ანრი დაიბადა საფრანგეთის სამეფო ოჯახში, სენ-ჟერმენ-ან-ლაის სასახლეში 1519 წლის 31 მარტს. იგი იყო საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის და მისი პირველი მეუღლის დედოფალ კლაუდია დე ვალუას ვაჟი. ანრის ჰყავდა 1 უფროსი ძმა - ფრანსუა ვალუა. ასევე ჰყავდა უმცროსი და-ძმებიც: შოტლანდიის დედოფალი მადლენა ვალუა, ორლეანის ჰერცოგი შარლ დე ვალუა და სავოიის ჰერცოგინია მარგარიტა ვალუა. რადგანაც ანრი უმცროსი ვაჟი იყო იგი არ ემზადებოდა მეფობისათვის, ამიტომაც ანრი ორლეანის ჰერცოგი გახდა. ამ პერიოდში მიმდინარეობდა საშინელი ''იტალიური ომები''. 1525 წელს ბრძოლის დროს ანრის მამა, ფრანსუა საღვთო რომის იმპერატორმა და ესპანეთის მეფემ კარლოს V-მ ტყვედ აიყვანეს და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის საპყრობილეში გადაიყვანეს. ამ მოვლენებიდან მალე დაიდო ხელშეკრულება რის მიხედვითაც ანრი და მისი ძმა ფრანსუა ჩავიდოდნე ესპანეთში მამის სანაცვლოდ ტყვეობაში, 4 წლის მანძილზე. ასეც მოხდა ფრანსუა I განთავისუფლდა მისი ვაჟები კი ესპანეთის ციხეში დარჩნენ. წლების მანძილზე პატარა ანრის და მის ძმას სასტიკად სცემდნენ და აშიმშილებდნენ. 1531 წელს ანრი და ფრანსუა დაბრუნდნენ საფრანგეთის სამეფო კარზე.
ქორწინება
1532 წლიდან ანრის მამამ, მის დაოჯახებაზე დაიწყეს ფიქრი. მალე მან შესაფერის კანდიდატთა შორის შეარჩია ურბინოს ჰერცოგინია და ფლორენციის ჰერცოგის და, ეკატერინე მედიჩი. ამ ქორწინებით ფრანსუას ხელში გადავიდოდა ურბინოს საჰერცოგო, რომელსაც იგი პლაცტარმად გამოიყენებდა კარლოსის წინააღმდეგ ბრძოლისას. 1533 წლის 28 ოქტომბერს, ქალაქ მარსელში ანრი და ეკატერინე დააქორწინეს. მათ ჯვარი თვით რომის პაპმა, კლემენტე VII-მ დასწერათ. კლემენტე VII, ეკატერინეს ბიძად ერგებოდა,ამიტომაც ამ ქორწინებით ფრანგებმა რომის გულიც მოიგეს. მათი ქორწილის საზეიმო მსვლელობები 34 დღე გაგრძელდა, როგორც ისტორიკოსები იუწყებიან სწორედ მათ ქორწილში დამზადდა პირველი ნაყინი საფრანგეთის ისტორიაში. ამ დროისათვის ანრიც და ეკატერინეც სულ 14 წლისანი იყვნენ, თუმცა ორივემ კარგად იცოდა, რომ ეს ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკა იყო და მეტი არაფერი. ამიტომაც მამის მსგავსად არც ანრი ყოფილა ცოლის ერთგული მეუღლე.
ქორწინებიდან 10 წლის მანძილზე ანრის და ეკატერინეს შვილი არ უჩნდებოდათ.1536 წელს კი მოულოდნელად გარდაიცვალა ანრის უფროსი ძმა, საფრანგეთის დოფინი - ფრანსუა დე ვალუა. ამიტომაც დოფინი ანრი ხდება, რის გამოც მას აუცილებლად სჭირდება მემკვიდრე. 1538 წელს ანრის ერთ-ერთი საყვარლისაგან შეეძინა ქალიშვილი, რითაც დადასტურდა, რომ უშვილობა ეკატერინეს ბრალი იყო. მან დაიწყო უამრავი ბალახეულობისა და ნაყენების მიღება. ამას გარდა მათ ქორწინებას საფრთხეს ისით უქადდა, რომ ფრანსუა I-მა დაპირებული ურბინოს საჰერცოგო ვერ მიიღო და ანრისათვის ახალი საცოლის ძებნის დაწყებას აპირებდა.
