ჰენრი მორგენთაუ

ჰენრი მორგენთაუ
ჰენრი მორგენთაუ
აშშ-ის ხაზინის მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1934 – 22 ივლისი, 1945

დაბადებული11 მაისი, 1891
ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვლილი6 თებერვალი, 1967 (ასაკი 75)
პოუკიპზი, ნიუ-იორკი, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეელინორ ფატმანი
შვილებიჰენრი მორგენთაუ III, რობერტ მორგენთაუ და ჯოან მორგენთაუ
განათლებაკორნელის უნივერსიტეტი (BS)

ჰენრი მორგენთაუ უმცროსი (ინგლ. Henry Morgenthau Jr.; 11 მაისი, 1891 — 6 თებერვალი, 1967) — შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ფრანკლინ რუზველტის ადმინისტრაციის უმეტესი პერიოდის განმავლობაში. მან უდიდესი როლი ითამაშა ახალი გარიგების შედგენასა და დაფინანსებაში. 1937 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხაზინის მმართველი იყო, მთავარი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომში შეერთებული შტატების მონაწილეობის დაფინანსებაში,[1] ძალიან დიდი იყო მისი მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.[2]

ჰენრი მორგენთაუ რობერტ მ. მორგენთაუსა და ჰენრი მორგენტაუ III-ს მამა იყო. რობერტი იყო მანჰეტენის საოლქო რწმუნებული 35 წლის განმავლობაში, ხოლო ჰენრი მორგენთაუ III ამერიკელი ავტორი და ტელევიზიის პროდიუსერი. ჰენრი მორგენთაუმ განაგრძო ხაზინის მდივნობა ჰარი ტრუმენის პრეზიდენტობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. 1945 წლის 27 ივნისიდან 1945 წლის 3 ივლისამდე, სახელმწიფო მდივნის ედუარდ სტეთინიუსის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. მორგენთაუ იყო პირველი და ერთადერთი ებრაელი, რომელმაც პირველმა მიიღო საპრეზიდენტო ხაზი მემკვიდრეობით.[3][4][5]

ადრეული წლები

მორგენთაუ დაიბადა ნიუ – იორკის გამოჩენილ ებრაულ ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ ჯოზეფინეს (სიქესი) და ჰენრი მორგენთაუს უფროსი, რომელიც უძრავი ქონების მაგნატი და დიპლომატი იყო. ისინი გერმანიაში დაიბადნენ. მორგენთაუს სამი და ჰყავდა. იგი დაესწრო ფილიპსის ექსტერის აკადემიას, მოგვიანებით გადავიდა დუიტის სკოლაში. შემდეგ მან კორნელიის უნივერსიტეტში შეისწავლა არქიტექტურა და სოფლის მეურნეობა. 1913 წელს იგი შეხვდა და დაუმეგობრდა ფრანკლინსა და ელეონორა რუზველტს. 1922 წელს იგი მოხვდა ამერიკული სოფლის მეურნეობის ჟურნალში, რამაც სახელი გაუთქვა რეკონსტრუქციის, კონსერვაციისა და სამეცნიერო მეურნეობის საქმეში. 1929 წელს რუზველტმა, ნიუ – იორკის გუბერნატორმა, იგი დანიშნა ნიუ-იორკის სახელმწიფო სოფლის მეურნეობის მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარედ და დაიკავა ადგილი სახელმწიფო კონსერვაციის კომისიაში.

ახალი გარიგება

1933 წელს რუზველტი გახდა პრეზიდენტი, მორგენთაუ კი დაინიშნა ფედერალური მეურნეობის საბჭოს გუბერნატორად. მორგენთაუ ჩართული იყო ფულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. რუზველტმა გამოთქვა აზრი, რომ ვალუტის გასამყარებლად, გაიზარდოს ოქროს ფასი და შეიცვალოს დეფლაცია. იდეას მხარი დაუჭირა კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯორჯ უორენმა.

