ლესტერ პირსონი

ლესტერ პირსონი
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1897(1897-04-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი ტორონტო
გარდაცვალების თარიღი 27 დეკემბერი, 1972(1972-12-27)[1] [2] [3] [5] [6] [7] [8] [9] (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი ოტავა
მოქალაქეობა  კანადა
განათლება ტორონტოს უნივერსიტეტი, სენტ-ჯონის კოლეჯი და Peterborough Collegiate
მამა Reverend Edwin Arthur Pearson[10]
მეუღლე/ები Maryon Pearson
შვილ(ებ)ი Geoffrey Pearson
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[11] [12] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი, ღირსების ორდენი, კანადის ორდენის კომპანიონი, ლავალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[13] , Victory Medal, ელისაბედ II-ის კორონაციის მედალი, Honorary doctorate from University of Toronto, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პრისტონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Honorary doctor of the University of Ottawa, Canadian Baseball Hall of Fame, honorary doctorate from the McGill University, Canadian Newsmaker of the Year, 1914–15 Star, Herzl Award და Albert B. Corey Prize[14]

ლესტერ ბოულს პირსონი (ინგლ. Lester Bowles Pearson; დ. 23 აპრილი, 1897, ნიუტონბრუკი, ონტარიო, კანადა — გ. 27 დეკემბერი, 1972, ოტავა, კანადა) — კანადელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, კანადის მე-14 პრემიერ-მინისტრი 1963-1968 წლებში. 1957 წელს მოიპოვა ნობელის მშვიდობის პრემია, რადგან მოახდინა გაეროს საგანგებო ძალების ორგანიზება, სუეცის არხის კრიზისის მოსაგვარებლად.

ბიოგრაფია

დაიბადა 1897 წლის 23 აპრილს ირლანდიური წარმოშობის ღარიბი მეთოდისტი მღვდლის ედვინ არტურ პირსონისა და მისი მეუღლის ენ სარაჰის ოჯახში. განათლება მიიღო ტორონტოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში.

პირსონს ჰყავდა ორი ძმა ვაუგჰან ვჰიტერ პირსონი და მარმადუკ პირსონი. მალევე ლესტერის მამამ ახალგაზრდა ოჯახთან ერთად ქალაქ აურორაში გადავიდა, სადაც ის მღვდელმსახურებას აღავლენდა. პირსონმა 1913 წელს 16 წლის ასაკში დაამთავრა ჰამილტონის კოლეჯი, რომლის შემდეგაც ის ჩაირიცხა ტორონტოს უნივერსიტეტის ვიქტორიის კოლეჯში. პირსონი ვიქტორიის კოლეჯში ისტორიის და ფსიქოლოგიის კურსზე წარჩინებით გამოირჩეოდა, რომლის შედეგადაც მან კანადის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ხარისხი მიიღო. ვიქტორიის კოლეჯის დასრულების შემდგომ პირსონმა ოქსფორდში წმინდა ჯონის კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია მოიპოვა, სადაც ის 1921-1923 წლებში სწავლობდა.

სპორტული ინტერესები

ტორონტოს უნივერსიტეტში სწავლის დროს პირსონი აქტიურად თამაშობდა რაგბსა და კალათბურთს. პირსონი ასვე აქტიურად თამაშობდა ოქსფორდის ჰოკეისგუნდში, სადაც ის 1923 წელს სპენგლერის თასი მოიგო. პირსონი ასევე აქტიურად იყო გატაცებული ბეისბოლით და ლაკროისის თამაშით. პირსონი საკმაოდ ნიჭიერი ბეისბოლის მოთამაშე იყო, რის გამოც ის ნახევრად პროფესიონალურ გუნდში თამაშობდა, რომლის შედეგადაც ის ჩრდილოეთ ამერიკაში ბევრს მოგზაურობდა. პირსონი ასევე გატაცებული იყო და კარგად ფლობდა გოლფს და ჩოგბურთს.

