ფრანსისკო დე ასის დე ბურბონი |
---|
|
|
ესპანეთის მეფე-კონსორტი |
---|
მმართ. დასაწყისი: |
10 ოქტომბერი, 1846 |
---|
მმართ. დასასრული: |
30 სექტემბერი, 1868 |
---|
წინამორბედი: |
მარია კრისტინა სიცილიელი |
---|
მემკვიდრე: |
მარია ვიქტორია დელ პოცო |
---|
პირადი ცხოვრება |
---|
დაბ. თარიღი: |
13 მაისი, 1822 |
---|
დაბ. ადგილი: |
მადრიდი, ესპანეთი |
---|
გარდ. თარიღი: |
17 აპრილი, 1902, (79 წლის) |
---|
გარდ. ადგილი: |
პარიზი, საფრანგეთი |
---|
დაკრძ. ადგილი: |
ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი |
---|
მეუღლე: |
ისაბელ II, ესპანეთის დედოფალი (ქ. 1846) |
---|
შვილები: |
ისაბელი, ასტურიის პრინცესა ალფონსო XII, ესპანეთის მეფე მარია დელ პილარი მარია დე ლა პასი ეულალია, გალიერას ჰერცოგინია |
---|
სრული სახელი: |
ფრანსისკო დე ასის მარია ფერნანდო დე ბურბონ ი ბურბონ-ორი სიცილია |
---|
დინასტია: |
ბურბონები |
---|
მამა: |
ფრანსისკო, კადისის ჰერცოგი |
---|
დედა: |
ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი |
---|
რელიგია: |
კათოლიციზმი |
---|
|
ფრანსისკო დე ასის დე ბურბონი (ესპ. Francisco de Asís de Borbón; დ. 13 მაისი, 1822 — გ. 17 აპრილი, 1902) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ნაბოლარა ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის უფროსი ვაჟი. კადისის ჰერცოგი და ესპანეთის მეფე-კონსორტი 1846-68 წლებში როგორც თავისი ბიძაშვილის, დედოფალ ისაბელ II-ის ქმარი. ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის მამა.
ოჯახი
ფრანსისკო დაიბადა 1822 წლის 13 მაისს არანხუესის სამეფო სასახლეში, მადრიდში. იგი იყო ესპანეთის ინფანტის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და მისი პირველი ცოლის, ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის უფროსი ვაჟი. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლები ერთმანეთისათვის ღვიძლი ბიძა-დის შვილი იყვნენ. მას სახელი წმინდა ფრანსისკო დე ასისის პატივსაცემად დაარქვეს, რის გამოც იგი ისტორიაში ფრანსისკო დე ასის დე ბურბონის სახელით შევიდა.
მამის მხრიდან ფრანსისკოს ბებია-პაპა ესპანეთის მეფე კარლ IV და დედოფალი მარია ლუიზა პარმელი, ხოლო დედის მხრიდან ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I და დედოფალი მარია ისაბელ ესპანელი იყვნენ.
ქორწინება და შვილები
1846 წლის 10 ოქტომბერს ფრანსისკო დაქორწინდა ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ზე. ფრანსისკოს ისაბელი მამის მხრიდან ღვიძლ ბიძაშვილად, ხოლო დედის მხრიდან ღვიძლ დეიდაშვილად ერგებოდა. ესპანეთში ფართოდ იყო ცნობილი ფრანსისკოს ჰომოსექსუალიზმის შესახებ, რაც არც თავად დედოფლისათვის ყოფილა უცხო. ცნობილია, რომ ისაბელმა ქორწინების პირველი ღამე ფრანსისკოს ძმასთან, სევილიის ჰერცოგ ენრიკესთან გაატარა. მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, ისაბელას უამრავი საყვარელი ჰყავდა, რომლებისგანაც მას შეეძინა ხუთი შვილი, რომლებიც შემდგომში ფრანსისკომ თავისებად აღიარა:
- ისაბელა (1851-1931), ასტურიის პრინცესა, ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ხირხენტის გრაფ გაეტან დე ბურბონს;
- ალფონსო XII (1857-1885), ესპანეთის მეფე, პირველად იქორწინა თავის დეიდაშვილ მერსედეს ორლეანელზე, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ცოლად მარია კრისტინა ავსტრიელი შეირთო;
- მარია დელ პილარი (1861-1879), ესპანეთის ინფანტა, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
- მარია დე ლა პასი (1862-1946), ცოლად გაჰყვა თავისი პირველი თაობის ბიძაშვილ ლუდვიგ ფერდინანდ ბავარიელს;
- ეულალია (1864-1958), ცოლად გაჰყვა თავის დეიდაშვილს, გალიერას ჰერცოგ ანტონიო ორლეანელს;
გარდა იმისა, რომ ფრანსისკოს ჰომოსექსუალის რეპუტაცია ჰქონდა, მას მალევე გაუვარდა იმპოტენტის სახელიც, რამაც საბოლოოდ გაამყარა ჭორები იმის თაობაზე, რომ ისაბელ II-ს ყველა ბავშვი საყვარლებისაგან ჰყავდა, რომლებიც ძირითადად სამხედროები და დაბალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ.
