საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები — 21-წლამდე ფეხბურთელთა საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდულ საფეხბურთო ტურნირებსა და სხვა საერთაშორისო შეხვედრებზე. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ადმინისტრირებას უწევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი მოლდოვასთან 1994 წელს გამართა. მანამდე ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის იუნიორთა გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ.
1994–1996
1996 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 1994 წელს დაიწყო და დასრულდა 1996 წლის დასაწყისში. დასკვნითი ტურნირი ჩატარდა 1996 წელს ესპანეთში. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ჯგუფში გერმანიის, ბულგარეთის, უელსისა და მოლდოვის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. საერთო ჯამში ჩატარებული რვა შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს მოლდოველებთან, დანარჩენი შვიდი შეხვედრა კი დათმეს და ჯგუფში ბოლო, მეხუთე ადგილი დაიკავეს.[3]
1998 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 1996 წლის მარტში დაიწყო და დასრულდა 1997 წლის ოქტომბერში. ფინალური ტურნირი 1998 წელს რუმინეთში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში ინგლისის, იტალიის, პოლონეთისა და მოლდოვის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 1996 წლის 9 ოქტომბერს იტალიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 6–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა კი 1997 წლის 10 ოქტომბერს პოლონეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ შედგა და ამჯერადაც მასპინძელთა გამარჯვებით 5–1 დასრულდა.
საერთო ჯამში ჩატარებული რვა შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა სამი მატჩი მოიგეს, ორი დათმეს, სამიც ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.[6]
2000 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 1998 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულდა 1999 წლის ოქტომბერში. ფინალური ტურნირი 2000 წელს სლოვაკეთში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საბერძნეთის, ნორვეგიის, ლატვიის, სლოვენიისა და ალბანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 1998 წლის 4 სექტემბერს ალბანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ შედგა და სტუმართა გამარჯვებით 1–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრაც ალბანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად, 1999 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა და ამჯერად ფრედ 0–0 დასრულდა.
საერთო ჯამში ჩატარებული ათი შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა ორი მატჩი მოიგეს, სამი დათმეს, ხუთიც ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.[9]
2002 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2000 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულდა 2001 წლის ოქტომბერში. ფინალური ტურნირი 2002 წელს შვეიცარიაში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ჯგუფში იტალიის, რუმინეთის, უნგრეთისა და ლიეტუვის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2000 წლის 6 სექტემბერს ლიეტუვის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–1 დასრულდა. ბოლო შეხვედრა რუმინეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ასევე სტუმრად, 2001 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა და ამჯერადაც მასპინძელთა გამარჯვებით 2–1 დასრულდა.
საერთო ჯამში ჩატარებული რვა შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს, დანარჩენი შვიდი დათმეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.[12]
2004 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2002 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულდა 2003 წლის ოქტომბერში. ფინალური ტურნირი 2004 წელს გერმანიაში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე ჯგუფში შვეიცარიის, რუსეთის, ალბანეთისა და ირლანდიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2002 წლის 7 სექტემბერს შვეიცარიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა რუსეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ასევე სტუმრად, 2003 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა და ამჯერადაც მასპინძელთა გამარჯვებით 3–2 დასრულდა.
საერთო ჯამში ჩატარებული რვა შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს, ხუთი დათმეს, ორი ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.[15]
* მატჩი თავდაპირველად ირლანდიის რესპუბლიკის გამარჯვებით 2–1 დასრულდა, მაგრამ უეფამ მოგვიანებით ალბანეთს ჩაუთვალა 3–0 მოგება, რადგან ირლანდიის შემადგენლობაში ითამაშა ფეხბურთელმა, რომელსაც მოქმედი წესების მიხედვით არ ჰქონდა ამ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება.
2004–2006
2006 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2004 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულდა 2005 წლის ოქტომბერში. ფინალური ტურნირი 2006 წელს პორტუგალიაში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში დანიის, უკრაინის, საბერძნეთის, თურქეთის, ალბანეთისა და ყაზახეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2004 წლის 3 სექტემბერს თურქეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად შედგა და ფრედ 0–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა საბერძნეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ასევე სტუმრად, 2005 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3–0 დასრულდა.