პირველი მსოფლიო ომი

პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე, 1915 წელს პირსონი კანადის არმიის სამედიცინო კორპუსში გაწევრიანდა, რომელიც კანადის საზღვრებს გარეთ გაგზავეს. მისი მსახურობის პერიოდში პირსონი დისლოცირებული იყო სამხრეთ ევროპაში და ეგვიპტეში, რის შემდეგაც იგი იბრძოდა სალონიკის ფრონტზე. კონფლიქტის პერიოდში იგი ასევე სამედიცინო დახმარებას და კონსულტაციას უწევდა სერბიის არმიას. სამედიცინო კორპუსში მსახურობის დროს პირსონმა ლეიტენანტის ჩინს მიაწია, რომლის შემდგომაც მან ავიაციაში გადაყვანა მოითხოვა. ავიაციაში გადაყვანიდან მალევე პირსონი ორჯერ დაშავდა. მან ფრენა ინგლისში ჰენდონის ავიაბაზაზე ისწავლა. პირსონი მისი პირველი ფრენის დროს მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა.

1918 წელს ლონდონში უშუქობის დროს პირსონს ავტობუსი დაეჯახა, რომლის შედეგადაც იგი კანადაში სარეაბილიტაციოდ გააგზავნეს, მაგრამ იგი მალევე სამხედრო სამსახურიდან გაანთავისუფლეს. მისი მფრინავობის პერიოდში პირსონმა მისი მეტსახელი მაიკი მიიღო, ვინაიდან მისი ფრენის ინსტრუქტორი ლესტერი მფრინავისთვის შეუფერებელ სახელად მიიჩნევდა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ პირსონი ლესტერს ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერის ან საჯარო შეკრებებზე დასწრების დროს იყენებდა, მაგრამ მისი ახლო მეგობრები და ოჯახის წევრების მას მუდმივად მაიკად მოიხსენიებდნენ.

ომის შემდგომი წლები

ომის დასრულების შემდეგ პირსონი ტორონტოს უნივერსიტეტში სწავლას დაუბრუნდა და 1919 წელს ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. სწავლის დასრულების შემდგომ პირსონი ერთი წლის განმავლობაში ჰამილტონში და ჩიკაგოში ხორცის შემფუთავად მუშაობდა, რითაც უკმაყოფილო იყო.

ოქსფორდი

სტიპენდიის მოპოვების შემდგომ პირსონი ორი წლის განმავლობაში ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ჯონის კოლეჯში სწავლობდა, სადაც მან 1923 წელს თანამედროვე ისტორიის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. 1925 წელს კანადაში დაბრუნების შემდგომ პირსონმა ტორონტოს უნივერსიტეტში ისტორიის სწავლება დაწყო.

პოლიტიკური კარიერა

დიპლომატიური სამსახური

მისი კარიერა დიპლომატიური სამსახურით დაიწყო 1928 წელს, 1941 წლიდან მუშაობდა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში, 1945 წლიდან კანადის ელჩია აშშ-ში, 1948-1952 წლებში ხელმძღვანელობს კანადის დელეგაციას გაეროში, 1952-1953 წლებში გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეა. მონაწილეობდა ჩრდილოეატლანტიკური პაქტის ხელმოწერაში.

1957 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია სუეცის კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების გამო. შემდეგ მან წამოიწყო გაეროს სამშვიდობო ძალების შექმნაზე მუშაობა, რამაც ხელი შეუწყო 1956 წლის არაბეთ-ისრაელის ომის დასრულებას.

დეპუტატი, მინისტრი, პრემიერი

1948 წლიდან პარლამენტის წევრია ლიბერალური პარტიის რიგებიდან, მუშაობდა ლუი სენ-ლორანის კაბინეტში, ხოლო შემდეგ სახელმწიფო მდივნად საგარეო საქმეთა საკითხებში (საგარეო საქმეთა მინისტრი). 1958 წლის არჩევნებზე ლიბერალების გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, იგი გახდა პარტიის ხელმძღვანელი.

პირსონის როგროც ოპოზიციის ლიდერის პირველი საპარლამენტო სხდომა მძიმედ დაიწყო. ჯონ დიფენბეკერთან დებატების დროს პირსონმა ხელისუფლების დათმობა არჩევნების გარეშე მოსთხოვა, ვინაიდან ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი იყო. საპასუხოდ დიფენბეკერმა ლიბერალების საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც კრიზისი წლის ბოლოს იყო მოსალოდნელი. დოკუმენტის გასაჯაროვებამ 1957 წლის ლიბერალების საარჩევნო კამპანიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

დოკუმენტის გასაჯაროვების შემდგომ 1958 წლის არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა. არჩევნებში პარტიამ ადგილების ნახევარი დაკარგა, დიფენბაკერის კონსერვატიულმა პარტიამ 265 ადგილიდან 208 მოიპოვა. არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი კვებეკი წააგო, რომელიც 1917 წლიდან მუდმივად ლიბერალური პარტიის კონტროლის ქვეშ იყო.

