შარლ I ორლეანელი |
---|
|
|
ორლეანის ჰერცოგი |
---|
მმართ. დასაწყისი: |
23 ნოემბერი, 1407 |
---|
მმართ. დასასრული: |
5 იანვარი, 1465 |
---|
წინამორბედი: |
ლუი I |
---|
მემკვიდრე: |
ლუი II |
---|
პირადი ცხოვრება |
---|
დაბ. თარიღი: |
24 ნოემბერი, 1394 |
---|
დაბ. ადგილი: |
პარიზი, საფრანგეთი |
---|
გარდ. თარიღი: |
5 იანვარი, 1465, (70 წლის) |
---|
გარდ. ადგილი: |
ამბუაზი, საფრანგეთი |
---|
მეუღლე: |
ისაბელ დე ვალუა (ქ. 1406 - გარდ. 1409) ბონა არმანიაკი (ქ. 1410 - გარდ. 1430/35) მარია კლეველი (ქ. 1440) |
---|
შვილები: |
ჟანა, ალანსონის ჰერცოგინია მარი, ნარბონის ჰერცოგინია ლუი XII, საფრანგეთის მეფე ანა, ფონტევრუდის აბატი |
---|
დინასტია: |
ვალუები |
---|
მამა: |
ლუი I, ორლეანის ჰერცოგი |
---|
დედა: |
ვალენტინა ვისკონტი |
---|
რელიგია: |
კათოლიციზმი |
---|
|
შარლ I ორლეანელი (ფრანგ. Charles Ier d'Orléans; დ. 24 ნოემბერი, 1394 — გ. 5 იანვარი, 1465) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ისა და ვალენტინა ვისკონტის უფროსი ვაჟი. ორლეანის ჰერცოგი 1407-65 წლებში. საფრანგეთის მეფე შარლ V-ისა და მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტის შვილიშვილი. საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის მამა.
ბიოგრაფია
ადრეული წლები და მემკვიდრეობა
შარლი დაიბადა 1394 წლის 24 ნოემბერს პარიზში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ვალენტინა ვისკონტის უფროსი ვაჟი. 1406 წელს დააქორწინეს ინგლისის მეფე რიჩარდ II-ის ქვრივზე, საფრანგეთის მეფე შარლ VI-ის ასულ ისაბელ დე ვალუაზე. 1407 წელს კი ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I-ის ბრძანებით, პარიზის ქუჩაში მუხანათურად მოკლეს შარლის მამა, რის შემდეგაც იგი ორლეანის ჰერცოგი ხდება. შარლი და დედამისი ძალიან წუხდნენ, რადგან ბურგუნდიის ჰერცოგი არავის დაუსჯია, ლუი კი უმოწყალოდ იყო მოკლული. 1408 წელს ვალენტინა ვისკონტი დარდისაგან დასნეულდა და გარდაიცვალა, 1409 წელს კი შარლის ცოლი, ისაბელ დე ვალუა პირველივე მშობიარობას გადაჰყვა. შარლმა და მისმა ძმებმა ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ აუცილებლად დასჯიდნენ მამის მკვლელსა და მათი ოჯახის დამანგრეველ ბურგუნდიის ჰერცოგს. სწორედ ამიტომ, შარლმა კავშირების გაძლიერება გადაწყვიტა, რისთვისაც 1410 წელს იგი ცოლად ირთავს არმანიაკთა ძლევამოსილი დინასტიის წარმომადგენელ ბონა არმანიაკს. მას შემდეგ, რაც ბურგუნდიელებსა და არმანიაკებს შორის სამოქალაქო ომი გაჩაღდა, შარლმა თავისი სიმამრის, ბერნარდ VII არმანიაკის მხარე დაიჭირა და 1419 წელს მასთან ერთად მოჰკლა ჟან I ბურგუნდიელი.
პატიმრობა
1415 წლიდან ინგლისსა და საფრანგეთს შორის მიმდინარე ასწლიანი ომი განახლდა. შარლი 1415 წლის 25 ოქტომბერს გამართულ აზენკურის ბრძოლაში დიდგვაროვანთა ფრთის სარდალი იყო. ინგლისელებმა ფრანგების ჯავშანტექნიკა გაანადგურეს, შარლი სხვა მრავალ მებრძოლთან ერთად ტყვედ ჩაიგდეს და ინგლისის ციხეში გამოკეტეს. ინგლისის მეფე ჰენრი V-ის ბრძანებით, შარლი ზუსტად იმ საკანში გამოკეტეს, სადაც წლების წინ ისაბელ დე ვალუას პირველი ქმარი, რიჩარდ II იყო გამოკეტილი, სიკვდილით დასჯამდე. მიუხედავად ამისა, მას მალევე შეუმსუბუქდა პირობები და მეფემ იგი საპატიო ტყვედ სცნო. ვინაიდან იგი საფრანგეთის მეფის ღვიძლი ბიძაშვილი იყო, ინგლისელები დიდი პატივით ეპყრობოდნენ. ფრანგები ყველაფერს აკეთებდნენ მის გამოსახსნელად, ვინაიდან თავად საფრანგეთის მეფის შემდეგ, სწორედ შარლი იყო ვალუას დინასტიის შემდეგი მემკვიდრე და გვარის გამგრძელებელი, მისი საზღვარგარეთ, ტყვეობაში ყოფნა კი დაუშვებელი იყო.