საერთო ჯამში ჩატარებული 12 შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა სამი მატჩი მოიგეს, შვიდი დათმეს, ორი ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავეს.[16]
2007 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდა 2006 წლის 15 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. ფინალური ტურნირი 2007 წლის 10–23 ივნისს ნიდერლანდებში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ჯგუფში სერბეთისა და ლიეტუვის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2006 წლის 15 აგვისტოს ლიეტუვის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 1–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა სერბეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ, 2006 წლის 3 სექტემბერს გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3–1 დასრულდა.
საერთო ჯამში ჩატარებული ორი შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა ორივე დათმეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.[17]
2009 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდა 2007 წლის 31 მაისიდან 2008 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით. ფინალური ტურნირი 2009 წლის 15–29 ივნისს შვედეთში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ჯგუფში ყაზახეთის, პოლონეთის, რუსეთისა და ესპანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2007 წლის 5 ივნისს ესპანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ, ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და ესპანელთა გამარჯვებით 1–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა პოლონეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ მინსკში, 2008 წლის 9 სექტემბერს გაიმართა და პოლონელთა გამარჯვებით 5–0 დასრულდა.
საერთო ჯამში ჩატარებული რვა შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა ორი მოიგეს, დანარჩენი ექვსი შეხვედრა დათმეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.[18]
2011 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები დაიწყო 2009 წლის 27 მარტს და დასრულდა 2010 წლის 13 ოქტომბერს. ფინალური ტურნირი 2009 წლის 11–25 ივნისს დანიაში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში სომხეთის, ესტონეთის, ირლანდიის, შვეიცარიისა და თურქეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2009 წლის 5 სექტემბერს ესტონეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გაიმართა და ესტონელთა გამარჯვებით 2–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა სომხეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 2010 წლის 7 სექტემბერს გაიმართა და სომეხთა გამარჯვებით 2–0 დასრულდა.
საერთო ჯამში ჩატარებული 10 შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 4 მოიგეს, 3 დათმეს, 3 ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.[19]
2013 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები დაიწყო 2011 წლის 29 მარტს და დასრულდა 2012 წლის 10 სექტემბერს. ფინალური ტურნირი 2013 წლის 5–18 ივნისს ისრაელში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ჯგუფში ხორვატიის, ესტონეთის, ესპანეთისა და შვეიცარიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2011 წლის 3 ივნისს ხორვატიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გაიმართა და ქართველთა გამარჯვებით 1–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა ესტონეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 2012 წლის 6 სექტემბერს გაიმართა და ამჯერადაც ქართველ ფეხბურთელთა გამარჯვებით 2–1 დასრულდა.
საერთო ჯამში ჩატარებული 8 შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 3 მოიგეს, 4 დათმეს, 1 ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.[20]
2015 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები დაიწყო 2013 წლის 25 მარტს და დასრულდა 2014 წლის 9 სექტემბერს. ფინალური ტურნირი 2015 წლის 17–30 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ჯგუფში ნიდერლანდების, შოტლანდიის, სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2013 წლის 5 სექტემბერს ლუქსემბურგის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გაიმართა და ქართველთა გამარჯვებით 3–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა ნიდერლანდების 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ კვლავ სტუმრად, დევენტერის „დე ადელარსხორსტის“ სტადიონზე 2014 წლის 4 სექტემბერს გაიმართა და ჯაბა ჯიღაურის მიერ 71-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით ამჯერადაც ქართველ ფეხბურთელთა გამარჯვებით — 1–0 დასრულდა.
საერთო ჯამში ჩატარებული 8 შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 3 მოიგეს, 4 დათმეს, 1 ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.[21]
წყარო: UEFA კლასიფიკაციის წესები: ტაიბრეიკები შენიშვნები:
↑მატჩი თავდაპირველად ფრედ 1–1 დასრულდა, მაგრამ უეფამ მოგვიანებით ლუქსემბურგს 3–0 მოგება ჩაუთვალა.
2015–2017
2017 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები დაიწყო 2015 წლის 30 მარტს და დასრულდა 2016 წლის 11 ოქტომბერს. ფინალური ტურნირი 2015 წლის 16–30 ივნისს პოლონეთში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ჯგუფში ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთისა და სან-მარინოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2015 წლის 3 ივნისს სან-მარინოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გაიმართა და ქართველთა გამარჯვებით 3–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა ხორვატიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ, ზესტაფონისდავით აბაშიძის სტადიონზე 2016 წლის 6 სექტემბერს გაიმართა და ფრედ — 2–2 დასრულდა.