1960 წელს არჩევნების კატასტროფული წაგების შემდგომ პირსონმა მოაზროვნეები შეკრიბა, რომლებმაც ლიბერალური პარტიის მომავალი პოლიტიკა შეიმუშავეს. ლიბერალური პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდგომ პირსონმა აღნიშნული პოლიტიკათა უმრავლესობის იმპლემენტაცია განახორციელა.

1962 წლის არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა, მმართველმა პარტიამ ხელისუფლების ფორმირებისთვის საჭირო მანდატები ვერ მოიპოვა და უმცირესობაში მყოფი მთავრობა ჩამოაყალიბა. არჩევნებიდან მალევე პირსონმა კონსერვატორების მერყეობა აშშ-ს ატომური იარაღის კანადურ რაკეტებზე გამოყენებასთან დაკავშირებით მის სასარგებლოდ გამოყენა. კანადის თავდაცვის მინისტრი დუგლას ჰარკენსი გადადგა, ხოლო მეორე დღეს კანადის მთავრობამ უნდობლობის ვოტუმი ორჯერ წააგო, რამაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოიწვია. არჩევნებში ლიბერალებმა 129 მანდატი მოიპოვეს, აქედან 95 კონსერვატორებისგან. არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ ხმების 41 პროცენტი მიიღო, მაგრამ უმრავლესობისთვის საჭირო 5 ხმა ვერ მოიპოვა. სოციალური კრედიტის პარტიის მხარდაჭერის შედეგად პირსონს მთავრობის ფორმირების საშუალება მიეცა, რის შემდგომაც დიფენბაკერი თანამდებობიდან გადადგა.

1963 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის რამდენიმე მცირე პარტიის მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ლიბერალების უმცირესობის მთავრობა. ტომი დუგლასთან და რეგიონალური დონის სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, იგი ითვლება კანადის თანამედროვე სოციალური უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ შემქმნელად, კერძოდ, 40-საათიანი სამუშაო კვირა და ორკვირიანი ანაზღაურებადი შვებულების გარანტია, ახალი მინიმალური ხელფასის შემოღება, ფედერალური საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სახელმწიფოს ხარჯზე, კანადის საპენსიო პროგრამა და სახელმწიფო სტუდენტური სესხები. მის დროს მიიღეს კანონი, რომელმაც ფაქტობრივად გააუქმა სიკვდილით დასჯა ქვეყანაში.

1965 წელს პრემიერმა წარმოადგინა კანადის ახალი დროშა (დაამატა ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი). ასევე შეცვალა ჰიმნი. ყველაფერი ეს და ასევე 1967 წელს კანადის კონფედერაციის ასი წლის იუბილის აღნიშვნა მოწმობდა ეროვნული თვითშეგნების ზრდას.

კვებეკის პროვინციაში მღელვარებების პერიოდში, რომელიც გამოწვეული იყო ფრანკო-კანადური სეპარატიზმით, მან გაატარა „კოოპერატიული ფედერალიზმის“ პოლიტიკა, შექმნა სამეფო კომისია, შემოიღო ბილიგვიზმი და ბიკულტურალიზმი, კვებეკელ მეამბოხეებთან გარკვეულ დათმობებზე წავიდა. პირსონის პრემიერობის დროს, 1967 წლის ივლისში შედგა საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლის სკანდალური ვიზიტი, როდესაც მან წარმოთქვა ცნობილი სიტყვა „გაუმარჯოს დამოუკიდებელ კვებეკს!“

მიუხედავად იმისა, რომ პირსონი ხელისუფლებაში მოვიდა უფრო პრო-ამერიკული პროგრამით, ვიდრე მისი კონსერვატიული მოწინააღმდეგე დიფენბეიკერი, იგი აშშ-საგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა. კერძოდ პირსონი ეწინააღმდეგებოდა კანადის მონაწილეობას ვიეტნამის ომში და მისმა მთავრობამ პირველად შემოიღო დამატებითი გადასახადი უცხოური კაპიტალით კონტროლირებადი კომპანიების შემოსავალზე.