1934 წელს, როდესაც უილიამ ვუდინი გადადგა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რუზველტმა მორგენთაუ დანიშნა ხაზინის მდივნად; კონსერვატორებიც დაამტკიცა.[6] მორგენთაუ მკაცრი მონეტარი იყო. პრეზიდენტი რუზველტი, მორგენთაუ და ფედერალური სარეზერვო თავმჯდომარე მარინერ სტოდარდ ეკლსი ერთობლივად ინახავდნენ კომუნალური გადასახადების პროცენტს, რათა დაეფინანსებინათ მასიური სახელმწიფო ხარჯები და შემდგომში მოეხდინათ გადაიარაღება, მეორე მსოფლიო ომში აშშ-ს მმონაწილეობის დროს.[7][8][9]


კამპანია კორუფციის წინააღმდეგ

მორგენთაუმ გამოიყენა ხაზინის უფროსის თანამდებობა, ორგანიზებული დანაშაულისა და მთავრობის კორუფციის გამოსაძიებლად. სახაზინო დაზვერვა და სხვა სააგენტოები (შეერთებული შტატების ცნობილი ფრაგმენტული ფედერალური სამართალდამცავი სისტემა ხაზინას დეპარტამენტში მხოლოდ ხუთი იყო) არ იყო კოორდინირებული მათი ძალისხმევით; სუპერ-სააგენტოს შექმნის მცდელობები ჰქონდა ჯ. ედგარ ჰოვერს , რომელიც შიშობდა, რომ FBI დაჩრდილული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მორგენთაუმ შექმნა კოორდინატორი ხაზინის სააგენტოებისთვის.

IRS- ის კრიმინალური გამომძიებლების ყოფილმა ხელმძღვანელმა ელმერ ლინკოლნ ირეიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვან გამოძიებებს, მათ შორის ალ კაპონის დევნას, თანამდებობა დაიკავა 1937 წელს. კორუფციის ოფიციალურმა გამოძიებამ გამოიწვია პოლიტიკური კანდიდატის, თომას პენდერგასტის დაცემა. მაფიასთან დაკავშირებულ სროლას და ოფიციალურ კორუფციას მოჰყვა წარმატებული გამოძიება პენდერგასტისა და ადგილობრივი მაფიის ხელმძღვანელის ჩარლზ კეროლოს წინააღმდეგ.[10] სხვა ოფიციალური პირები, ისევე როგორც განგსტერები, ზოგიერთ შემთხვევაში ნასამართლევნი იყვნენ მორგენთაუს გამოძიების გამო.

მორგენთაუს გეგმა

1944 წელს მორგენთაუმ გეგმა წარადგინა ომისშემდგომი გერმანიისთვის, რომელსაც მოუწოდებდა დაეტოვებინა მძიმე ინდუსტრია.[11] გერმანია უფრთხილდებოდა თავის მდიდარ მეურნეობას აღმოსავლეთში. ამასთან, სტალინი დაჟინებით მოითხოვდა ოდერ-ნეისის საზღვარს, რამაც ამ მეურნეობის ტერიტორიები გერმანიის გარეთ გაიტანა.

1944 წლის 16 სექტემბერს, მეორე ქვებექის კონფერენციაზე, რუზველტმა და მორგენტამ დაარწმუნეს, თავდაპირველად ძალიან იმედგაცრუებული ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, უინსტონ ჩერჩილი, რომ დასთანხმებოდა მორგენტაუს გეგმას. ამისათვის დიდი ალბათობით, 6 მილიარდი დოლარის ოდენობით სესხი-იჯარის ხელშეკრულება გამოიყენეს.[12] ჩერჩილმა გადაწყვიტა, რომ შეეზღუდა მორგენტაუს წინადადება, მემორანდუმის ახალი ვერსიის შემუშავებით, რომელიც დასრულდა ორი ქვეყნის ხელმოწერით.

გეგმას ეწინააღმდეგებოდნენ რუზველტის კაბინეტში, უპირველეს ყოვლისა ჰენრი სტიმსონი. როდესაც გეგმამ გაჟონა პრესაში, რუზველტისადმი საზოგადოებრივი კრიტიკა დაიწყო.[13] პრეზიდენტის პასუხი ამ ყველაფერზე იყო პრეტენზიების უარყოფა.[14] ამ მოვლენების შემდეგ, მორგენთაუ დიდი ხნით ემხრობოდა რუზველტს.

