გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი საგანგებო რიგგარეშე სესია

ლესტერ ბოულს პირსონის, რომელმაც 1957 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო სუეცის კრიზისის განმუხტვაში შეტანილი წვლილისთვის, საპატივცემული მემორიალი.

გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი საგანგებო სპეციალური სესია — მოიწვიეს 1 ნოემბერს და დასრულდა 1956 წლის 10 ნოემბერს სუეცის კრიზისის გადაწყვეტით და გაეროს საგანგებო ძალების (UNEF) შექმნით. საგანგებო რიგგარეშე სესია მოიწვიეს იმის გამო, რომ უშიშროების საბჭომ ვერ გადაჭრა სუეცის არხის კრიზისი, გამოიყენეს რეზოლუცია „გაერთიანება მშვიდობისთვის“, რომელმაც საკითხი უშიშროების საბჭოდან გადაიტანა გენერალურ ასამბლეაზე. სესიის მეოთხე დღეს კანადის წარმომადგენელმა ლესტერ პირსონმა წარმოადგინა გაეროს პოლიციის კონცეფცია. გაეროს საგანგებო ძალების (პირველი სამშვიდობო ძალების) შექმნა გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა 57 ხმით და ნული მოწინააღმდეგით, კენჭისყრისას თავი შეიკავა 19-მა ქვეყანამ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, ეგვიპტემ, საბჭოთა კავშირმა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ.[1]

ფონი

საკითხი წარმოისვა ეგვიპტის მიერ ისრაელზე მრავალწლიანი თავდასხმების შემდეგ. ეგვიპტემ გააუქმა 1936 წლის ანგლო-ეგვიპტური ხელშეკრულება, დაიწყო ისრაელის გემების შეზღუდვა და 1955 წელს იარაღის შესაძენად მიმართა ჩეხოსლოვაკიას. 1956 წლის ივლისში შეერთებულმა შტატებმა გააუქმა ფინანსური დახმარება ეგვიპტის ასვანის კაშხლის პროექტისთვის, რამაც ეგვიპტეს უბიძგა სუეცის არხის კომპანიის ნაციონალიზაციისკენ. სექტემბერში უშიშროების საბჭო შეიკრიბა, რათა განეხილა „სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ეგვიპტის მთავრობის ცალმხრივი ქმედებით სუეცის არხზე მოქმედი საერთაშორისო რეჟიმის დასასრულებლად“ და „ზოგიერთი სახელმწიფოს, განსაკუთრებით საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული ეგვიპტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომლებიც წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების სერიოზულ დარღვევას“.[1]

ოქტომბერში უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 118, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებს ეგვიპტის სუვერენიტეტის პატივისცემისაკენ და სუეცის არხის ექსპლუატაციის იზოლირებას ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკისგან.[2] თუმცა მალე ისრაელი ეგვიპტეში შეიჭრა. რეზოლუციის ამერიკულ პროექტს, რომელიც ისრაელს ეგვიპტიდან საზავო ხაზების მიღმა გასვლისკენ მოუწოდებდა, ვეტო დაადეს საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ, რომლებიც შეუერთდნენ ისრაელის ძალებს შეჭრაში. უშიშროების საბჭოს 31 ოქტომბერს მიღებულმა 119-ე რეზოლუციამ აღიარა მისი წარუმატებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, როგროც ეს მოცემულია 1950 წლის „გაერთიანება მშვიდობისთვის“ რეზოლუციაში, რამაც გამოიწვია გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიის გამართვა.[3]

საგანგებო სესია

საგანგებო სესიის პირველ დღეს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ამერიკული რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა ისრაელს სასწრაფოდ გაეყვანა თავისი ჯარები ეგვიპტიდან საზავო ხაზების მიღმა. რეზოლუციას მხარუ დაუჭირა 64-მა სახელმწიფომ, 5 წინააღმდეგი იყო და 6-მა თავი შეიკავა. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ისრაელი, ავსტრალია და ახალი ზელანდია — ყველა წინააღმდეგი იყო. კანადამ თავი შეიკავა და დაასახელა გაეროს როლის ნაკლებობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რაც ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ დროებით გახდის.[1][4]

იმ დროს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ლესტერ პირსონი გაეროს გენერალურ მდივანთან ერთად განიხილავდა გაეროს პოლიციის იდეას. 4 ნოემბერს კანადის მინისტრმა წარმოადგინა წინადადება სამშვიდობო ძალის შექმნის შესახებ და მიღებულ იქნა კონცეფციის მხარდამჭერი რეზოლუცია. რეზოლუცია მიღებული იქნა 57 მხარდაჭერით და ნული მოწინააღმდეგით, თუმცა 19 არ დაესწრო კენჭისყრას, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ეგვიპტე, საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა. იმავე დღეს, გაეროს ზავის ზედამხედველობის ორგანიზაციის (UNTSO) შტაბის უფროსი, ედსონ ბურნსი, დაინიშნა ახალი სამშვიდობო ძალის მეთაურად, როგორც მისი სარდლობის ხელმძღვანელი. მას უფლება ჰქონდა დაექირავებინა UNTSO-ს წევრი სახელმწიფოები და გაეგრძეელბინა შემდგომი რეკრუტირება სხვა წევრი სახელწმიფოებიდან, გარდა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისა.[1][4]

6 ნოემბერს გენერალურმა მდივანმა გენერალურ ასამბლეას წარუდგინა წინასწარი ანგარიში, რომელიც განსაზღვრავს UNEF-ის კონცეფციას და ფარგლებს და ადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს. მეორე დღეს ანგარიში მიღებულ იქნა, ყოველგვარი შესწორებების გარეშე, 64 მხარდამჭერით, ნული მოწინააღმდეგით და 12 დაუსწრებლით, მათ შორის: ეგვიპტე, ისრაელი, სამხრეთ აფრიკა, საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა. გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რადგან გეგმაში შედიოდა საერთაშორისო ძალების სუეცის არხთან განლაგება, რაც მათ განაცხადეს, რომ მათი განზრახვა იყო მთელი ამ დროის განმავლობაში. საბჭოთა კავშირმა თავი შეიკავა, რადგან თვლიდა, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა გაეროს წესდებას, და წინააღმდეგ არ მისცა ხმა, რათა ეგვიპტის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია თავიდან არიდებული ყოფილიყო. გეგმის განსახორციელებლად შეიქმნა მრჩეველთა კომიტეტი, რომელიც შედგებოდა ბრაზილიის, კანადის, შრი-ლანკის, კოლუმბიის, ინდოეთის, ნორვეგიისა და პაკისტანის წარმომადგენლებისაგან, გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით.[1][4]

საგანგებო რიგგარეშე სესია დასრულდა 1956 წლის 10 ნოემბერს გაეროს ახალი საპოლიციო ძალების (სამშვიდობოების) შექმნით კონფლიქტის დასასრულებლად.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Security Council. (1956-10-31) First United Nations Emergency Force (UNEF I). United Nations. ციტირების თარიღი: 2008-07-17.
  2. Security Council. (1956-10-13) Resolution 118: Complaint by France and the United Kingdom against Egypt. United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-02. ციტირების თარიღი: 2008-07-17.
  3. Security Council. (1956-10-31) Resolution 119: Complaint by Egypt against France and the United Kingdom. United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2008-07-17.
  4. 4.0 4.1 4.2 General Assembly. (1956-10-31) Resolutions adopted by the General Assembly during its first emergency special session. United Nations. ციტირების თარიღი: 2008-07-17.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!