გადადგომა და პოლიტიკიდან წასვლა

1967 წელს პირსონმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რასაც მალევე პარტიის ყრილობა და ახალი ლიდერის არჩევა მოჰყვა. პარტიის მიერ პირსონის შემცვლელად პიერ ტრიუდო იყო არჩეული, რომელიც პირსონის კაბინეტში იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. ტრიუდოს მსგავსად პირსონის კაბინეტის წევრები ჯონ ტერნერი და ჟან შეტიენიც კანადის პრემიერმინისტრები გახდნენ.

1968 წლიდან 1969 წლამდე პირსონი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო განვითარების კომისიის თავმჯდომარეობდა. გადადგომიდან მალევე პირსონი კალრტონის უნივერსიტეტში ისტორიის და პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით ლექციებს კითხულობდა. 1970 და 1972 წლამდე იგი საერთაშორისო განვითარების ცენტრის ერთ-ერთი მმართველი იყო. 1969-1972 წლამდე პირსონი კალრტონის უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობას იკავებდა.

ნობელის პრემია

გაეროს მეშვეობით სუეცის კრიზისის გადაჭრის გამო 1957 წელს პირსონს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა. კომისიის განცხადებით პირსონის ძალისხმევამ „მსოფლიო გადაარჩინა“, მაგრამ მისი კრიტიკოსების განცხადებით პირსონის ქმედებებმა კანადის და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები გააუარესა. სუეცის კრიზისის გადაჭრის გამო პირსონი დაგ ჰამარშელდთან ერთად გაეროს სამშვიდობო მისიის დამფუძნებლად მიიჩნევა. პირსონის მიერ შეტანილი წვლილის გამო მის პატივსაცემად ნობელის პრემიის მედალი კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათაო ოფისის მისაღებში არის განთავსებული.

ავადმყოფობა და გარდაცვალება

1970 წელს პირსონს ანევრიზმის ოპერაცია გაუკეთდა, რისთვისაც ექიმები იძულებულნი გახდნენ მისი მარჯვენა თვალი ამოეღოთ[15].

პოლიტიკიდან წასვლის შემდგომ პირსონი მისი კარიერის შესახებ 3 ნაწილიან ავტობიოგრაფიის დაწერას აპირებდა, 1972 წლის ნობერისთვის მან მისი მეორე წიგნის რამდენიმე თავის დაწერა მოახერხა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. პირსონი შეეცადა მემუარების წერა გაეგრძელებინა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა ეტაპობრივად უარესდებოდა, რაც მის მუშაობას ხელს უშლიდა.

1972 წლის 27 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ კიბო ღვიძლში გავრცელდა და პერსონი კომაში ჩავარდა. გარდაიცვალა ამავე დღის ბოლოს, ოტავაში[16]. დაკრძალეს მაკლარენის სასაფლაოზე[17].

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. University of Toronto, Laval University Dictionary of Canadian Biography, Dictionnaire biographique du Canada / G. Brown, D. Hayne, F. Halpenny et al. — UTP, Presses de l'Université Laval, 1959. — ISSN 0420-0446; 0070-4717
  5. 5.0 5.1 Library of Parliament — 1876.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 GeneaStar
  9. 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. geni.com — 2006.
  11. The Nobel Peace Prize 1957Nobel Foundation.
  12. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  13. Liste complète des récipiendaires de 1864 à aujourd'huiLaval University.
  14. https://cha-shc.ca/prize-winner/lester-b-pearson/
  15. „Pearson hovers near death as cancer spreads to his liver“. The Globe and Mail. 28 December 1972. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 17 September 2014.
  16. „Lester Pearson dies in Ottawa“. The Globe and Mail. 28 December 1972. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 17 September 2014.
  17. Historic Sites and Monuments Board of Canada – Former Prime Ministers and Their Grave Sites – The Right Honourable Lester Bowles Pearson. Government of Canada (20 December 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 27 February 2014.


Read other articles:

American baseball player Baseball player Walt MastersonPitcherBorn: (1920-06-22)June 22, 1920Philadelphia, Pennsylvania, U.S.Died: April 5, 2008(2008-04-05) (aged 87)Durham, North Carolina, U.S.Batted: RightThrew: RightMLB debutMay 8, 1939, for the Washington SenatorsLast MLB appearanceSeptember 24, 1956, for the Detroit TigersMLB statisticsWin–loss record78–100Earned run average4.15Strikeouts815 Teams Washington Senators (1939–1942, 1945–1949) Bosto...