თუმცა 1544 წელს ეკატერინემ ვაჟი გააჩინა, რის შემდგომაც ეკატერინემ ანრის კიდევ ცხრა შვილი გაუჩინა. თუმცა 1556 წელს ეკატერინემ ტყუპი გოგონები - ჟანა და ვიქტორია - გააჩინა, ისინი მალევე დაიღუპნენ და ამდენმა მშობიარობამ ეკატერინეს ჯანმრთელობაც შეურყია. ამიტომაც ეკატერინეს შვილის გაჩენა ექიმებმა სასტიკად აუკრძალეს. ამის შემდგომ კი ანრიმ კვლავ ახალი საყვარლები გაიჩინა და ეკატერინე სრულიად უყურადღებოდ დარჩა.
ანრი და დიანა
1534 წლიდან ანრის ყურადღება მიიპყრო გრაფ ლუი დე ბრეზის ქვრივმა დიანა დე პუატიემ. დიანა ანრიზე ოცი წლით უფროსი ქალი იყო თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, დიანა ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მშვენიერდებოდა. დაქვრივების შემდგომ კი, დიანა ყოველთვის შავ ან, თეთრ სამოსს იცვავდა, იმის აღსანიშნად, რომ გარდაცვლილ მეუღლეს გლოვობდა. დიანამ იმდენიც კი შესძლო, რომ ანრის თავისი მეუღლე სულ გადაავიწყდა. 1547 წლიდან კი, (მას შემდგომ რაც ანრი მეფე გახდა) დიანას მიენიჭა " სამეფო საყვარლის'' ტიტული.
მიუხედავად იმისა, რომ დიანას გამო ეკატერინე მედიჩი ( ანრის კანონიერი მეუღლე) ანრის საერთოდ აღარ ახსოვდა, დიანასა და ეკატერინეს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ამასთან ეკატერინემ საკუთარი სურვილით ანრის შესთავაზა, რომ მას აღეზარდა ანრისა და ეკატერინეს შვილები. დიანა ამ შეთავაზებას სიამოვნებით დასთანხმდა ამ შეთავაზებას.
მიუხედავად იმისა, რომ დიანა ანრის ერთადერთ ცხოვრებისეულ სიყვარულად ითვლება, ანრის მაინც ჰყავდა სხვა საყვარლები - ფილიპინა დუჩი, ჟანეტ სტიუარტი, ნიკოლ დე სავიჟნი და ა.შ. თუმცა მხოლოდ დიანას ჰქონდა "სამეფო საყვარლის ტიტული". თუმცა ანრის გარდაცვალების შემდგომ, მისმა სასტიკმა მეუღლემ ეკატერინე მედიჩიმ, შური იძია დიანაზე და იგი სამუდამოდ გააძევა პარიზიდან.
მეფობა
ანრი და პროტესტანტები
1547 წლის 31 მარტს გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I. ამავე წლის 25 ივნისს რეიმსის კათედრალში ანრი ეკურთხა საფრანგეთის მეფე ანრი II დე ვალუად, ხოლო ეკატერინე მედიჩი საფრანგეთის დედოფლად. ანრიცა და ეკატერინეც თავგამოდებული კათოლიკეები იყვნენ და საშინლად სძაგდათ პროტესტანტები, რომელთაც საფრანგეთში ჰუგენოტებს უწოდებენ. ანრი II უსასტიკესად დევნიდა ყველა პროტესტანტს. 1551 წლის 27 ივნისს სამოქალაქო საეკლესიო სასამართლოს უბრძანა აღმოეჩინა თითოეული ჰუგენოტი და მკაცრად დაესაჯათ ანუ ან დაეპატიმრებინათ, ან მოეკლათ, ან ქონება ჩამოერთმიათ. მან ცოცხლად დაწვათ ის დიდგვაროვნებიც და გლეხებით ვინც ჰუგენოტობა მიიღეს. ხოლო მათ ვისაც ბრალად ედებოდათ ჰუგენოტობა და დაზუსტებით არ იცოდნენ უბრალოდ ციხეებში სვავდნენ. ანრი ასევე მკაცრად აკონტროლებდა სასულიერო წიგნებსაც, რათა მათში რაიმე ერეტიკოსული არ ყოფილიყო გარეული. ჰუგენოტებს ჩამოერთვათ ქონება და სახელმწიფოს გადაეცა. საბოლოოდ ანრიმ მოისურვა საფრანგეთი მთლიანად '' გაეწმინდა'' ჰუგენოტებისაგან. ამის გამო მან 1549 წელს სამხრეთ ამერიკაში, თანამედროვე ბრაზილიის ტერიტორიაზე შექმნა პატარა ფრანგული კოლონია '' ანტარქტიკული ბრაზილია'', რომელიც მთლიანად შედგებოდა გადასახლებული ჰუგენოტებისაგან. ამას გარდა იგი ეხმარებოდა კათოლიკურ შოტლანდიასაც რომელსაც თავს პროტესტანტული ინგლისი ესხმოდა. კათოლიკე შოტლანდიელთა დასახმარებლად ანრიმ შოტლანდიაში უამრავი ფრანგი ჯარისკაცი გაგზავნა რომლებმაც მთლიანად განდევნეს ინგლისელები. ამ ფრანკო-შოტლანდიური ალიანსის განსამტკიცებლად ანრიმ თავისი უფროსი ვაჟი, საფრანგეთის დოფინი, ფრანსუა დანიშნა შოტლანდიის მცირეწლოვან დედოფალ, მარიამ სტიუარტზე, რომელიც 1548 წელს საფრანგეთში ჩავიდა.
იტალიური ომები (1551-1559)
1551 წელს ანრიმ ომი გამოუცხადა საღვთო რომის იმპერატორსა და ესპანეთის მეფე, კარლოს V-ს, ამ ფაქტით დაიწყო მერვე იტალიური ომი, რომელიც ზოგისათვის ცნობილია როგორც ჰაბსბურგ-ვალუების ბრძოლა ევროპაში ჰეგემონობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ანრი საფრანგეთში პროტესტანტებს სასტიკად უსწორდებოდათ, ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ იგი 1552 წელს გერმანელი კალვინისტების მოკავშირე გამხდარიყო და ისინი კარლოსის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამას გარდა ანრიმ განაახლა ფრანკო-ოსმალური ალიანსი და დადო ხელშეკრულება რომლითაც ოსმალეთს სამხრეთ საფრანგეთი უნდა დაეცვა. 1554 წელს ანრი შეიჭრა ლოთარინგიაში. ლოთარინგიაში ლაშქრობა წარმატებული აღმოჩნდა და დაიპყრო მისი 3 საეპისკოპო : ვერდენი, მეცი და ტულსა. 1553 წელს საფრანგეთის ჯარები დამართხდა ტოსკანაში გამართულ მარინიანოს ბრძოლაში.
1556 წელს კარლოს V ტახტიდან გადადგა. მისი სამფლობელოები კი გაიყვეს მისმა ვაჟმა ფილიპე II-მ და ძმამ ფერდინანდ I-მა. ფილიპემ ესპანეთის ტახტი დაიკავა, ფერდინანდმა კი საღვთო რომის იმპერიისა. 1556 წელს ფრანგებმა დაიპყრეს ქალაქი კასალე. 1557 წელს საფრანგეთის არმიამ ფრანსუა გიზის სარდლობით გაილაშქრა ნეაპოლზე, სამაგიეროდ ესპანეთის არმია ნიდერლანდიდან შეიჭრა ჩრდილოეთ საფრანგეთში. 1557 წლის 10 აგვისტოს სენ-კანტენთან საფრანგეთის მძიმე დამარცხებითა და პარიზისათვის შექმნილი მუქარით ესპანეთმა აიძულა ფრანგები შეეწყვიტათ ნეაპოლზე ლაშქრობა. 1558 წელს ანრიმ იხელთა დრო და გაილაშქრა ინგლისზე. ამავე წელს ფრანგებმა ინგლისელებს წაართვეს საპორტო ქალაქი კალე, რომელიც საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარეობდა და 1347 წელს დაკარგეს ფრანგებმა "ასწლიანი ომის" დროს. 1558 წლის 24 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაქორწინდნენ ანრის ვაჟი ფრანსუა და შოტლანდიის დედოფალი მარიამ სტიუარტი. ხანგრძლივმა ომმა ფინანსურად გამოფიტა მებრძოლი მხარეები და აიძულა დაედოთ კატო-კამბრეზის ზავი (1559 წლის აპრილი). ამ ზავით ესპანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებად ცხადდებიან.