გერმანიის პროპაგანდის მინისტრმა, გებბელსმა, გამოიყენა გეგმა, რათა ხელი შეეწყო გერმანელ ხალხისთვის, რომ შეენარჩუნებინათ თავიანთი პოზიცია ომის მცდელობებში, რათა მათი ქვეყანა არ გადაქცეულიყო „კარტოფილის ველებად“. გაძლიერდა გერმანიის წინააღმდეგობა. იმის იმედით, რომ მორგენთაუ შეეჩვეოდა და მიიღებდა გერმანიის გეგმას, რუზველტის სიძემ, პოლკოვნიკ ჯონ ბოეტიგერმა, რომელიც მუშაობდა შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტში, აუხსნა მორგენთაუს, თუ როგორ მოუწია ამერიკულ ჯარებს ხუთი კვირის განმავლობაში ბრძოლა, რომელთაც სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს ააჩენის დაპყრობას და პრეტენზია გამოთქვეს მორგენთაუს გეგმის თაობაზე.

1945 წლის 10 მაისს ტრუმენმა ხელი მოაწერა აშშ-ს საოკუპაციო დირექტივას — JCS 1067. მორგენთაუმ განუცხადა თავის თანამშრომლებს, რომ ხაზინისთვის ეს დიდი დღე იყო.[15] დირექტივა, რომელიც ძალაში იყო ორი წლის განმავლობაში, აშშ-ს საოკუპაციო ძალებს მიმართავდა , ,, არ გადაედგა ნაბიჯები გერმანიის ეკონომიკური რეაბილიტაციისკენ".[16]

ოკუპირებულ გერმანიაში მორგენტაუმ დაუტოვა პირდაპირი მემკვიდრეობა ადამიანებს, რომლებსაც OMGUS- ში ჩვეულებრივ „მორგენთაუს ბიჭებს“ უწოდებენ. ესენი იყვნენ აშშ-ს სახაზინო თანამდებობის პირები, რომლებიც გენერალ დუაიტ ეიზენჰაუერმა „ისესხა“ ოკუპაციის არმიისთვის. ამ ხალხმა უზრუნველყო, რომ JCS 1067-ს ინტერპრეტაცია რაც შეიძლება მკაცრად შესრულებულიყო. ისინი ყველაზე აქტიურები იყვნენ ოკუპაციის პირველ გადამწყვეტ თვეებში.

მორგენთაუს მემკვიდრეობა ასევე იქნა ნაჩვენები გერმანიის განიარაღების შენარჩუნების გეგმებში.[17]

1945 წლის ოქტომბერში მორგენთაუმ გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით ,,გერმანია არის ჩვენი პრობლემა", რომელშიც მან დეტალურად აღწერა და მოტივაცია გაუწია მორგენთაუს გეგმას. 1945 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების საოკუპაციო ზონის სამხედრო გუბერნატორმა, გენერალმა, დუაიტ იზენჰაუერმა განახორციელა წიგნის 1000 უფასო ასლის გადაცემა ოკუპირებულ გერმანიაში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე. ისტორიკოსი სტივენ ამბროსი მივიდა დასკვნამდე, რომ, მიუხედავად ეიზენჰაუერის მოგვიანო ქმედებებისა, ეს მოქმედება არ იყო მორგენტაუს გეგმის დამტკიცება.

მისი გადადგომის შემდეგ, სხვა გამოჩენილ პირებთან ერთად, მაგალითად, ელეონორა რუზველტთან, მორგენთაუ რამდენიმე წლის განმავლობაში დარჩა როგორც ჯგუფის აქტიური წევრი, რომელიც კამპანიას უწევდა გერმანიას „მკაცრი მშვიდობისთვის“.[18]საბოლოო ჯამში, სრულად ინდუსტრიული და დენაცისტური თანამედროვე გერმანიის, ევროპაში ინტეგრაციის პოლიტიკა, იყო მიღებული პოლიტიკა, როგორც ეს აღწერილია ფრანკ კაპრას 1945 წლის გავლენიან მოკლე ნაშრომში „აქ არის გერმანია“.

ბრეტონ ვუდსი

მორგენთაუ პირველად დანიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა ბრეტონ ვუდსის კონფერენციის დროებით პრეზიდენტად, რომელმაც ჩამოაყალიბა ბრეტონ ვუდსის სისტემა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (მსოფლიო ბანკი). 1944 წლის 1 ივნისს დაწყებული პლენარული სხდომის დროს მექსიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ედუარდო სუარესმა იგი დანიშნა კონფერენციის მუდმივ პრეზიდენტად. ეს შუამდგომლობა ბრაზილიის უფროსმა დელეგატმა, არტურ დე სუზა კოსტამ მიიღო და მას მხარი დაუჭირა კიდევ რამდენიმე დელეგაციამ, მაგალითად, კანადამ და საბჭოთა კავშირმა.

შემდგომი კარიერა და მემკვიდრეობა

1945 წელს, როდესაც ჰარი ტრუმენი გახდა პრეზიდენტი, მორგენთაუმ ისურვა თანამდებობიდან გადადგომა. ტრუმენმაც მაშინვე დაადასტურა ეს გადაწყვეტილება.[19] მან ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ებრაელ ქველმოქმედებთან მუშაობას დაუთმო, ისრაელის ფინანსური მრჩეველიც გახდა. ტალ შაჰარი, ისრაელის ზაზავი (სოფლის მეურნეობის საზოგადოება) იერუსალიმის მახლობლად, რომელიც 1948 წელს შეიქმნა, მორგენთაუს პატივსაცემად დაერქვა სახელი (მორგენტაუ (თანამედროვე მართლწერა Morgentau) გერმანულად ნიშნავს „დილის გველს“ და ასევე ასე ნიშნავს „ტალ შაჰარს“ ებრაულად).

მორგენთაუმ თავისი დღიური გადასცა ფრანკლინ რუზველტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასა და მუზეუმს.[20]გარდაიცვალა 1967 წელს ნიუ – იორკში, პაუცეფში. მისი ვაჟი რობერტ მორგენტაუ იყო ნიუ – იორკის საოლქო რწმუნებული 1975 წლიდან 2009 წლამდე.

ჰენრი მორგენთაუს ხელმოწერა

ლიტერატურა

  • Herman, Arthur. Freedom’s Forge: How American Business Produced Victory in World War II, pp. 9–11, 125–7, Random House, New York, NY, 2012. ISBN 978-1-4000-6964-4
  • Hugh E. Evans (2002). The Hidden Campaign: FDR’s Health and the 1944 Election. M.E. Sharpe. p. 125. ISBN 978-0-7656-0855-0. henry morgenthau first in line to presidency.
  • John Morton Blum, From the Morgenthau Diaries: Years of Crisis, 1928–1938. Vol. 1 (1959) p 74.
  • Repetto, Thomas (2004). The American Mafia: A History of Its Rise to Power. Henry Holt & Company. ISBN 978-0-8050-7210-5. LCCN 2003056736.
  • Beschloss, Michael (2002). The Conquerors: Roosevelt, Truman and the Destruction of Hitler’s Germany, 1941–1945. Simon & Schuster. ISBN 978-0-684-81027-0. LCCN 2002030331.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Herman, Arthur. Freedom’s Forge: How American Business Produced Victory in World War II, pp. 9–11, 125–7, Random House, New York, NY, 2012. ISBN 978-1-4000-6964-4
  2. http://www.anb.org/articles/06/06-00452.html
  3. http://library.cqpress.com/cqresearcher/cqresrre1945092000
  4. Hugh E. Evans (2002). The Hidden Campaign: FDR’s Health and the 1944 Election. M.E. Sharpe. p. 125. ISBN 978-0-7656-0855-0. henry morgenthau first in line to presidency.
  5. https://www.geni.com/people/Henry-Morgenthau-Jr-U-S-Secretary-of-the-Treasury/6000000017826515650
  6. John Morton Blum, From the Morgenthau Diaries: Years of Crisis, 1928–1938. Vol. 1 (1959) p 74.
  7. http://www.mises.org/journals/qjae/pdf/qjae2_3_1.pdf
  8. https://web.archive.org/web/20091229174605/http://www.minneapolisfed.org/community_education/student/centralbankhistory/
  9. https://www.independent.co.uk/arts-entertainment/obituary-william-mcchesney-martin-1172986.html
  10. Repetto, Thomas (2004). The American Mafia: A History of Its Rise to Power. Henry Holt & Company. ISBN 978-0-8050-7210-5. LCCN 2003056736.
  11. https://web.archive.org/web/20130531235410/http://docs.fdrlibrary.marist.edu/psf/box31/t297a01.html
  12. http://journals.cambridge.org/action/displayAbstract?fromPage=online&aid=6326320
  13. http://www.time.com/time/magazine/article/0,9171,933072-1,00.html დაარქივებული 2013-05-21 საიტზე Wayback Machine.
  14. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-26. ციტირების თარიღი: 2020-05-20.
  15. Beschloss, Michael (2002). The Conquerors: Roosevelt, Truman and the Destruction of Hitler’s Germany, 1941–1945. Simon & Schuster. ISBN 978-0-684-81027-0. LCCN 2002030331.
  16. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-28. ციტირების თარიღი: 2020-05-20.
  17. https://en.wikipedia.org/wiki/Political_Research_Quarterly
  18. http://eprints.lse.ac.uk/736/1/Campaign_Harsh_Peace_History.pdf
  19. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-25. ციტირების თარიღი: 2020-05-20.
  20. https://archive.org/details/rooseveltinretro00gunt Gunther, John (1950). Roosevelt in Retrospect. Harper & Brothers. pp. 102.

Read other articles:

Coordenadas: 45° 4' N 9° 16' E Broni    Comuna   Localização BroniLocalização de Broni na Itália Coordenadas 45° 4' N 9° 16' E Região Lombardia Província Pavia Características geográficas Área total 20 km² População total 9 347 hab. Densidade 467 hab./km² Altitude 88 m Outros dados Comunas limítrofes Albaredo Arnaboldi, Barbianello, Campospinoso, Canneto Pavese, Cigognola, Pietra de' Giorgi, Redavalle, San Cipriano Po,...

 

Komatsushima 小松島市Kota BenderaLambangLokasi Komatsushima di Prefektur TokushimaNegara JepangWilayahShikokuPrefektur TokushimaPemerintahan • Wali kotaToshio NakayamaLuas • Total45,4 km2 (175 sq mi)Populasi (Oktober 1, 2015) • Total38.755 • Kepadatan853,6/km2 (22,110/sq mi)Zona waktuUTC+09:00 (JST)Kode pos773-8501Simbol  • PohonMyrica rubra • BungaCornus floridaNomor telep...

 

Dutch footballer Kees Krijgh Personal informationFull name Cornelus KrijghDate of birth (1950-02-13) 13 February 1950 (age 73)Place of birth 's-Hertogenbosch, NetherlandsPosition(s) DefenderYouth career BVVSenior career*Years Team Apps (Gls)1969–1970 NEC 23 (0)1970–1971 De Graafschap 1971–1972 FC Den Bosch 32 (0)1972–1979 PSV 209 (7)1979–1981 Cercle Brugge 61 (4)1981–1984 Willem II 63 (2)International career‡1975 Netherlands 2 (0) *Club domestic league appearances and goals...

Strübhaus Das Strübhaus wurde vermutlich im 14. Jahrhundert erbaut und ist das originale Wohnhaus mit Werkstätte der Künstlerfamilie Strüb. Es bildet einen Blickfang im Altstadtensemble von Veringenstadt. Im April 1972 verhinderte die Aktionsgemeinschaft „Rettet das Strübhaus“ den Abbruch des Gebäudes. Die Aktionsgemeinschaft sanierte das Gebäude und entwickelte es zu einem „Haus der mittelalterlichen Malkunst“. Die Sanierung des Gebäudes gab Anstoß zur landesweiten „Dorfe...

