მერსედეს ორლეანელი (ფრანგ. Mercedes d'Orléans, ესპ. Mercedes de Orleans; დ. 24 ივნისი 1860, მადრიდი, ესპანეთი - გ. 26 ივნისი 1878, მადრიდი, ესპანეთი) — ორლეანების დინასტიის წარმომადგენელი. მონტესპიერის ჰერცოგ ანტუან დე ბურბონისა და მისი ცოლის, ინფანტა ლუისა ფერნანდა ესპანელის ქალიშვილი. ესპანეთის დედოფალი 1878 წლის 23 იანვრიდან 26 ივნისამდე, როგორც ალფონსო XII-ის პირველი ცოლი.
ოჯახი და აღზრდა
მერსედესი დაიბადა 1860 წლის 24 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. იგი იყო მონტესპიერის ჰერცოგ ანტუან დე ბურბონისა და ინფანტა ლუისა ფერნანდა ესპანელის ქალიშვილი. მამის ხაზით მისი ბებია-პაპა იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I და მისი ცოლი, დედოფალი მარია ამალია სიცილიელი, ხოლო დედის ხაზით, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII და მისი მეოთხე ცოლი, დედოფალი მარია კრისტინა სიცილიელი. მის მშობლებს ცხრა შვილი ჰყავდათ, რომელთაგან მხოლოდ ოთხმა მიაღწია ოც წლამდე. დაბადებიდან მალევე მერსედესი კათოლიკედ მონათლეს. მისი ნათლია იყო დეიდამისი, ესპანეთის დედოფალი ისაბელ II. მისი ნათლობის სახელია: მარია დე ლას მერსედეს ისაბელ ფრანცისკა დე ასის ანტონია ლუისა ფერნანდა ფელიპა ამალია კრისტინა ფრანცისკა დე პაულა რომოლა რიტა კაიეტანა მანუელა ხუანა ჟოზეფა ხოაკინა ანა რაფაელა ფილომენა ტერეზა სანტისიმა ტრინიდად გასპარა მელკორა ბალთაზარა ეტ ომნი სანსტი დე ორლეან ი ბურბონი.
მიუხედავად იმისა, რომ მერსედესი წარმომავლობით საფრანგეთის პრინცესა იყო, იგი დედის სამშობლოში, ანუ ესპანეთში დაიბადა და ცხოვრების პირველი რვა წელიც იქ გაატარა. იგი დასასვენებლად სან ტელმოსა და ანდალუზიაში დადიოდა ხოლმე. ასევე ძალიან პოპულარული იყო მადრიდის სამეფო სასახლეში.
ქორწინება
1868 წელს მერსედესის დეიდა, ესპანეთის დედოფალი ისაბელ II ტახტიდან ჩამოაგდეს, რის გამოც სამეფო ოჯახი, მერსედესთან ერთად ესპანეთიდან გაიქცა. სამეფო ოჯახი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დასახლდა. გავრცელებული ინფორმაციით მერსედესი სწორედ აქ, 1872 წელს შეხვდა თავის მომავალ საქმროსა და დეიდაშვილს, ასტურიის პრინც ალფონსო დე ბურბონს, რომელიც ასევე დევნილობაში იყო. 1874 წელს ესპანეთში მონარქია აღდგა, ტახტზე ალფონსო XII ავიდა და სამეფო ოჯახიც მადრიდს დაუბრუნდა.
1878 წლის 23 იანვარს ალფონსო XII და მერსედეს ორლეანელი მადრიდში, ატოჩას ეკლესიაში დაქორწინდნენ, რასად დიდი ბალ-მასკარადი მოჰყვა. ალფონსომ მერსედესზე ქორწინებით დედას, დედა-დედოფალ ისაბელას იმედი გაუცრუა, რადგან მას თავისი ვაჟის მადრიდის ჰერცოგ კარლოსის ქალიშვილზე, ბლანკა დე ბურბონზე დაქორწინება სურდა.