14th episode of the 1st season of Star Trek: The Animated Series The Slaver WeaponStar Trek: The Animated Series episodeChuft-Captain, a KzinEpisode no.Season 1Episode 14Directed byHal SutherlandWritten byLarry NivenStory byLarry NivenProduction code22011Original air dateDecember 8, 1973 (1973-12-08)Episode chronology ← PreviousThe Ambergris Element Next →The Eye of the Beholder List of episodes The Slaver Weapon is the fourteenth episode of the first season ...

Province of Iran Golestan redirects here. For other uses, see Golestan (disambiguation). Province in Region 1, IranGolestan province استان گلستانProvinceGonbad-e Qavus towerLocation of Golestan province in IranCoordinates: 37°20′N 55°09′E / 37.333°N 55.150°E / 37.333; 55.150CountryIranRegionRegion 1[1]CapitalGorganCounties14Government • Governor-generalAli-Mohammad ZanganehArea[2] • Total20,367 km2 (7,864&...

Para otros usos del término DME, véase DME. Una estación de DME o equipo telemétrico en Alemania. El equipo telemétrico (DME, del inglés: distance measuring equipment) es un sistema electrónico que permite establecer la distancia entre este y una estación emisora, reemplazando a las radiobalizas en muchas instalaciones. Generalmente ligado a la aeronáutica, el DME es uno de los sistemas de ayuda a la navegación habitualmente presentes en cualquier aeronave. Proporciona una medición...

Linguado Meunière Meunière [1] é um molho francês e um método de preparação, principalmente para peixes. A própria palavra significa esposa do moleiro em francês. [2] Assim, cozinhar algo à la meunière era cozinhá-lo primeiro passando-o pela farinha. [3] Um molho meunière é uma preparação simples - manteiga marrom, salsa picada e limão - e o nome se refere à sua natureza rústica simples. Preparação Existem duas maneiras principais de preparar o peixe (mais popularmente, l...

Este artículo o sección necesita referencias que aparezcan en una publicación acreditada.Este aviso fue puesto el 8 de abril de 2019. Bandera de Kazajistán Datos generalesUso Proporción 1:2Adopción 4 de junio de 1992 (31 años)Colores      Azul celeste     AmarilloDiseño Un sol dorado con 32 rayos sobre un águila esteparia dorada, ambos centrados en un campo azul cielo. El lado del polipasto muestra un patrón ornamental nacional ...

Sam Durant Sam Durant (* 1961 in Seattle) ist ein US-amerikanischer Bildhauer und Installationskünstler.[1] Leben und Werk Durant studierte am Massachusetts College of Art and Design in Boston und legte den Master of Fine Arts am California Institute of the Arts in Valencia ab.[2] Er lehrt am California Institute of the Arts.[3] „Im Mittelpunkt von Sam Durants Arbeit steht seit der Mitte der 1990er Jahre die amerikanische Geschichte – ihre Denkmäler, Nationalmyth...

Alison RamsayAlison Gail Ramsay Загальна інформаціяНаціональність британкаГромадянство  Велика Британія[1]Народження 16 квітня 1959(1959-04-16) (64 роки)ЛондонЗріст 167 смВага 56 кгСпортКраїна Велика БританіяВид спорту хокей на травіКлуб Glasgow Western, Glasgow (GBR) Участь і здобутки Нагороди Олімпі

سيتيمو تورينيزي    شعار الاسم الرسمي (بالإيطالية: Settimo Torinese)‏  الإحداثيات 45°08′00″N 7°46′00″E / 45.133333333333°N 7.7666666666667°E / 45.133333333333; 7.7666666666667  [1] تقسيم إداري  البلد إيطاليا[2]  التقسيم الأعلى مدينة تورينو الحضرية (1 يناير 2015–)  خصائص جغرافية  ا...

117th season of Everton F.C. Everton 2013–14 football seasonEverton2013–14 seasonChairmanBill KenwrightManagerRoberto MartínezStadiumGoodison Park (39,571)[1]Premier League5thFA CupSixth roundLeague CupThird roundTop goalscorerLeague: Romelu Lukaku (15)All: Romelu Lukaku (16)Average home league attendance37,732[2] Home colours Away colours ← 2012–132014–15 → The 2013–14 season was Everton's 22nd season in the Premier League and 60th consecutive...

Pengeboman kedutaan besar IranBagian dari Imbas Perang Saudara Suriah di LebanonLetak Beirut di LebanonLokasiJinah, Beirut, LebanonKoordinat33°51′21.55″N 35°29′21.92″E / 33.8559861°N 35.4894222°E / 33.8559861; 35.4894222Koordinat: 33°51′21.55″N 35°29′21.92″E / 33.8559861°N 35.4894222°E / 33.8559861; 35.4894222Tanggal19 November 2013 (2013-11-19) (EET)SasaranKedutaan besar Iran, BeirutJenis seranganPengebom bunuh diri...

Monarchism in the United States is the advocacy of a monarchical form of government in the United States of America. During the American Revolution a significant element of the population remained loyal to the British crown. However, aside from a few considerations in the 1780s, since independence there has not been any serious movement for an American monarchy. Revolutionary period Main article: Loyalist (American Revolution) The Flag of British America. Used by the Thirteen American Colonie...

Canadian politician (1940–2019) The HonourableBill McKnightPC SOMMinister of Energy, Mines, and ResourcesIn officeJanuary 4, 1993 – June 24, 1993Prime MinisterBrian MulroneyPreceded byArthur Jacob EppSucceeded byBobbie SparrowMinister of AgricultureIn officeApril 21, 1991 – January 3, 1993Prime MinisterBrian MulroneyPreceded byDon MazankowskiSucceeded byCharles MayerMinister of National DefenceIn officeJanuary 30, 1989 – April 20, 1991Prime MinisterBrian...

Japanese imaging company Mamiya Digital Imaging Co., Ltd.TypeCamera and lens manufacturerIndustryDigital imaging and photographyFoundedMay 1940HeadquartersTokyo, JapanKey peopleSeiichi Mamiya, founderProductsCameras, Optical and other productsNumber of employees200ParentPhase One Mamiya Digital Imaging Co., Ltd. (Japanese: マミヤ・デジタル・イメージング 株式会社, Hepburn: Mamiya Dejitaru Imējingu Kabushiki-gaisha, IPA: [maꜜmija deʑitaɾɯ imeꜜːʑiŋɡɯ kabɯɕi...

College in Punjab, India This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Lala Lajpat Rai Institute of Engineering and Technology – news · newspapers · books · scholar · JSTOR (July 2022) (Learn how and when to remove this template message) This article about higher education may require cleanup. Please revie...

1936 film by Arthur Lubin YellowstoneVideo cover of 1936 movie YellowstoneDirected byArthur LubinWritten byJefferson Parker&Stuart PalmerHouston BranchBased onstory by Arthur PhillipsProduced byVal Paul (associate producer)StarringHenry HunterJudith BarrettAndy DevineCinematographyMilton R. KrasnerEdited byMaurice WrightMusic byClifford VaughanProductioncompanyUniversal PicturesDistributed byUniversal PicturesRelease date September 1, 1936 (1936-09-01) (United States) &...

  لمعانٍ أخرى، طالع كيفن مور (توضيح). هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (ديسمبر 2018) كيفن مور (بالإنجليزية: Kevin Moore)‏    معلومات شخصية الميلاد 26 مايو 1967 (56 سنة)  لونغ آيلند  مواطنة الولايات الم...

العلاقات الأسترالية الكورية الشمالية أستراليا كوريا الشمالية   أستراليا   كوريا الشمالية تعديل مصدري - تعديل   العلاقات الأسترالية الكورية الشمالية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين أستراليا وكوريا الشمالية.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين...

Beauty pageant title in Puerto Rico Miss Grand Puerto RicoFormation2013TypeBeauty pageantHeadquartersSan JuanLocationPuerto RicoMembership Miss Grand InternationalOfficial language SpanishPresidentMiguel R. DelizNational directorNicole ColónParent organizationNuestra Belleza Puerto Rico, Inc. (2016 – Present) Miss Grand Puerto Rico is a national title bestowed upon a woman chosen to represent Puerto Rico at Miss Grand International,[1][2] an annual international b...

Group of fraternal organizations Masonic and Freemason redirect here. For the ghost town, see Masonic, California. For other uses, see Freemason (disambiguation). Freemasons redirects here. For the house music producers, see Freemasons (DJs). Part of a series onFreemasonry Overview Grand Lodge Masonic lodge Masonic lodge officers Grand Master Prince Hall Freemasonry Regular Masonic jurisdiction Anglo-American Freemasonry Continental Freemasonry History History of Freemasonry Liberté chérie ...