დარჩენილი ცხოვრება
1864 წლიდან ფრანსისკო ესპანეთის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარედ გვევლინება. 1868 წელს ესპანელებმა ისაბელ II-ის მმართველობა დაამხეს და მის ნაცვლად ტახტზე იტალიელი პრინცი ამადეო სავოიელი დასვეს. ამის შემდეგ ისაბელ II და ფრანსისკო შვილებთან და ნათესავებთან ერთად საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში გადასახლდნენ. 1870 წლიდან ფრანსისკოსა და ისაბელას ახლო ურთიერთობა უყალიბდებათ და გარდა მეუღლეებისა, ერთმანეთის კარგ და სანდო მეგობრებად იქცნენ. 1874 წლიდან ესპანეთის ტახტზე მოხდა ბურბონთა დინასტიის რესტავრაცია, რა დროსაც ტახტზე მათი ვაჟი ალფონსო XII ადის, თუმცა ამის მიუხედავად ფრანსისკო და ისაბელი საფრანგეთში დარჩნენ.
1881 წელს ფრანსისკომ პარიზის გარეუბანში შეიძინა ეპინაი-სურ-სენას შატო და ისაბელთან ერთად იქ დასახლდა. სწორედ აქ, 1902 წლის 17 აპრილს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანსისკო. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს მადრიდში, ესკორიალის სამეფო აკლდამაში. ამ ამბიდან სულ ორ წელიწადში, 1904 წელს გარდაიცვალა ისაბელიც.
წინაპრები
წინაპრები - ფრანსისკო დე ასის დე ბურბონი
|
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 16. ფილიპე V, ესპანეთის მეფე (=20) |
|
| | | | |
| 8. კარლ III, ესპანეთის მეფე (=24, 28) | |
|
| | | | | | | |
| 17. ისაბელ პარმელი (=21) |
|
| | | | |
| 4. კარლ IV, ესპანეთის მეფე (=14) | |
|
| | | | | | | | | | |
| 18. ავგუსტ III, საქსონიის კურფიურსტი |
|
| | | | |
| 9. მარია ამალია საქსონიელი (=25, 29) | |
|
| | | | | | | |
| 19. მარია იოზეფა ავსტრიელი |
|
| | | | |
| 2. ფრანსისკო დე პაულა, კადისის ჰერცოგი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 20. ფილიპე V, ესპანეთის მეფე (=16) |
|
| | | | |
| 10. ფილიპე I, პარმის ჰერცოგი (=30) | |
|
| | | | | | | |
| 21. ისაბელ პარმელი (=17) |
|
| | | | |
| 5. მარია ლუიზა პარმელი (=15) | |
|
| | | | | | | | | | |
| 22. ლუი XV, საფრანგეთის მეფე |
|
| | | | |
| 11. ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი (=31) | |
|
| | | | | | | |
| 23. მარია ლეშჩინსკა |
|
| | | | |
| 1. ფრანსისკო დე ასისი, კადისის ჰერცოგი | |
|
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 24. კარლ III, ესპანეთის მეფე (=8, 28) |
|
| | | | |
| 12. ფერდინანდ I, ნეაპოლის მეფე | |
|
| | | | | | | |
| 25. მარია ამალია საქსონიელი (=9, 29) |
|
| | | | |
| 6. ფრანჩესკო I, ნეაპოლის მეფე | |
|
| | | | | | | | | | |
| 26. ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი |
|
| | | | |
| 13. მარია კაროლინა ავსტრიელი | |
|
| | | | | | | |
| 27. მარია ტერეზია, ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა |
|
| | | | |
| 3. ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 28. კარლ III, ესპანეთის მეფე (=8, 24) |
|
| | | | |
| 14. კარლ IV, ესპანეთის მეფე (=4) | |
|
| | | | | | | |
| 29. მარია ამალია საქსონიელი (=9, 25) |
|
| | | | |
| 7. მარია ისაბელ ესპანელი | |
|
| | | | | | | | | | |
| 30. ფილიპე I, პარმის ჰერცოგი (=10) |
|
| | | | |
| 15. მარია ლუიზა პარმელი (=5) | |
|
| | | | | | | |
| 31. ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი (=11) |
|
| | | | |
|
ლიტერატურა
- Bergamini, John D. The Spanish Bourbons: The History of a Tenacious Dynasty. New York: Putnam, 1974. ISBN 0-399-11365-7