ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო المجلس الوطني الانتقالي |
---|
|
|
აბრევიატურა |
NTC |
---|
შეიქმნა |
27 თებერვალი, 2011 |
---|
გაუქმდა |
8 აგვისტო, 2012[1] |
---|
ტიპი |
დროებითი მთავრობა |
---|
მდებარეობა |
ლიბია |
---|
ენა |
არაბული |
---|
თავმჯდომარე |
მუსტაფა აბდულ ჯალილი |
---|
პრემიერ-მინისტრი |
აბდელ რაჰიმ ალ-კიბი |
---|
პრემიერ-მინისტრი |
მაჰმუდ ჯიბრილი |
---|
ქვეყანა |
ლიბია |
---|
თავმჯდომარე |
Mustafa Abdul Jalil |
ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო (არაბ. المجلس الوطني الإنتقالي) — ლიბიის დე-ფაქტო მთავრობა 2011 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ, რომლის ძალებმაც პოლკოვნიკ მუამარ კადაფის ჯამაჰირიის მთავრობა დაამხეს. საბჭო ლიბიას ომის შემდეგ ათი თვის მანძილზე მართავდა, 2012 წლის 7 ივლისს კი ჩაატარა საყოველთაო ეროვნული კონგრესის არჩევნები, რის შედეგადაც, 8 აგვისტოს ძალაუფლება გადასცა ახლად არჩეულ ასამბლეას.[2]
ეროვნული გარდამავალი საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება 2011 წლის 27 თებერვალს, ქალაქ ბენღაზიში გაკეთდა. მისი მიზანი პოლიტიკური რევოლუციის მოხდენა იყო. 5 მარტს, საბჭომ ოფიციალური განცხადება გამოსცა, რომელშიც ის საკუთარ თავს „ლიბიელი ხალხისა და ლიბიის სახელმწიფოს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად“ მიიჩნევდა.[3] 23 მარტს შეიქმნა აღმასრულებელი საბჭო, რომელსაც მაჰმუდ ჯაბრილი ხელმძღვანელობდა. 2011 წლის აგვისტოში, საბჭომ კონსტიტუციური დეკლარაცია გამოსცა, რომელშიც გაწერილი იყო თუ როგორ უნდა გადასულიყო ქვეყანა ახალი, არჩეული მთავრობით კონსტიტუციურ დემოკრატიაზე.
გარდამავალმა საბჭომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც ლიბიის ლეგიტიმურმა მთავრობამ[4] და გაეროში ქვეყნის ადგილიც დაიკავა.[5] ქვეყანას უბრალოდ ლიბიის რესპუბლიკა ეწოდა, მაშინ როდესაც კადაფის მთავრობის დროს მას ხალხთა დიდი სოციალისტური ლიბიის არაბთა ჯამაჰირია ერქვა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო