ბუშის პრეზიდენტობის პირველ წელს 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ამის საპასუხოდ მან ტერორის წინააღმდეგ გლობალური ომი გამოაცხადა, რასაც 2001 წელს ავღანეთში, ხოლო 2003 წელს ერაყში სამხედრო შეჭრა მოყვა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან ერთად ბუშმა გარკვეული რეფორმები ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის სფეროებში გაატარა და გადასახადები მნიშვნელოვნად შეამცირა.
2004 წლის არჩევნებში ბუშმა დემოკრატიჯონ კერი დაამარცხა. მეორე ვადის დროს 2005 წელს მისი ადმინისტრაცია ქარიშხალი კატრინას მიერ გამოწვეული კრიზისული სიტუაციის ცუდი მართვის გამო ძალიან გააკრიტიკეს.[1] 2007 წლის დეკემბერში აშშ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ რეცესიაში შევიდა.[2] ამან ბუშის ადმინისტრაცია იძულებული გახადა ქვეყნის ეკონომიკაში აქტიურად ჩარეულიყო და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ღონისძიებები გაეტარებინა. 2008 წლის სექტემბერში კრიზისი უფრო გაღრმავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბუში პირველი ვადის განმავლობაში პოპულარული პრეზიდენტი იყო,[4] მისი რეიტინგი მეორე ვადის დროს ეკონომიკური პრობლემების და ერაყის ომის გამო ძალიან დაეცა.[5][6][7][8] პოსტის დატოვების შემდეგ იგი ტეხასში დაბრუნდა, სადაც საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და წიგნს წერს.