შარლ V დე ვალუა |
---|
|
|
საფრანგეთის მეფე |
---|
კორონაცია: |
19 მაისი, 1364 |
---|
მმართ. დასაწყისი: |
8 აპრილი, 1364 |
---|
მმართ. დასასრული: |
16 სექტემბერი, 1380 |
---|
წინამორბედი: |
ჟან II |
---|
მემკვიდრე: |
შარლ VI |
---|
პირადი ცხოვრება |
---|
დაბ. თარიღი: |
21 იანვარი, 1338 |
---|
დაბ. ადგილი: |
ვენსენი, საფრანგეთი |
---|
გარდ. თარიღი: |
16 სექტემბერი, 1380, (42 წლის) |
---|
გარდ. ადგილი: |
ნოჟან-სიურ-მარნი, საფრანგეთი |
---|
მეუღლე: |
ჟანა დე ბურბონი (ქ. 1350 - გარდ. 1378) |
---|
შვილები: |
შარლ VI, საფრანგეთი ლუი I, ორლეანის ჰერცოგი კატრინი |
---|
დინასტია: |
ვალუები |
---|
მამა: |
ჟან II, საფრანგეთის მეფე |
---|
დედა: |
ბონა ლუქსემბურგელი |
---|
რელიგია: |
კათოლიციზმი |
---|
|
შარლ V ბრძენი (ფრანგ. Charles V le Sage; დ. 21 იანვარი, 1338, ვენსენი, საფრანგეთი — გ. 16 სექტემბერი, 1380, ნოჟან-სიურ-მარნი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1364–1380 წლებში. ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. 1356–1360 და 1364 წლის დამლევს - საფრანგეთის რეგენტი (მამის — ჟან II კეთილის ინგლისელებთან ტყვედ ყოფნის პერიოდში). ეძებდა სახსრებს ომის გასაჩაღებლად და მამის ტყვეობიდან დასახსნელად, გააუფასურა მონეტა. პარიზის აჯანყების (1357–1358 ) დაწყების შემდეგ გაიქცა პარიზიდან და დედაქალაქს შიმშილის ბლოკადა მოუწყო. ჟაკერიის ჩახშობისა და პარიზის დიდკაცობის ღალატის წყალობით 1358 წლის ზაფხულში აიღო პარიზი. 1369 წელს განაახლა საომარი მოქმედება ინგლისელთა წინააღმდეგ და 70-იანი წლების ბოლოსათვის თითქმის მთლიანად განდევნა ისინი საფრანგეთიდან.
ლიტერატურა