საერთო ჯამში ჩატარებული 8 შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 4 მოიგეს, 5 დათმეს, 1 ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.[22]
წყარო: UEFA კლასიფიკაციის წესები: საკვალიფიკაციო ტაიბრეიკები
2017–2019
2019 წლის უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები დაიწყო 2017 წლის 7 ივნისს და დასრულდა 2018 წლის 16 ოქტომბერს. ფინალური ტურნირი 2019 წლის 16–30 ივნისს იტალიასა და სან-მარინოში გაიმართა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ჯგუფში დანიის, პოლონეთის, ფინეთის, ლიეტუვისა და ფარერის კუნძულების 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 2017 წლის 1 სექტემბერს პოლონეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ შინ, გორისთენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გაიმართა და პოლონელთა გამარჯვებით 3–0 დასრულდა. ბოლო შეხვედრა კვლავ პოლონეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად, გდინიას მუნიციპალურ სტადიონზე 2018 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა და კვლავ პოლონელთა გამარჯვებითა და იმავე ანგარიშით — 3–0 დასრულდა.
საერთო ჯამში ჩატარებული 8 შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 3 მოიგეს, 4 დათმეს, 3 ფრედ დაამთავრეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.[23]
წყარო: UEFA კლასიფიკაციის წესები: საკვალიფიკაციო ტაიბრეიკები
2019–2021
2021 წლის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ჯგუფი ექვსი გუნდისგან შედგებოდა: საფრანგეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, საქართველო, აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი. შესარჩევი ჯგუფური ეტაპის ცხრა ჯგუფის შემადგენლობა 2018 წლის 11 დეკემბერს გამართულმა წილისყრამ გადაწყვიტა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამ ტურნირის ფარგლებში პირველი მატჩი 2019 წლის 5 სექტემბერს გამართა, როდესაც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტაინის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა და შეხვედრა ანგარიშით 4–0 მოიგო.[24]
2019 წლის 10 სექტემბერს გაიმართა ამ ციკლის მეორე მატჩი. ბაქოს „დალგა არენაზე“ აზერბაიჯანის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ქართველ ფეხბურთელებს უმასპინძლა. შეხვედრა ვატო არველაძის, ირაკლი ბუღრიძის და გიორგი არაბიძის მიერ გატანილი გოლების წყალობით სტუმართა გამარჯვებით 3–0 დამთავრდა.[25][კომ. 2][26]
გია ცეცაძე, რომელმაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა,[27] 2020 წლის იანვრიდან ვასილ მაისურაძემ შეცვალა, რომელიც 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.[28]
2020 წლის 4 სექტემბერს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2–0 დასრულდა.[29]
იმავე წლის 8 სექტემბერს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით — 2–0 დასრულდა. ანგარიში მე-20 წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა. 35-ე წუთზე კი, მეტოქის კარი დავით სამურკასოვმა აიღო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში მსაჯმა მოედნიდან საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააძევა. ვასილ მაისურაძის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და სამი ქულა მოიპოვა.[30]
9 ოქტომბერს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფის ლიდერ შვეიცარიის 21-წლამდე ნაკრებთან 0–3 დამარცხდა. ანგარიში 27-ე წუთზე დან ნდოიემ გახსნა. მეორე ტაიმის დებიუტში ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 69-ე წუთზე შვეიცარიელებმა 11-მეტრიანი დარტყმით სხვაობა გაზარდეს. საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პეტარ პუსიჩმა დააფიქსირა.[31]
13 ოქტომბერს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრა აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართა. გორის თენგიზ ბურჯანაძეზე გამართული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით — 1–0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა, 42-ე წუთზე დარცმელია-ლაკვეხელიანის კომბინაცია შედეგიანი დარტყმით გიორგი გულიაშვილმა დაასრულა.[32]