გარდაცვალება
ესპანეთთან დაზავების შემდგომ ანრიმ განიზრახა ფრანკო-ესპანური ალიანსი დინასტიური ქორწინებით გაემყარებინა. 1558 წელს კი ამის რეალური შანსი გამოჩნდა, მას შემდეგ რაც ფილიპე II-ის ცოლი გარდაიცვალა. 1559 წლის 22 ივნისს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ფილიპეს მიათხოვა თავისი უფროსი ქალიშვილი ელიზაბეტა. 30 ივნისს კი მათ ქორწილში გამართულ საზეიმო ტურნირზე ანრიმ ბრძოლაში შოტლანდიელი გვარდიელი, ლორდი მონტგომერი გამოიწვია. შეჯიბრების დროს მონტგომერიმ ანრის თვალში შუბი მოარტყა და ცხენიდან გადმოაგდო. მეფემ მხედველობა დაკარგა, თუმცა 1559 წლის 10 ივლისს ანრი II გარდაიცვალა.
Guy, John (2012). My Heart is my Own: The Life of Mary Queen of Scots. Penguin Books Ltd.
Tazón, Juan E. (2003). The life and times of Thomas Stukeley (c.1525–78). Ashgate Publishing Ltd.
Thevet, André (2010). Portraits from the French Renaissance and the Wars of Religion. Translated by Benson, Edward. Truman State University Press.
Watkins, John (2009). "Marriage a la Mode, 1559:Elisabeth de Valois, Elizabeth I, and the Changing Practice of Dynastic Marriage". In Levin, Carole; Bucholz, R. O. Queens and Power in Medieval and Early Modern England. University of Nebraska Press.
Wellman, Kathleen (2013). Queens and Mistresses of Renaissance France. Yale University Press.
Felix, Regina R.; Juall, Scott D., eds. (2016). Cultural Exchanges Between Brazil and France. Purdue University Press.
Lanza, Janine M (2007). From Wives to Widows in Early Modern Paris: Gender, Economy, and Law. Ashgate Publishing.
Merrill, Robert V. (1935). "Considerations on "Les Amours de I. du Bellay"". Modern Philology. Vol. 33 (No. 2 Nov.).
Nolan, Cathal J., ed. (2006). "Cateau-Cambresis". The Age of Wars of Religion, 1000–1650: An Encyclopedia of Global Warfare and Civilization. Vol. 1. Greenwood Press.
Nostradamus, César (1614). Histoire et Chronique de Provence. Simon Rigaud.
Sealy, Robert J. (1981). The Palace Academy of Henry III. Droz.
Knecht, R.J. (2000). The French Civil Wars, 1562–1598. Pearson Education Ltd.
Knecht, R.J. (1984). Francis I. Cambridge University Press.
Frumkin, M. (1945). "The Origin of Patent". Journal of the Patent Office Society. Vol. XXVII (No. 3 March).
Inalcik, Halil (1995). "The Heyday and Decline of the Ottoman Empire". In Holt, P.M.; Lambton, Ann Katherine Swynford; Lewis, Bernard. The Cambridge History of Islam. Vol. 1A. Cambridge University Press.
Baumgartner, Frederic J (1988). Henry II, King of France, 1547-1559. Duke University Press.
Konnert, Mark (2006). Early Modern Europe: The Age of Religious War, 1559–1715. University of Toronto Press.
Goldberg, Victoria L. (1966). "Graces, Muses, and Arts: The Urns of Henry II and Francis I". Journal of the Warburg and Courtauld Institutes. 29.