 

Church in Trøndelag, NorwayBodom ChurchBodom kirkeView of the church63°58′19″N 11°55′07″E / 63.9720130°N 11.91873371°E / 63.9720130; 11.91873371LocationSteinkjer, TrøndelagCountryNorwayDenominationChurch of NorwayChurchmanshipEvangelical LutheranHistoryFormer name(s)Bodom kapellStatusParish churchFounded1905Consecrated1 Aug 1905ArchitectureFunctional statusActiveArchitect(s)Søren Wiese OpsahlArchitectural typeLong churchCompleted1905 (118 years ...

 

Swedish ice hockey player Not to be confused with Mats Näslund. Ice hockey player Markus Näslund Näslund in 2015Born (1973-07-30) 30 July 1973 (age 50)Örnsköldsvik, SwedenHeight 6 ft 0 in (183 cm)Weight 191 lb (87 kg; 13 st 9 lb)Position Left wingShot LeftPlayed for Modo HockeyPittsburgh PenguinsVancouver CanucksNew York RangersNational team  SwedenNHL Draft 16th overall, 1991Pittsburgh PenguinsPlaying career 1990–2010 Medal record Repre...

Daiki Koike Informasi pribadiNama lengkap Daiki KoikeTanggal lahir 8 Desember 1996 (umur 26)Tempat lahir Prefektur Chiba, JepangTinggi 1,88 m (6 ft 2 in)Posisi bermain Penjaga gawangInformasi klubKlub saat ini Blaublitz AkitaKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2019– Blaublitz Akita * Penampilan dan gol di klub senior hanya dihitung dari liga domestik Daiki Koike (lahir 8 Desember 1996) adalah seorang pemain sepak bola Jepang. Karier Daiki Koike pernah bermain untuk Blaub...

 

American science fiction drama TV series For the tabletop role-playing game, see Tales from the Loop (role-playing game). Tales from the LoopGenreDramaScience fictionBased onTales from the Loopby Simon StålenhagDeveloped byNathaniel HalpernWritten byNathaniel HalpernStarring Rebecca Hall Paul Schneider Duncan Joiner Daniel Zolghadri Jonathan Pryce Composers Philip Glass Paul Leonard-Morgan Country of originUnited StatesOriginal languageEnglishNo. of seasons1No. of episodes8ProductionExecutiv...

 

1982 British filmThe Scarlet PimpernelDVD coverDirected byClive DonnerScreenplay byWilliam BastBased onThe Scarlet Pimpernel and Eldoradoby Baroness Emma OrczyProduced byDavid ConroyStarring Anthony Andrews Jane Seymour Ian McKellen CinematographyDenis LewistonEdited byPeter TannerMusic byNick BicâtProductioncompanyLondon FilmsDistributed byCBSRelease date 9 November 1982 (1982-11-09) (US) Running time142 minutesCountryUnited KingdomLanguageEnglish The Scarlet Pimpernel is...

1996 crime novel by Caroline Graham Faithful unto Death First edition coverAuthorCaroline GrahamCountryUnited KingdomLanguageEnglishSeriesChief Inspector BarnabyGenreCrime fictionPublished12 September 1996PublisherHeadlineMedia typePrint (Hardback & paperback)Pages311ISBN9780747216650Preceded byWritten in Blood Followed byA Place of Safety  Faithful unto Death is a crime novel written by English writer Caroline Graham and first published by Headline in 1996. The s...

 

VNI

For the biomolecule, see VNI (biomolecule). For the computer network topic, see Virtual network interface. VNI Software Company is a developer of various education, entertainment, office, and utility software packages. They are known for developing an encoding (VNI encoding) and a popular input method (VNI Input) for Vietnamese on for computers. VNI is often available on computer systems to type Vietnamese, alongside TELEX input method as well. The most common pairing is the use of VNI on key...