12 ნოემბერს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაასრულა და მე-2 ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. ვასილ მაისურაძის გუნდმა წლის ბოლო მატჩი თბილისში, სლოვაკეთის 21-წლამდე ნაკრებთან გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. მასპინძლები სწრაფად დაწინაურდნენ. მე-9 წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის აქტიურების შემდეგ, ლუკას ფაბისმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გაიხსნა. ამის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკან დაიხია და მეტოქეს სახიფათო მომენტის შექმნის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ მისცა. 78-ე წუთზე კი შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან სერგო კუხიანიძემ დაიწყო, დარცმელიამ გააგრძელა და ანზორ მექვაბშვილმა უზუსტესი დარტყმით დაასრულა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 10 თამაშში 15 ქულა დააგროვა (5 მოგება, 5 მარცხი), შვეიცარიასა და საფრანგეთს ჩამორჩა, ხოლო სლოვაკეთს, აზერბაიჯანსა და ლიხტანშტაინს გაასწრო. შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრა მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: მამარდაშვილი, ძოწენიძე (86' ძებნიაური), ბერიაშვილი, ანდრონიკაშვილი (46' ჯინჯოლავა), მალი, დარცმელია, ქოჩორაშვილი (71' კუცია), მექვაბიშვილი, აზაროვი (78' ტაბატაძე), კუხიანიძე (78' სპანდერაშვილი), გულიაშვილი.[33][კომ. 3][34]
2023 წლის 26 მარტს საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ბელეკში ლატვიის 21-წლამდე გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც რამაზ სვანაძის გუნდის გამარჯვებით — 1–0 დასრულდა.[35]
შეხვედრაში გამარჯვების გოლი, პირველი ტაიმის 21-ე წუთზე, გუნდის კაპიტანმა — გიორგი გულიაშვილმა გაიტნა, რომელმაც ქართველ ფეხბურთელთა საგრძნობი უპირატესობა გატანილ გოლში გარდასახა.[36]
↑2019 წელს საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებას იცავდნენ შემდეგი ფეხბურთელები: მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („გრანადა“ ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია („ლოკომოტივი“ თბილისი), გიორგი მამარდაშვილი („რუსთავი“ რუსთავი); მცველები: ლუკა ლაკვეხელიანი („საბურთალო“ თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“ თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი („ჟილინა“ სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია („დინამო“ ბათუმი), დავით კობოური („დინამო“ თბილისი), ლაშა უგრეხელიძე („სიონი“ ბოლნისი), ნიკა მალი („საბურთალო“ თბილისი), ვახტანგ ნებიერიძე („ტორპედო“ ქუთაისი); ნახევარმცველები: იური ტაბატაძე („საბურთალო“ თბილისი), ლუკა სილაგაძე („რუსთავი“ რუსთავი), ნიკა ნინუა („დინამო“ თბილისი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“ ვალენსია, ესპანეთი), გიორგი კუცია („დილა“ გორი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“ თბილისი), გიორგი კოხრეიძე („საბურთალო“ თბილისი), რატი არდაზიშვილი („ჩიხურა“ საჩხერე), ზურიკო დავითაშვილი („რუბინი“ ყაზანი, რუსეთი), ვატო არველაძე („კორონა“ კელცე, პოლონეთი), გიორგი არაბიძე („ადანასპორი“ ადანა, თურქეთი), პაატა კიტეიშვილი („რუსთავი“ რუსთავი); თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე („რუსთავი“), ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“ გორი), ირაკლი ბუღრიძე („ბეერსხოტი“ ანტვერპენი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“ ყაზანი, რუსეთი).
↑2020 წელს საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებას იცავდნენ შემდეგი ფეხბურთელები: მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დილა“ გორი), გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“ თელავი); მცველები: ლუკა ლაკვეხელიანი („მეზოკოვეშდი“ უნგრეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგერი“ ავსტრია), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“ თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“ ქუთაისი), ლუკა ასათიანი („სამგურალი“ წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე („სამგურალი“ წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა („ლოკომოტივი“ თბილისი); ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი („დინამო“ თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“ ლვოვი), ნიკა გაგნიძე („დილა“ გორი), იური ტაბატაძე („საბურთალო“ თბილისი), რატი მჭედლიშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“ თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“ თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“ თბილისი), თორნიკე ძებნიაური („ლოკომოტივი“ თბილისი); თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“ გორი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“ თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი) , სერგო კუხიანიძე („სამგურალი“ წყალტუბო), ბექა ქავთარაძე („საბურთალო“ თბილისი).