გარდაცვალება
ქორწილიდან მალევე დაიწყო დედოფალ მერსედესის მდგომარეობის გაუარესება. მალე დადგინდა, რომ მას მუცლის ტიფი შეჰყროდა, რაც იმ დროში განუკურნებელი დაავადება იყო. ამ პერიოდში დედოფალი დაფეხმძიმდა, თუმცა დაავადების გამო რამდენიმე კვირაშივე მოეშალა მუცელი. 1878 წლის ივნისის დასაწყისში დედოფალმა გონება დაკარგა, რაც რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ამავე წლის 26 ივნისს, ქორწინებიდან 6 თვეში, თავისი დაბადებიდან ორ დღეში დედოფალი მერსედეს ორლეანელი 18 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტიტულები
- 24 ივნისი 1860 - 23 იანვარი 1878: მისი სამეფო უმაღლესობა ინფანტა დონა მერსედეს ესპანელი, ორლეანის პრინცესა
- 23 იანვარი 1878 - 26 ივნისი 1878: მისი უდიდებულესობა ესპანეთის დედოფალი
გერბი და მონოგრამა
წინაპრები
მერსედეს ორლეანელის წინაპრები
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 16. ლუი-ფილიპი, ორლეანის ჰერცოგი |
|
| | | | |
| 8. ლუი-ფილიპი, ორლეანის ჰერცოგი | |
|
| | | | | | | |
| 17. ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი |
|
| | | | |
| 4. ლუი-ფილიპ I, საფრანგეთის მეფე | |
|
| | | | | | | | | | |
| 18. ლუი-ჟანი, პენტიევრის ჰერცოგი |
|
| | | | |
| 9. ლუიზ მარი ადელაიდ დე ბურბონი | |
|
| | | | | | | |
| 19. მარია ტერეზა მოდენელი |
|
| | | | |
| 2. ანტუანი, მონტესპიერის ჰერცოგი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 20. კარლ III, ესპანეთის მეფე (=24) |
|
| | | | |
| 10. ფერდინანდო I, სიცილიის მეფე (=28) | |
|
| | | | | | | |
| 21. მარია ამალია საქსონიელი (=25) |
|
| | | | |
| 5. მარია ამალია სიცილიელი | |
|
| | | | | | | | | | |
| 22. ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი |
|
| | | | |
| 11. მარია კაროლინა ავსტრიელი (=29) | |
|
| | | | | | | |
| 23. მარია ტერეზია, ავსტრიის იმპერატრიცა |
|
| | | | |
| 1. მერსედეს ორლეანელის | |
|
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 24. კარლ III, ესპანეთის მეფე (=20) |
|
| | | | |
| 12. კარლ IV, ესპანეთის მეფე (=30) | |
|
| | | | | | | |
| 25. მარია ამალია საქსონიელი (=21) |
|
| | | | |
| 6. ფერდინანდ VII, ესპანეთის მეფე | |
|
| | | | | | | | | | |
| 26. ფილიპო, პარმის ჰერცოგი |
|
| | | | |
| 13. მარია ლუიზა ესპანელი (=31) | |
|
| | | | | | | |
| 27. ლუიზ ელიზაბეტ ფრანგი |
|
| | | | |
| 3. ლუისა ფერნანდა ესპანელი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 28. ფერდინანდო I, სიცილიის მეფე (=10) |
|
| | | | |
| 14. ფრანცისკო I, სიცილიის მეფე | |
|
| | | | | | | |
| 29. მარია კაროლინა ავსტრიელი (=11) |
|
| | | | |
| 7. მარია კრისტინა სიცილიელი | |
|
| | | | | | | | | | |
| 30. კარლ IV, ესპანეთის მეფე (=12) |
|
| | | | |
| 15. მარია ისაბელა ესპანელი | |
|
| | | | | | | |
| 31. მარია ლუიზა პარმელი (=13) |
|
| | | | |
ლიტერატურა
- Willis, Daniel, The Descendants of Louis XIII, Clearfield Co., Inc., Baltimore, Maryland, 1999, p. 194; ISBN 0-8063-4942-5.
- "02 Nov 1878 - The Death of the Young Queen of Spain. - Trove". Nla.gov.au. Retrieved 2018-07-06.
- MCNBiografias.com. "María de las Mercedes. Reina de España (1860-1878) » MCNBiografias.com".
- País, Ediciones El (9 November 2000). "Cumplida la última voluntad de una reina".
რესურსები ინტერნეტში