საბჭოთა კავშირის დაშლა — XX საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა პროცესებმა გამოიწვია 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ნაცვლად 15 დამოუკიდებელი და 4 თვითგამოცხადებული ან ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
ისტორიის მოკლე მიმოხილვა
საბჭოთა კავშირს ფართო ტერიტორია და მრავალეროვანი სტრუქტურა მემკვიდრეობით რუსეთის იმპერიისგან დარჩა. პოლონეთმა და ფინეთმა დამოუკიდებლობა მიიღეს. 1918-1921 წლებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც, რომლებიც 1939-1946 წლებში ანექსიის გზით შეიერთა საბჭოთა კავშირმა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი ფლობდა უზარმაზარ ტერიტორიას ევროპასა და აზიაში. მას ჰქონდა გასასვლელი ზღვებსა და ოკეანეებში, უამრავი ბუნებრივი რესურსი, სოციალისტური ტიპის ეკონომიკა, განვითარებული სამხედრო მრეწველობით. ამ ყველაფრის გარდა „სოციალიტური ქვეყნების ბანაკის“ მმართველობა საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ იყო.
XX საუკუნის 70-80-იან წლებში კონფლიქტებს (აურზაური 1972 წელს კაუნასში, დეკემბრის მოვლენები ყაზახეთში 1986 წ.) ჰქონდა მცირე გამოხმაურება, საბჭოთა იდეოლოგია ხაზს უსვმადა, რომ სსრკ დობილი ერების მეგობრული ქვეყანაა.
საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკას (რსფსრ-ის გარდა) ჰქონდა თავისი ჰიმნი და პარტიული მართველობა. მართვა იყო ცენტრალიზებული — ქვეყანას წინ სკკპ-ს ცენტრალური ორგანოები უძღოდნენ, რომლებიც მართვის მთელ იერარქიას აკონტროლებდნენ. საბჭოთა რესპუბლიკების მმართველებს ცენტრალური ორგანოები ამტკიცებდნენ. ეს სიტუაცია განსხვავდებოდა იმ იდეალიზირებული ვარიანტისაგან, რაც აღწერილი იყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში. ზოგ საბჭოთა რესპუბლიკას (უკრაინის სსრ-ს და ბელორუსიის სსრ-ს) იალტის კონფერენციის თანახმად ჰყავდა თავისი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში.
1985 წლიდან მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა მომხრეებმა დაიწყეს გარდაქმნის პოლიტიკა, უცბად გაიზარდა მოსახლეობის პოლიტიკური აქტიურობა, ჩამოყალიბდნენ მასობრივი, მათ შორის ეროვნული მოძრაობები და ორგანიზაციები. ქვეყანაში საბჭოთა სისტემის რეფორმაციის მცდელობამ მოახდინა კრიზისის უფრო და უფრო გაღრმავება. პოლიტიკურ არენაზე ეს კრიზისი ჩანდა როგორც სსრკ-ის პრეზიდენტ გორბაჩოვისა და რსფსრ-ის პრეზიდენტ ელცინის წინააღმდეგობა. ბორის ელცინი აქტიურად უწევდა პროპაგანდას რსფსრ-ის დაუმოუკიდებლობის საჭიროებას.
საერთო კრიზისი
საბჭოთა კავშირის დაშლა მიმდინარეობდა ეკონომიურ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ფონზე. 1989 წელს ეკონომიკური კრიზისი ოფიციალურად გამოცხადდა (ეკონომიკის ზრდა დაცემამ შეცვალა).
1989-1991 წლებში საბჭოთა ეკონომიკის პრობლემების პიკია - სურსათის ქრონიკული დეფიციტი; თავისუფალი ვაჭრობიდან ქრება თითქმის ყველა საჭირო პროდუქტი პურის გარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოტანილი ტალონური სისტემა.
1991 წელს პირველად დაფიქსირდა დემოგრაფიული კრიზისი.
Gaidar, Yegor (2006). Gibel' Imperii: Uroki dlya sovremennoi Rossii [The Collapse of an Empire: Lessons for Modern Russia].
Jack F. Matlock, Jr., Autopsy on an Empire: The American Ambassador's Account of the Collapse of the Soviet Union, Random House, 1995, ISBN 0-679-41376-6
David Remnick, Lenin's Tomb: The Last Days of the Soviet Empire, Vintage Books, 1994, ISBN 0-679-75125-4
Ronald Grigor Suny, The Revenge of the Past: Nationalism, Revolution, and the Collapse of the Soviet Union, Stanford University Press, 1993, ISBN 0-8047-2247-1
სქოლიო
↑Декларация «О государственном суверенитете Латвии.». Принята ВС Латвийской ССР 28 ივლისი, 1989 г. // Ведомости Верховного Совета и правительства Латвийской ССР. 1989. № 32. Ст. 452.