 

بدأٌ من عام 2007 م قسمت ليبيا إلى 22 شعبية[1] لتحل محل 32 شعبية سابقة، لتنتقل بعد ثورة 17 فبراير إلى مجالس الحكم المحلية ومن ثم إلى نظام البلديات الحالي: مناطق ليبيا الحالية خريطة تبين مناطق ليبيا بدءاً من عام 2007. هذه قائمة بمناطق ليبيا الحالية توضح عدد السكان في كل واحدة منها ...

For related races, see 1952 United States gubernatorial elections. 1952 Montana gubernatorial election ← 1948 November 4, 1952 1956 → Turnout85.70%3.80[1]   Nominee J. Hugo Aronson John W. Bonner Party Republican Democratic Popular vote 134,423 129,369 Percentage 50.96% 49.04% County resultsAronson:      50–60%      60–70%      70–80%Bonner:      50...

 

Maltese politician MEPAlex Agius SalibaMember of the European Parliamentfor MaltaIncumbentAssumed office 1 July 2019 Personal detailsBorn (1988-01-31) 31 January 1988 (age 35)Pietà, MaltaPolitical partyLabour Party (national)Socialists & Democrats (European)Alma materUniversity of MaltaProfessionLawyerWebsitefacebook.com/alexagiussaliba Alex Agius Saliba (born 31 January 1988) is a Maltese politician, Member of the European Parliament since 2019[1] for the Labour Party. ...

 

Annual golf tournament Colonial National Invitational redirects here. For the defunct tennis tournament, see Colonial National Invitational (tennis). Charles Schwab ChallengeTournament informationLocationFort Worth, TexasEstablished1946Course(s)Colonial Country ClubPar70Length7,209 yards (6,592 m)[1]Tour(s)PGA TourFormatStroke playPrize fundUS$8,700,000Month playedMayTournament record scoreAggregate259 Zach Johnson (2010)To par−21 as aboveCurrent champion Emiliano GrilloLocatio...

Индийский фонд свободного программного обеспечения (англ. Free Software Foundation of India, FSFI) — индийская некоммерческая организация, аналог базирующегося в США Фонда свободного программного обеспечения. Основан в Тируванантапураме, столице штата Керала в 2001.[1] FSFI содейству...

 

Il gallo della checcaTitolo originaleGolden Eggs Lingua originaleinglese Paese di produzioneStati Uniti d'America Anno1941 Durata8 min Rapporto1,37:1 Generecommedia, animazione RegiaWilfred Jackson SceneggiaturaCarl Barks, Jack Hannah ProduttoreWalt Disney Casa di produzioneWalt Disney Productions Distribuzione in italianoBuena Vista Distribution MusicheLeigh Harline AnimatoriEd Aardal, Paul Allen, Ted Bonnicksen, Bob Carlson, Walt Clinton, Russ Dyson, Andy Engman, Art Fitzpatrick, John M...

 

Women's kickboxingFocusStrikingHardnessFull-contactFamous practitionerssee list of female kickboxersParenthoodKarate, Muay Thai, BoxingDescendant artsShoot boxing Women have participated in kickboxing since the 1960s in Thailand.[1] But there has been a superstition and prejudice women have often being prevented from participating in the major tournaments in Thailand.[2][3][4][5] The World’s Muay Thai Angels is one of the first organisations to be a p...

この記事は検証可能な参考文献や出典が全く示されていないか、不十分です。出典を追加して記事の信頼性向上にご協力ください。(このテンプレートの使い方)出典検索?: 北海道道151号幕別帯広芽室線 – ニュース · 書籍 · スカラー · CiNii · J-STAGE · NDL · dlib.jp · ジャパンサーチ · TWL(2012年1月) 主要地方道 北海道道151号 幕...

 

この記事には複数の問題があります。改善やノートページでの議論にご協力ください。 出典がまったく示されていないか不十分です。内容に関する文献や情報源が必要です。(2016年2月) 言葉を濁した曖昧な記述になっています。(2017年10月)出典検索?: 金日成バッジ – ニュース · 書籍 · スカラー · CiNii · J-STAGE · NDL · dlib.jp · ...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!