მას შემდეგ, რაც შარლი ტყვედ ჩაიგდეს, მისმა ბიცოლამ, ანჟუს ჰერცოგინია იოლანდა არაგონელმა მთელი მისი ბიბლიოთეკა მიისაკუთრა.
თავისუფლება და გარდაცვალება
25 წლიანი ტყვეობის შემდეგ, შარლი 1440 წელს განთავისუფლდა, მისი ბიძაშვილის, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ისაბელ პორტუგალიელის დიდი ძალისხმევის შედეგად. საფრანგეთში დაბრუნებული შარლი ცოტამღა თუ იცნო, რადგან იგი მთლიანად შეცვლილი იყო და ინგლისურად უკეთ საუბრობდა ვიდრე ფრანგულად. სამშობლოში დაბრუნებულ ორლეანელს კიდევ ერთი ცუდი ამბავი დახვდა. მისი არ ყოფნისას მისი მეუღლე, ბონა არმანიაკი გარდაცვლილიყო. ამასთან შარლს არც მამრობითი სქესის მემკვიდრე ჰყავდა, რის გამოც მესამე ქორწინება გახდა საჭირო. ამ და კიდევ იმ მიზეზის გამო, რომ თავის მადლიერ ბურგუნდიელ ბიძაშვილთან შერიგების სურვილით 1440 წელსვე დაქორწინდა ფილიპის დის, მარი ბურგუნდიელის ასულ მარია კლეველზე, რომელთანაც შეეძინა ვაჟი მემკვიდრე და ორი გოგონა.
შარლი გარდაიცვალა 1465 წელს, 70 წლის ასაკში.
ქორწინებები და შვილები
1406 წელს კოპიენში შარლმა ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და დედოფალ იზაბელა ბავარიელის უფროსი ქალიშვილი, ინგლისის მეფე რიჩარდ II-ის ქვრივი ისაბელ დე ვალუა, რომელიც 1409 წელს გადაჰყვა პირველივე მშობიარობას. მან გოგონა გააჩინა:
- ჟანა (1409-1432), 1424 წელს ცოლად გაჰყვა ალანსონის ჰერცოგ ჟან II-ს;
1410 წელს შარლი მეორედ დაქორწინდა არმანიაკის გრაფ ბერნარდ VII-ისა და ბონა ბერელის ქალიშვილ ბონა არმანიაკზე, რომელიც 1430/35 წლებში გადაჰყვა მშობიარობას, მაგრამ ბავშვი მკვდარი იყო.
1440 წელს იგი ცოლად ირთავს კლევის ჰერცოგ ადოლფ I-ისა და მარი ბურგუნდიელის ასულ მარია კლეველს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:
- მარი (1457-1493), 1476 წელს ცოლად გაჰყვა ნარბონის ჰერცოგ ჟან დე ფუას, რომელთანაც შეეძინა არაგონის დედოფალი ჟერმენა დე ფუა;
- ლუი XII (1462-1515), საფრანგეთის მეფე, პირველად ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის უფროსი ასული ჟანა დე ვალუა, თუმცა უნაყოფობის გამო 1499 წელს მას გასცილდა და იქორწინა თავისი ცოლის ძმის ქვრივ ანა ბრეტონელზე, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა, 1514 წელს კი ანას გარდაცვალების შემდეგ იგი დაქორწინდა ინგლისის მეფე ჰენრი VII-ის ასულ მერი ტიუდორზე, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია. იგი იყო მამა საფრანგეთის დედოფალ კლაუდია ვალუასი და ფერარას ჰერცოგინია რენე ფრანგისა;
- ანა (1464-1491), იყო ფონტევრულისა და პუატიეს აბატი.
ლიტერატურა
- McLeod, Enid, Charles of Orleans: Prince and Poet (London, Chatto & Windus, 1969)
- Arn, Mary-Jo, The Poet's Notebook: The Personal Manuscript of Charles d'Orléans (Paris, BnF MS fr. 25458) (Turnhout: Brepols, 2008).
- Charles, d'Orleans. The French chansons. (New York : Garland Pub., 1986).
- Goldstone, Nancy (2013). The Maid and the Queen: The Secret History of Joan of Arc. Phoenix Paperbacks, London.