გენერალური ასამბლეის საქმიანობის შესახებ.[7]
გამოსვლის საშუალება ეძლევათ ჯერ წევრ სახელმწიფოებს, შემდეგ დამკვირვებელ სახელმწიფოებს და სუპრანაციონალურ ორგანოებს. გამომსვლელები შედიან სპიკერთა სიაში მათი მოთხოვნის თანმიმდევრობით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ მინისტრებს და ხელისუფლების სხვა მსგავსი ან უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლებს. გენერალური დებატების მოქმედი წესების მიხედვით, განცხადებები უნდა იყოს გაეროს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ან ესპანურ ენაზე და გადაითარგმნოს გაეროს თარჯიმნების მიერ.[8]
მთავარ არჩევნებამდე გენერალურმა ასამბლეამ, შუალედურ არჩევნებში, ასევე აირჩია ავსტრალია, ფინეთი, მალტა და თურქეთიახალი ზელანდიის, შვედეთის, საბერძნეთისა და პორტუგალიის ჩასანაცვლებლად 2010 წლის 1 იანვრიდან. ავსტრალიისა და ფინეთის ვადა ამოიწურა 2010 წლის 31 დეკემბერს, ხოლო მალტისა და თურქეთის 2011 წლის 31 დეკემბერს.[10]
2010 წლის 9 სექტემბერს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია ამერიკელი ჯოან დონოჰიუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლე თომას ბიურგენთალის დარჩენილი ვადის შესავსებად. ბუერგენთალი სასამართლოში პირველად 2000 წელს აირჩიეს და ხელახლა აირჩიეს 2006 წლის 6 თებერვალს. მისი ვადა თავდაპირველად სრულდებოდა 2015 წლის 5 თებერვალს.[12]
სქოლიო
↑ 1.01.164th session. United Nations (n.d.). ციტირების თარიღი: 13 September 2019